„პეესპე“ „ქართული ბრენდის დღეზე“ ნომინაციაში „ლიდერი“ გამარჯვებულად დასახელდა
22 დეკემბერს‚ ტრადიციულად‚ „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა „ქართული ბრენდის დღე 2010-ის“ დაჯილდოების ცერემონიალი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის”, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ქართული ბრენდების დაჯილდოებაზე წელსაც, უკვე მეექვსედ, ნომინაციაში „ლიდერი” მომხმარებლებისა და ექსპერტების შეფასებით, გამარჯვება მოიპოვა კომპანია „პეესპემ”.
„ქართული ბრენდის დღე“ ნაციონალური ბრენდების დღესასწაულია, რომელიც უკვე მერვედ ტარდება. პროექტის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ბრენდებს‚ წარმატებულ კომპანიებს და წარმოაჩინოს ისინი მათი განვითარების ყველა ეტაპზე. აგრეთვე, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებასა და კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას.
„ქართული ბრენდის დღეზე” შეფასების კრიტერიუმი გახლდათ: ბრენდის შექმნის მარკეტინგული მიზანი და სტრატეგია‚ ბრენდის ფიარ და სარეკლამო სტრატეგია‚ პოზიციონირება‚ ცნობადობა‚ მეცენატობა‚ ქველმოქმედება‚ ნდობა და რეპუტაცია. გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები ხუთ ძირითად ნომინაციაში. ეს ნომინაციებია:
* ლიდერი;
* რეპუტაცია და ნდობა;
* წარმატებული ახალი ბრენდი;
* წარმატებული ტელე-პროექტი;
* ბრენდ-პერსონა.
„პეესპესთვის” მსგავს დაჯილდოებებსა და ნომინაციებში გამარჯვება უცხო არ არის. „პეესპე” ერთადერთი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელსაც მომხმარებლებიც და ექსპერტებიც ერთდროულად აღიარებენ ლიდერ ბრენდად.
გოჩა გოგილაშვილი („პეესპე ფარმას“ დირექტორი): „პეესპე“ ზედიზედ მეექვსედ დასახელდა გამარჯვებულად ნომინაციაში „ლიდერი” „ქართული ბრენდის დღეზე“. ეს წარმატება ადასტურებს‚ რომ „პეესპე“ მართლაც ლიდერია თავის საქმიანობაში‚ რაც გულისხმობს იმ ფაქტს‚ რომ მომხმარებლისთვის ჩვენ ვართ ¹1 ფარმაცევტული კომპანია, საიდანაც მათ მიეწოდებათ ყველაზე დაბალ ფასად, გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები. ჩვენთვის სწორედ მომხმარებლებზე მუდმივი ზრუნვა, მათთვის დაბალი ფასებისა და გარანტირებული ხარისხის შეთავაზება არის პრიორიტეტული. რაც შეეხება ამ დაჯილდოებას‚ ვფიქრობ‚ მნიშვნელოვანია ყველა ჯილდო, რაც გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას სამომავლოდ. ეს აღიარება ნიშნავს საზოგადოების ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ‚ რაც‚ დამეთანხმებით‚ სტიმულია მომავალი წარმატებებისთვის.
– ბატონო გოჩა‚ ელოდით თუ არა წელსაც ამ ჯილდოს და რა გეგმები აქვს „პეესპეს” 2011 წელს?
– ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ველოდით‚ რა თქმა უნდა‚ რადგან‚ როდესაც მუდმივად ზრუნავ შენს მომხმარებელზე, ეს შეუმჩნეველი არ რჩება. „ქართული ბრენდის დღეც” ნებისმიერ ნომინაციაში დასახელებული კომპანიების ეფექტურობის საზომია‚ რაც მათ მაღალ პროფესიონალიზმსა და პოპულარობაზე მიუთითებს. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს‚ რომ „პეესპე“ მართლაც ¹1-ია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და ლიდერია თავის სფეროში.
2011 წელს „პეესპე” გააგრძელებს სააფთიაქო ქსელის გაფართოებას ძირითადად რეგიონებში. უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს „პეესპეს” მრავალპროფილიანი, 150-საწოლიანი, ევროპული სტანდარტების საავადმყოფო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალკვალიფიციური კადრებით, აღჭურვილი – უახლესი აპარატურით და დაასაქმებს 1 000-ზე მეტ ადამიანს. წელს ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო „პეესპეს” სამედიცინო დაზღვევამ, რომელიც მომავალ წელს მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება სადაზღვევო ბაზრის კორპორატიულ სეგმენტზე. აგრეთვე, „პეესპეს” საწარმო „ჯიემპი” 2011 წელსაც გააფართოებს მედიკამენტების სპექტრს. ამჟამად საწარმო წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების ექსპორტს 7 ქვეყანაში და მომავალ წელს საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ქართული წამლის საერთაშორისო დონეზე აღიარებას.