ოთხდღიანი დიეტა
ეს დიეტა ოთხდღიანია და 2 ზედმეტ კილოგრამს „დაგაყრევინებთ“. ერთი სრული კურსი სამჯერ ოთხი დღეა, ოღონდ, მათ შორის 3-დღიანი შუალედი უნდა გააკეთოთ, შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და შეგიძლიათ, კურსი ისევ გაიმეოროთ.
პირველი დღე
9.00 – 2 სადილის კოვზი უმარილოდ და უცხიმოდ მოხარშული ბრინჯი (ხარშვისას წყალი ორჯერ გამოუცვალეთ), 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი და 1 ცალი საშუალო ზომის კიტრი.
11.00 – 1 ცალი გრეიპფრუტი, 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე (კანგაცლილი).
13.00 – 3 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, მოზრდილი უმი სტაფილოს ნახევარი (ბრინჯში ჩახეხილი), 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ცალი პომიდორი.
15.00 – 120 გრამი მოხარშული ინდაურის ხორცი (კანგაცლილი), 200 გრამი მოწალული ბროკოლი.
19.00 – 120 გრამი სოკო მწვანილით.
მეორე და მესამე დღე
9.00 – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი ორცხობილა, 10 გრამი კარაქი.
11.00 – 2 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 30 გრამი ქიშმიში.
13.00 – 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 1 კიტრი და 1 პომიდორი.
15.00 – 100 გრამი მოხარშული ინდაურის ხორცი, 2 ჩაის კოვზი ზეთი, 100 გრამი ყაბაყი (შემწვარი ან მწნილის სახით).
19.00 – 100 გრამი სოკო მწვანილით, 2 ცალი კიტრი.
მეოთხე დღე
9.00 – 3 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 50 გრამი შავი ყურძნის ქიშმიში.
11.00 – 3 სადილის კოვზი წიწიბურასგან მომზადებული ფაფა (ან – ფანტია სახით), 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი, 30 გრამი თეთრი ქიშმიში.
13.00 – 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 2 ცალი კიტრი, 1 ცალი სტაფილო (ორივე საშუალო ზომის).
15.00 – 2 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, 200 გრამი მოშუშული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი.
19.00 – 200 გრამი „კრევეტკები“.
გახდომას გისურვებთ!