კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რა შემთხვევაში უქვეითდება ძაღლს სმენა?

პასუხი: ძაღლს სმენა ასაკის მატებასთან ერთად უქვეითდება. მაგრამ, ეს შეიძლება, ახალგაზრდა ძაღლსაც მოუვიდეს, რაიმე ინფექციის ან გენეტიკური გადახრის გამო. ყრუები არიან ალბინოსი ძაღლები, ისევე როგორც – კატები. მაგრამ, თუ ცხვირი და თვალები შავი ფერის აქვს, მაშინ ის ყრუ არ არის.

კითხვა: რა ასაკიდან იწყება სარძევე კბილების მოცვლა?

პასუხი: სარძევე კბილების მოცვლა ლეკვებში სამი თვის ასაკიდან იწყება. პატარა ჯიშის ძაღლებში სარძევე კბილები შეიძლება, არ ამოვარდეს მუდმივი კბილების ამოსვლის დროსაც. ასეთი კბილები აუცილებლად უნდა ამოვუღოთ, რადგან კბილის ქვების წარმოქმნის და პარადონტიტის პროვოცირებას იწვევს. თუ დარჩენილი სარძევე კბილები ხელს არ უშლის მუდმივი კბილების სწორ განვითარებას, მათ აცილებენ რვა თვის ასაკში ზოგადი ნარკოზის ქვეშ. მუდმივი კბილების არასწორი ზრდისას კი, სარძევე კბილებს უფრო ადრეც აცილებენ.

კითხვა: ჩემი ძაღლი ვერ იტანს ძალიან ცხიმიან საჭმელს, ზამთარში კი ეს აუცილებელიაო, გამიგია. რა ვქნა, რით შევუვსო მას ცხიმების კალორია?

პასუხი: ეს არასწორი მიდგომაა, ვითომ ზამთარში ცხიმი აუცილებელიაო. წელიწადის ამ დროს, უბრალოდ, ცხოველს მეტი კალორია სჭირდება. ეს აზრი იქიდან მოდის, რომ სწორედ ცხიმის დაწვით გამოიყოფა უფრო მეტი კალორია. ზამთარში ცხოველს უნდა მისცეთ მაღალკალორიული ვიტამინიზებული და ადვილად შესათვისებელი საკვები.

კითხვა: ახლახან მაჩუქეს ინგლისური პოინტერის ლეკვი, რომელიც აღრიცხვაზე არ არის აყვანილი. მითხრეს, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ არ ვიცი, რისთვის. იქნებ მოკლედ მითხრათ ამის შესახებ?

პასუხი: როდესაც ჯიშიან ძაღლს შეიძენთ, სავალდებულოა, ის აღრიცხვაზე დააყენოთ კლუბში, კლუბი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენელი. კინოლოგიური ფედერაცია კი საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენელი გახლავთ. შესაბამისად, ამ გაწევრიანებით საბოლოო ჯამში, საერთაშორისო სტატუსამდე მიხვალთ. როდესაც ძაღლს დაწყვილების ასაკი დაუდგება, სავალდებულოა, ერთხელ მაინც ჰქონდეს გამოფენაზე მონაწილეობა მიღებული. ჯიშიან ძაღლებს თავიანთი შეფასება აქვთ. დამაკმაყოფილებელი შეფასება მაინც უნდა მიიღოს, რომ ის სელექციაში ვარგისად ჩაითვალოს. არასასურველი შეფასების შემთხვევაში, მისი დაწყვილება არ მოხდება, რათა ცუდი გენი არ გაგრძელდეს. ერთხელ მაინც თუ მიიღებს გამოფენაზე მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ ძაღლს აქვს აღწერილობა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტის მიერაა დაწერილი.


скачать dle 11.3