სად ეკრძალებათ შესვლა დიდი ბრიტანეთის მონარქებს და ვისი საკუთრებაა თემზაში მცურავი გედები
ამჯერად ტრადიციულ რუბრიკაში – „საინტერესო ფაქტები” შემოგთავაზებთ ფაქტებს, რომელიც აერთიანებს წარსულისა და აწმყოს მეფეების, დედოფლების, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ცხოვრებიდან ყველაზე ნაკლებად ცნობილ დეტალებს, რომელთა გაცნობა ნამდვილად არ იქნება ურიგო ჩვენი მკითხველისთვის.
* ერთადერთი ადგილი, სადაც აკრძალული აქვს შესვლა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს, სათვისტომოს პალატაა. ეს აკრძალვა ძალაში 1642 წელს შევიდა პალატის დეპუტატების მიერ, მას შემდეგ, რაც მეფე კარლ პირველმა სცადა დაეპატიმრებინა პალატის ხუთი დეპუტატი ანტიროიალისტური ხედვის გამო.
* ერთხელ ლუდოვიკო მეთოთხმეტის მეუღლემ მადამ მენტენონმა შუა ზაფხულში ციგით სრიალი მოინდომა. მეორე დღესვე ვერსალამდე მიმავალ გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი, მარილისა და შაქრისგან დამზადებული საციგურაო ტრასა დაახვედრეს.
* შვედეთის მეფემ გუსტავ მესამემ ერთხელ პირადად გადაწყვიტა შეემოწმებინა, რომელი უფრო მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის – ყავა თუ ჩაი. ექსპერიმენტის ჩასატარებლად მან სიკვდილმისჯილი ორი ტყუპი ძმა აარჩია. პირველს დღეში სამჯერ ასმევდა ჭიქა ჩაის, ხოლო მეორეს – ყავას. სამწუხაროდ, მეფე ვერ მოესწრო ექსპერიმენტის დასრულებას, რადგან მოკლეს, ხოლო ტყუპებმა დიდხანს იცოცხლეს, თუმცა პირველი – 83 წლის ასაკში, ის ძმა გარდაიცვალა, რომელიც ჩაის სვამდა.
* ძველად ირლანდიაში მეფის მსახურები უცნაურად გამოხატავდნენ პატივისცემას მეფის მიმართ. ისინი მეფის ძუძუსთავებს წუწნიდნენ.
* მდინარე თემზაზე მობინადრე ყველა გედი დედოფალ ელიზაბეთ მეორის საკუთრებაა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა გედების საკუთრების შესახებ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გამოაცხადა. მაშინ გედისგან მომზადებული კერძი მხოლოდ მეფეებისთვის მზადდებოდა. თანამედროვე დროს გედებს აღარ ჭამენ, თუმცა მონარქის საკუთრებად ისინი მაინც დარჩა.
* რუსეთის მეფე ივანე მრისხანე ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ პირველზე გეგმავდა დაქორწინებას, თუმცა უარი მიიღო.
* მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნიდერლანდების სამეფო ოჯახი ევაკუირებულ იქნა კანადაში, სადაც მოქმედ დედოფალ იულიანას ეყოლა მესამე ქალიშვილი მარგრეტი. სამშობიარო სახლის პალატა, პრინცესას დაბადებისთანავე, კანადის მთავრობის მიერ კანადის იურისდიქციიდან გასულ ტერიტორიად გამოცხადდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარგრეტი კანადის მოქალაქეობას მიიღებდა და ვერასდროს განაცხადებდა პრეტენზიას ჰოლანდიის სამეფო ტახტზე. კანადის მთავრობის კეთილი ნების საპასუხოდ, სამშობლოში დაბრუნებულმა სამეფო ოჯახმა დანერგა ტრადიცია და ყოველწლიურად ჰოლანდიიდან ოტავაში, სადაც ყვავილების ფესტივალი იმართება, იგზავნება ათასი ცალი ტიტა.
* ალბანეთის პრეზიდენტ აჰმეტ ზოგუს, რომელიც 1928-1939 წლებში ალბანეთის სამეფო ტახტს იკავებდა, თავისი ცხოვრების განმავლობაში 50-ჯერ დაესხნენ თავს მოსაკლავად. 1931 წელს ვენის თეატრიდან გამოსულ მეფეს თავს დაესხნენ იმ მომენტში, როდესაც მონარქი ავტომობილში ჯდებოდა. თავდასხმის დროს, მეფემ პისტოლეტი ამოიღო და ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელებს, რამაც გადაარჩინა კიდეც სიკვდილს. მკვლელები დააბნია მეფის ქცევამ. ეს არის ერთადერთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა პირადად გაუხსნა ცეცხლი თავდამსხმელებს.
* როდესაც საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა მიჰყავდათ გილიოტინაზე თავის მოსაკვეთად, დედოფალმა შემთხვევით ფეხი დააბიჯა ჯალათს. „მაპატიეთ, ეს შემთხვევით მომივიდა”, – მოიხადა ბოდიში მარია ანტუანეტამ და ეს იყო მისი ბოლო სიტყვა.
* ტექნოლოგია „ბლუთუზის” სახელწოდება დანიის მეფე ჰარალდ პირველი ლურჯკბილას პატივსაცემად დაერქვა. მეათე საუკუნეში ამ მეფემ გააერთიანა და ერთმანეთს დაუკავშირა განცალკევებით მცხოვრები დანიური ტომები.
* ჩინეთის იმპერატორი ციანლუნი მხოლოდ იმის გამო სჯიდა სიკვდილით პოეტებს, რომ ისინი, მისი აზრით, ტრაგიკულ ლექსებს წერდნენ.
* 1830 წლის ივლისში მომხდარი რევოლუციის დროს საფრანგეთის მეფემ კარლმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა სამეფო ტახტზე და იგივეს გაკეთება მან საკუთარ შვილს, ანჰულემელ ჰერცოგსაც ურჩია, რათა ტახტზე მისი შვილიშვილი ჰენრიხი ასულიყო. ტახტზე უარის თქმის განკარგულებას ჰერცოგმა, მამის უარიდან, ოც წუთში მოაწერა ხელი და ფორმალურად, 20 წუთის განმავლობაში გახლდათ მეფის ტიტულის მფლობული. ისტორიაში იგი ლუდოვიკო მეცხრამეტის სახელით არის ცნობილი.
* ერთი პერიოდი პლანეტის ყველაზე მუსიკალურ ლიდერად მიჩნეული გახლდათ ჰაიტის პრეზიდენტი, ჟან-ბერტრან არისტიდი. იგი შვიდ ენაზე ლაპარაკობდა, წერდა მუსიკას და ასევე, უკრავდა გიტარაზე, ფორტეპიანოზე, საქსოფონზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
* თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 1980 წელს სახელმწიფო სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან უარი განაცხადა ულვაშები მოეპარსა.
* სლოვაკეთის პრეზიდენტი 1999-2004 წლებში – რუდოლფ შუსტერი, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსი იყო, ასევე გახლდათ ათამდე წიგნისა და პიესის ავტორი, მუშაობდა ოპერატორად ტელევიზიაში და გადაღებული ჰქონდა საბუნებისმეტყველო დოკუმენტური ფილმები.
* პლანეტაზე ყველაზე მძიმეწონიან მონარქად კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტონგას მეფე ტაუფაჰაუ ტუპოუ მეექვსე ითვლებოდა. 1976 წელს მისი წონა 209,5 კილოგრამს შეადგენდა.
* უინსტონ ჩერჩილი ბლენგეიმის სასახლის ქალების საპირფარეშოში დაიბადა. დედამისი მეჯლისზე იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად ტკივილები დაეწყო და ერთადერთი, რაც მოასწრო, ტუალეტში შესვლა იყო.
* პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი და დაუნდობელი ტირანი, უგანდის პრეზიდენტი იდი ამენი, გაპრეზიდენტებამდე ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა.
* „სუკში” სამსახურის პერიოდში ვლადიმირ პუტინის კოდური ფსევდონიმი „ჩრჩილი” გახლდით.
* ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი – ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა.