სუვენირი რუსეთიდან
ამჯერად სასიამოვნო სუვენირზე ვისაუბრებთ და დროებით დავივიწყებთ იმ „სუვენირებს“ და „სიურპრიზებს“, მთელი წლის განმავლობაში რომ გვთავაზობდა რუსეთი.
* „მატრიოშკა“ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და სასურველ სუვენირად არის მიჩნეული. მას ძალიან დადებითი და თითქმის „შეურყვნელი“ იმიჯი აქვს.
* მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი პირველი „მატრიოშკა“ იმპერატრიცა ეკატერინას ერთ-ერთი ფავორიტის ასლი იყო, რომელიც მის კარზე აღიზარდა და მიმოწერა ჰქონდა თვით ვოლტერთან.
* „მატრიოშკა“ უბედურების მაცნეა. ეს ბევრმა არ იცის. ივანე მრისხანეს მეფობის ხანაში, „ოპრიჩნიკები“ გადაიცვამდნენ ხოლმე „მატრიოშკებივით“ და მთელ სოფლებს ამოწყვეტდნენ. ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ ხალხს. რუსული მაფია დიდი ხნის განმავლობაში მსხვერპლს ან მტერს საბედისწერო განაჩენის ნიშნად „მატრიოშკას“ უგზავნიდა.
* გრეგორი რასპუტინს ჰქონდა ტატუირება „მატრიოშკას“ გამოსახულებით. ვერც კი წარმოიდგენთ, სხეულის რომელ ნაწილზე...
* არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც იმ ოსტატს, რომელმაც ხისგან პირველი „მატრიოშკა“ გამოთალა, თვალები დასთხარეს, რათა ვეღარასოდეს შესძლებოდა მისი მსგავსის გაკეთება. მერე რა, სხვებმა მოახერხეს ეს.
* ყველა რუსული საბრძოლო რაკეტის საწვავის ავზს „მატრიოშკას“ ფორმა აქვს, მაგრამ, რადგან ისინი კორპუსის შიგნით არიან მოთავსებული, ამის შესახებ არავინ იცის.
* ძალიან ადრე „მატრიოშკა“ საბრძოლო იარაღი იყო. მტრის შუაგულში ჩავარდნილი ერთი „მატრიოშკა“, უამრავ პატარა „მატრიოშკად“ იშლებოდა და მტერს მოძრაობაში ხელს უშლიდა. ამით მათი განადგურება უფრო უმარტივდებოდათ.