კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წლისაა ფილუმენისტ დიმიტრი ხუსკივაძის კოლექცია და რამდენ ნიმუშს მოიცავს ის



ბიოგეოგრაფი, ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, 31 წლის დიმიტრი ხუსკივაძე უკვე 12 წელია, რაც ფილუმენიამ გაიტაცა. დღეისათვის მის კოლექციაში ათასამდე ასანთის კოლოფი ინახება. დიმიტრიმ დაგვათვალიერებინა თავისი კოლექცია და საინტერესო ისტორიებიც გვიამბო. დღეს დიმიტრი ხუსკივაძე ჩვენი რესპონდენტია.

დიმიტრი ხუსკივაძე: დაახლოებით 12 წლის წინ გადავწყვიტე ამ კოლექციის შეგროვება. ეს სურვილი მას შემდეგ დაიბადა, რაც ერთ-ერთ ჟურნალში შემთხვევით წავაწყდი სტატიას კოლექციების სხვადასხვა სახეობათა შესახებ. სწორედ აქ ამოვიკითხე პირველად, რომ არსებობდნენ ფილუმენისტები. ამის შემდეგ მეც აქტიურად შევუდექი შეგროვებას. სადაც კი მოვხვდებოდი, ყოველთვის ვცდილობდი, შემეძინა ახალ-ახალი ნიმუშები ჩემი კოლექციისთვის. აი, ამ კოლოფით გაიხსნა ეს კოლექცია, ეს პირველია.

– დღეისათვის რამდენი ნიმუშია ამ კოლექციაში თავმოყრილი?

– დღეისათვის ათასამდე ასანთის კოლოფი იქნება ამ კოლექციაში თავმოყრილი. მათ შორის ნახავთ სხვადასხვა ფორმის, ზომის, ასაკის, ქვეყნის წარმოების ასანთის კოლოფებს.

– ეს სამკუთხედი ფორმის ასანთის კოლოფი სადაურია?

– ეს გერმანული კოლოფია. ასეთ კოლოფებს მრავალი სასტუმრო ავრცელებს, რომელზეც მოცემულია მათი ლოგოები და საკონტაქტო მონაცემები. მაქვს აგრეთვე კლუბებისა თუ ტაქსით მომსახურების სააგენტოების ლოგოებით გაფორმებული ასანთის კოლოფებიც. საერთოდ, თანამედროვე ცხოვრებაში ასანთის კოლოფებს ხშირად იყენებენ რეკლამების განსათავსებლად და გასავრცელებლად. ბევრ კოლოფზე სამედიცინო პრეპარატების რეკლამასაც ნახავთ, ასევე ავიაკომპანიის, სარეცხი საშუალების, სიგარეტის და სხვა.

– ამ კოლექციის ყოველი ნიმუში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ არის შეძენილი თუ გჩუქნიან კიდეც?

– უმრავლესობა, რასაც ამ კოლექციაში ხედავთ, ჩემი შეძენილია, თუმცა, მცირე ნაწილი ნაჩუქარიცაა. ძირითადად ახლობლები და ოჯახის წევრები მჩუქნიან ხოლმე.

ამას წინათ ჩვენი ინსტიტუტიდან მიწვეულნი ვიყავით თურქეთში, კერძოდ, ართვინის სატყეო დეპარტამენტში. ძალიან მომეწონა ეს ქალაქი. მოგეხსენებათ, ეს ქალაქი ოდესღაც ისტორიული საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, ამიტომ ბევრი ადგილობრივი ფლობდა ართვინში ქართულ ენას, პირად საუბარში ყოველი მათგანი გვისახელებდა თავის ქართულ გვარსაც. პირველ დღეს მაღაზიაში რომ შევედით, ბჭობა გავმართეთ, როგორ აგვეხსნა თურქული ენის უცოდინრებს, რისი შეძენა გვსურდა. შუა საუბარში ჩადრიანი გამყიდველი გოგონა ჩაგვერთო და გვკითხა: ქართველები ხართ? მითხარით, რით შევძლებ თქვენს დახმარებასო? – ჩვენ სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დავრჩით.

სხვათა შორის, ძალიან გემრიელი ჩაი აქვთ. ართვინში მოგზაურობიდან ბევრი მოგონება დამრჩა, მათ შორის ართვინიდან წამოღებული ასანთის კოლოფები, რომლებიც დღეს ჩემს კოლექციაშია გაერთიანებული.

– რა ეღირება თქვენი კოლექცია?

– რაც უფრო ძველია ასანთი, მით უფრო დიდია მისი ღირებულება. ამ კოლექციაში ყველაზე ძველი ასანთი 30 წლისაა. მას თავისი მაშინდელი ფასიც აწერია ზედ 1 კაპიკი. საერთოდ, ფილუმენისტების კოლექცია ძვირი არ ღირს სხვა კოლექციებთან შედარებით.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– (იცინის) არა მგონია. უკვე 12 წელია, ამ კოლექციის შეგროვებით ვარ გატაცებული, ამიტომ მიჭირს გაჩუქება. შეიძლება, გამონაკლისი დავუშვა იმ შემთხვევაში, თუ ორი ერთნაირი კოლოფი მექნება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– მე მიყვარს ეს კოლექცია და, ამდენად, ის ჩემთვის ძვირფასია. მასში ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია გაბნეული ასანთის კოლოფებად (იცინის).



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3