კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჭიროებს თუ არა ოთახის პირობებში მცხოვრები ძაღლი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციას

ხშირად გაგვიგია ცხოველთა ჯანმრთელობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული მცდარი მოსაზრებები, თუ თქვენი ცხოველი თქვენთვის ძვირფასია, მისი ჯანმრთელობა კომპეტენტურ პირებს მიანდეთ და მხოლოდ მათი რჩევისა თუ დანიშნულების გათვალისწინებით მოუარეთ მათ. ამ პრობლემის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგვითხრობს.

ზაქრო ბაჯიაშვილი: არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ, თუ ცხოველი იმყოფება ოთახის პირობებში, ის არ საჭიროებს ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციას. სინამდვილეში კი, დაინფიცირების რისკი მაინც საკმაოდ მაღალია, რადგან ინფექცია გადადის არა მარტო ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტით, არამედ საგნებითაც, რომლებიც ცხოველთან შეხებაშია. ასევე, დაავადება შეიძლება, გადავიდეს პატრონის ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით, რაც ქმნის ცხოველის დასნებოვნების პირობას.

– კიდევ რა არის გასათვალისწინებელი?

– მცდარია ის მოსაზრებაც, რომ ცხოველი ერთხელ მაინც უნდა შევაჯვაროთ, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არასწორია. თუ თქვენ არ ეწევით სანაშენო საქმიანობას და არ იღებთ პასუხისმგებლობას ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, უმჯობესია, ცხოველს ჩაუტაროთ კასტრაცია, რაც მოგცემთ საშუალებას, თავიდან აიცილოთ მთელი რიგი გართულებები.

ასევე, არასწორია აზრი, რომ ცხოველის რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რადგან ვიცით, რომ დაბალანსებული საკვები შეიძლება, იყოს ორი სახის: ერთი – რომელსაც სახლში თავად ვამზადებთ და მეორე – უკვე მზა, მშრალი საკვები. სახლის პირობებში სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების მომზადება ძალიან რთული და შრომატევადია, ამიტომ, უმჯობესია, გამოვიყენოთ „პრემიუმ-კლასის“ საკვები, რომელიც სრულფასოვანი და დაბალანსებულია. აღნიშნული სახის საკვებით ცხოველის კვება შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მასზე სუფრის ნარჩენების დამატება საერთოდ არაა საჭირო და მიზანშეწონილი.

– ყველამ იცის, რომ თვითდიაგნოსტირება და შემდეგ ცხოველის მკურნალობა დაუშვებელია, მაგრამ, მაინც ხშირად ხდება ასე?

– ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია, მაგალითად, ცხვირის სიმშრალის გამო სხეულის ზოგად ტემპერატურაზე საუბარი მცდარი და არასწორია. სხეულის ტემპერატურის გაზომვა ხდება სწორი ნაწლავიდან რექტალურად, ვერცხლისწყლიანი ან ელექტროთერმომეტრით. სიცხეში, ასევე, ემოციების დროს, ძაღლის ცხვირი შეიძლება, იყოს მშრალი და თბილი, მაგრამ სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებს არ გასცდეს. გაცილებით უსაფრთხო და მოსახერხებელია ცხოველის სხეულის ტემპერატურის გასაზომად გამოვიყენოთ ელექტროთერმომეტრი.

არასწორია ის მოსაზრებაც, რომ კასტრირებული ცხოველები სუქდებიან. სინამდვილეში, სიმსუქნის მთავარი მიზეზია არასწორი კვება, მოვლა და სიმსუქნისადმი გენეტიკური მიდრეკილება. რეალურად, კასტრაცია არ ახდენს გავლენას აღნიშნულ პროცესებზე.

შემიძლია, მცდარ აზრებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო: მცდარი შეხედულებაა ისიც, თითქოს ასაკოვან ცხოველებს ქირურგიულ ოპერაციას არ უკეთებენ. რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ. ამ დროს ოპერაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხის შეფასება ხდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და მხოლოდ მას მერე ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

არასწორია ის შეხედულება, ვითომ 3 თვის ასაკში გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს უშლის ცხოველს ზრდაში და ცუდადაც მოქმედებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცოფის ვაქცინაში არ შედის ცოცხალი ვირუსი, მას მხოლოდ შენარჩუნებული აქვს იმუნოგენები. ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ისეთი მწარმოებლისაგან, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ყოვლად უსაფრთხოა.

დაბოლოს, მცდარ მოსაზრებებს რომ აარიდოთ თავი, საჭიროა, კონსულტაციები მიიღოთ პროფესიონალი სპეციალისტებისგან, რომლებიც გულდასმით მოგისმენენ და სათანადო რჩევა-დარიგებას მოგცემენ.


скачать dle 11.3