კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შევაჯამოთ... სიყვარული

ძველი წლის მიწურულს კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით, როგორი იყო გრძნობა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში თქვენი თანამგზავრი იყო.

„მე ყველაფერი კარგად გავთვალე“

იყავით გულახდილი და აღიარეთ, რომ ბინა და კარგი მანქანა, ასევე, შემოსავლიანი სამსახური, თქვენს რჩეულს მიმზიდველობას მატებს. მამაკაცებმა შესანიშნავად იციან, რისი მიღება უნდა ქალს მისგან. ამიტომ, თუ თქვენი ურთიერთობა სარგებელზე ააგეთ, ნუღარ ითამაშებთ სიყვარულს. ახალი წლიდან მაინც იყავით გულახდილი და იყავით ის, რაც სინამდვილეში ხართ.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ასეთი სარფიანი „გარიგება“ „ოქროს გალიად“ გადაიქცევა ხოლმე. მოკლედ, დაფიქრდით და აირჩიეთ: სიყვარული თუ კეთილდღეობა.

„ეს გატაცებაა... ლტოლვაა...“

მის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდით. მთელი წელი მხოლოდ მასთან შეხვედრები გასულდგმულებდათ. ნაკლებად გაინტერესებდათ მისი ფიქრები, მოსაზრებები, ინტერესები... იქნებ, ეს ვნებაა და არა სიყვარული. ამ ურთიერთობას ცივი გონებით მიუდექით... მოძებნეთ, თუ გაქვთ საერთო ინტერესები. კარგად დაფიქრდით, გაქვთ თუ არა პროფესიული თანხვედრა, ანუ, რა გაერთიანებთ, გარდა ფიზიკური მიზიდულობისა. ერთად ცხოვრებისთვის ეს უბრალოდ აუცილებელია.

„ერთი სიტყვაც საკმარისია...“

სიყვარულს სჯობს მეგობრობა – მთელი წელი ამ განცდით ცხოვრობდით მაშინ გაგიმართლათ. კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. ზოგჯერ ამ ჰარმონიულ ურთიერთობაში ნელი მოქმედების ბომბია ჩადებული. მხოლოდ მეგობრობა არ იქნება მყარი ურთიერთობის გარანტია, მით უმეტეს, თუკი პარტნიორებიდან ერთს მაინც სიყვარულში მარცხი აქვს განცდილი. მეგობრობა წყვილების ურთიერთობაში აუცილებელია, მაგრამ მას სიყვარულიც აუცილებლად უნდა ახლდეს. მომავალი წლიდან ჩართეთ ურთიერთობაში გულიც, თუმცა, შესაძლებელია სხვა ვარიანტიც, როცა ერთს უყვარს, მეორე კი... საშუალებას აძლევს უყვარდეს ის. სხვათა შორის, ასეთი კავშირიც შეიძლება, იყოს მყარი და ბედნიერი.


скачать dle 11.3