კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“უსაფრთხო ზამთარი“

ღვთის შეწევნით, ჯერჯერობით არც ბუნებრივი აირის საფასური გაძვირებულა (თუმცა, თუ დედაქალაქის ამჟამინდელი საკრებულოს ტემპს გავითვალისწინებთ გადასახდელების მატების საქმეში, არც ესაა გამორიცხული) და თბილისის მერიამ „ყაზტრანსგაზთბილისთან“ ერთად კვლავაც წამოიწყო ერთობლივი პროგრამა: „უსაფრთხო ზამთარი“. მეორე მხრივ, ზამთარი უკვე ერთი თვეა, დადგა და წესითა და რიგით, პროგრამა უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, რაკი სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თბილისის მერიამ და გაზგამანაწილებელმა კომპანიამ „გადავწყვიტეთ, ერთობლივი ღონისძიება გავაგრძელოთ, რომლის ფარგლებშიც თბილისელებს მოვუწოდებთ, ბევრად მობილიზებული იყვნენ (ეს პასაჟიც რაღაც ვერ გავიგე). ამასთანავე, მათ შესაძლებლობას ვაძლევთ, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე (72-22-22), რის შემდეგაც „ყაზტრანსგაზის“ სპეციალური ჯგუფები ობიექტებზე გავლენ და ამა თუ იმ გამათბობლის დამონტაჟების სისწორესა და ვარგისიანობას ადგილზე შეამოწმებენ“. მომსახურება, რა თქმა უნდა, უფასოა და მას თბილისის ბიუჯეტი აფინანსებს, რაც იმ ეჭვსაც აღძრავს, რომ, ადრე თუ გვიან, ეს უფასო მომსახურება ძმრად, ანუ გაზის ტარიფის მატებად ამოგვდინდება.


скачать dle 11.3