კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მაღალი“ – როგორც არასდროს

ანუ შენ რომ ჩემთვის ხმები არ მოგიტანია

მაშინ, როდესაც ხელისუფლება ახალ წელს ზეიმობდა (არც მთლად ისე, როგორც „დემოკრატიის შუქურას“ შეეფერებოდა, მაგრამ ისე, როგორც „ყოფილ შუქურას“ შეშვენოდა), ვეტერანები საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირთა მემორიალთან საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქცია უწყინარი იყო (და არის კიდეც), იმ თვალსაზრისით, რომ შიმშილობის ფორმა ჰქონდა (აქვს კიდეც). ვეტერანები თავიანთი მაძღარი მთავრობისგან (რომელსაც, სულო ცოდვილო, ქამრების შემოჭერისგან წელში გადამტყდარისა არაფერი ეტყობოდა) ცხოვრების ღირსეულ პირობებს ითხოვდნენ (ახლაც ითხოვენ). ამის პარალელურად, პრეზიდენტი წვევამდელებს მიმართავდა: „ჩვენი შეიარაღებული ძალები ორი წლის წინათ ბევრად უფრო მრავალრიცხოვან მეტრთან შერკინებას არ შეეგუენ და ის, რომ დღეს საქართველოს დედაქალაქი დგას და საქართველო არსებობას განაგრძობს, სწორედ იმ ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც მტერთან ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. საქართველოში ჩვენი შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი ისეთი მაღალია, როგორც არასდროს… მას ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს მსოფლიოს შეიარაღებულ ძალებს შორის.“ მეორე მხრივ, 1992-1993 წლების კონფლიქტების ვეტერანებს (როგორც გარდაცვლილებს, ისე ცოცხლად დარჩენილებს) სახელმწიფომ ყველა შეღავათი გაუუქმა (სავარაუდო ლოგიკით, ის ომები ჩვენამდე იყოო). სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ „მსოფლიოში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დამოკიდებულება იმისდა მიხედვით განისაზღვრება, რამდენად ითვალისწინებს ხელისუფლება ვეტერანების ღვაწლს,“ ხოლო, თუ ვეტერანთა შიმშილობის აქციას გავიხსენებთ, აშკარაა, რომ ხელისუფლება ავანსცენაზე მხოლოდ 2003 წლის შემდეგ გამოჩენილ სამხედროებს ცნობს. შესაძლოა, ამიტომაც მოშიმშილე ვეტერანებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არც მისულან, ან კი რატომ უნდა მისულიყვნენ?! რადგან, თუკი კვლავაც ირაკლი სესიაშვილს დავესესხებით: „ხელისუფლებას ურჩევნია ფული იმ ძალებში ჩადოს, რომლებიც ძალაუფლებას შეუნარჩუნებენ (სავარაუდოდ, იგულისხმება საარჩევნო ხმები).“



უფრო მეტიც, მოშიმშილე ვეტერანები ირწმუნებიან, რომ გვარდიის ყოფილი შენობის სტენდიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სურათები სანაგვეზე იპოვეს. მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ დაღუპულთა ხსოვნა ცოცხლებს უფრო სჭირდება (იმ იმედისთვის, რომ უკვალოდ არც მათი ღვაწლი დაიკარგება). რაც მთავარია, შესაძლოა, ვეტერანებისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ ცხოვრების ლოგიკა ასეთია: ის სურათების სანაგვეზე მსროლელებიც, ადრე თუ გვიან, სანაგვეზე აღმოჩნდებიან.


скачать dle 11.3