კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოვამზადოთ კანი სადღესასწაულოდ!

ახალ წლამდე დღეებია დათვლილი. ყველა მოუთმენლად ელის ამ მხიარულ დღესასწაულს და ცდილობს, წინასწარ სათანადოდ მოემზადოს, გალამაზდეს...

დღეს შემოგთავაზებთ კანის მოვლის რამდენიმე მეთოდს საფუარითა და ჩაით.

ცნობილია, რომ კანს უყვარს ვიტამინები, განსაკუთრებით ისინი, კომპლექსურად რომ აგვარებს პრობლემებს. საუბარია B ჯგუფის ვიტამინებზე, რომელთა იდეალური წყაროა საფუარი.

კანის აქერცვლა და ანთებითი პროცესები, ნახეთქები ტუჩებზე და ტუჩის კუთხეებში, გაცრეცილი ფერი, გამონაყარი და ნაადრევი ნაოჭები – ყველა ეს კოსმეტოლოგიური პრობლემა, უმრავლეს შემთხვევაში, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი რაციონი სწორედ B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. არადა, B1, B2, B5 და ამ ჯგუფის სხვა ვიტამინები ნამდვილ სასწაულებს ახდენს: აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის ფოტოდაბერებას, ასწორებს, ჭიმავს და ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, არის ანტიანთებითი საშუალება ალერგიისა და გამონაყარის დროს.

თუ თქვენს კანს დაუქვეითდა ტონუსი, გამოშრა და თავი იჩინა წვრილმა ნაოჭებმა, სასწრაფოდ გაიკეთეთ საფუარის ნიღაბი. 1 სადილის კოვზ საფუარის მარცვლებს დაასხით 4-5 სადილის კოვზი მინერალური წყალი და გააჩერეთ, სანამ ბლანტ მასად არ იქცევა. წაისვით მთელ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე სქელ ფენად. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. თუ მშრალი კანი გაქვთ, საფუარიან მასაში შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი – 10-15 წვეთი ლიმონი.

თუ კანის გათეთრება გსურთ, ჩაალბეთ 2 სადილის კოვზი საფუარი თბილ რძეში და ჩაასრისეთ. ჩაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი ლამინარიის ფხვნილი (იყიდება აფთიაქებში) და 2-3 წვეთი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, 10 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.

აღმოსავლეთში დარწმუნებულნი არიან, რომ მათი მოსახლეობის დღეგრძელობის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ მწვანე ჩაიში იმალება. მწვანე ჩაი ამაღლებს იმუნიტეტს, აჯერებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით და გახდომასაც უწყობს ხელს. მწვანე ჩაის ფოთლები უხვად შეიცავს კატექინს – მეცნიერებისთვის ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ანტიოქსიდანტს. კოსმეტიკური თვალსაზრისით კი ჩაის ექსტრაქტი განსაკუთრებით იმით არის სასარგებლო და საინტერესო, რომ უხდება ყველა ტიპისა და ყველა ასაკის კანს; ის იცავს კანის უჯრედებს დაბერებისა და თავისუფალი რადიკალების დარღვევისგან, აუმჯობესებს კანის ფერს, ხსნის შეშუპებას, ასწორებს ნაოჭებს, ავიწროებს ფორებს და არის არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალება კანისთვის.

მწვანე ჩაის ტონიკი ტანისთვის: დააყენეთ 4 სადილის კოვზი ფოთლისგან მაგარი ჩაი და შეურიეთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ამ ნაყენით დაიზილეთ მთელი სხეული. რამდენიმე წუთში თქვენი კანი გახდება ვარდისფერი, ხავერდოვანი, ნაზი და დაჭიმული.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ მწვანე ჩაის ნაყენს დაასხით ერთი მეოთხედი ჩაის ჭიქა მდუღარე, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში, შეაზილეთ 2 სადილის კოვზი პურის ფქვილი და 1 ცალი უმი კვერცხის გული (უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა). წაისვით სახესა და ყელზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადაისვით მკვებავი.


скачать dle 11.3