კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დენაფეთქებულები

გასულ კვირას მოსკოვის ოლქს, ჯერ იყო და, ყინულის წვიმა დაატყდა თავს, მოგვიანებით კი, ციკლონი „ურსულა“. თან თოვლი, ქარიშხალი და ყინვაც მოიყოლა. რაც მთავარია, მოსკოვს უკვე დაათოვა თვის ნორმა ნალექებმა, მეტიც, ნორმასაც გადააჭარბა. თუმცა სპეციალისტებმა რფ-ის ევროპულ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები დაამშვიდეს, რომ კვირის შუახანს „ურსულა“ დასუსტდებოდა და ტემპერატურაც მინუს ათი გრადუსის ფარგლებში დარეგულირდებოდა. ამის პარალელურად, ბუნებრივია, პარალიზდა მოსკოვის აეროპორტების მუშაობაც.

პრეზიდენტმა მედვედევმა სტიქიასთან საბრძოლველად შეიარაღებული ძალები ჩართო. ოღონდ, გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებს არა მხოლოდ დათოვლილ-მოყინულ ქუჩებს გააწმენდინებენ, არამედ, ყოველი შემთხვევისთვის, მოსალოდნელი არეულობების თავიდან ასაცილებლადაც ეყოლებათ მზადყოფნაში. ამის მიუხედავადაც, ახალი წლის წინა დღეებში რფ-ის აბონენტები ელექტროენერგიის გარეშეც დარჩნენ, რადგან გადამცემი ხაზები დაზიანდა, ბოძების ნაწილი კი წაიქცა. ავარიებისა და გაუმართაობის აღმოსაფხვრელად საკმაოდ დიდი რაოდენობის სპეცტექნიკა და ხალხია მობილიზებული.

ერთი სიტყვით, ახალ წელს დიდ რფ-ში დიდი პრობლემები მოჰყვა და, მიუხედავად იმისა, რომ მათ შექმნაში ჩვენი კი არა „ურსულას“ ხელი ურევია, ეს მაინც ის შემთხვევაა, რაზეც სომხური ანდაზა ამბობს: „მეზობელს ძროხა მოუკვდა, ნიუანსია, მაგრამ სასიამოვნოა“.


скачать dle 11.3