კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* უნგრეთში კვირას „ვაზარნაპს“ – ბაზრის დღეს ეძახიან.

* თანამედროვე კულტურაში დაიწყო რომანიზაციის პროცესი – გამოჩნდა წიგნები, რომლებიც ფილმების სიუჟეტების მიხედვით არის დაწერილი – ეკრანიზაციის უკუპროცესი.

* მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კიევში უკრაინული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს – სტარიცკისა და ლისენკოს მათ მიერ მოწყობილ კონცერტზე, წესრიგის დამცველებმა არ მისცეს უფლება, უკრაინული სიმღერები ფრანგულად ემღერათ. მაშინ უკრაინული კულტურა იდევნებოდა, ენა კი აკრძალული იყო.

* ამსტერდამის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ვინმე მეეტლის, მინხერ ტრიპის სახლი. თურმე, მინხერმა ერთხელ პატრონს თავისი სურვილი გაუმხილა, რომ მისი სასახლის კარისხელა სახლი მაინც ჰქონოდა. პატრონმა ეს სურვილი შეუსრულა, საზომად კი ყველაზე პატარა კარი აიღო. მსოფლიოში ეს ყველაზე ვიწრო სახლია.

* ლათინურად ომი და ლამაზი ომონიმებია (BELLUM).

* 1887 წლის მაისში, იმის გამო, რომ საფრანგეთ-გერმანიას შორის ურთიერთობა პოლიტიკური მოტივების გამო დაიძაბა, საფრანგეთის ყველა თეატრის რეპერტუარიდან ამოიღეს ვაგნერის ოპერა „ლოენგრინი“.

* მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში გამოიცა ორი პოლიტიკური, მძაფრსიუჟეტიანი („ბოევიკი“) რომანი. მოგვიანებით, მისი ავტორი ბენჯამინ დიზრაელი ინგლისის პრემიერ-მინისტრი გახდა.

* პარიზში, ზომისა და წონის საერთაშორისო პალატაში მეტრის პლატინის ეტალონის გვერდით, ინახება შავმიწა ნიადაგის ერთი კუბური მეტრი – ეს არის ნიადაგის სტრუქტურისა და ნაყოფიერების ეტალონი.

* ფლორიდის ქალაქ სარასოტაში ტურისტებს ჰემინგუეისთან დაკავშირებულ ორ მემორიალურ ადგილს აჩვენებენ. ერთი არის რესტორანი, სადაც ნასვამმა მწერალმა დებოში მოაწყო და ჭაღი ჩამოაგდო და მეორე – საავადმყოფო, სადაც ის ჭაღის თავში დაცემის შემდეგ მოხვდა.

* 1932 წლის 2 მაისს ამერიკული მიუზიკლის ისტორიაში პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა ჯორჯ გერშვინის სპექტაკლი „შენზე ვმღერი“. თუმცა, დაჯილდოების ვერდიქტში კომპოზიტორის გვარი მოხსენიებული არ იყო, რადგან ეს პრემია მუსიკოსებს არ მიენიჭებათ.


скачать dle 11.3