კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მუღამში ჩააგდო ლონდონში ცხოვრებამ ვაჟა მანია და სად აპირებდა ის ახალ წელს ყველაფრის თავზე დამხობას

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ნიჭიერი ჯეოსტარელი, ვაჟა მანია ინგლისში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და დროებით თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. თუმცა, ის ისევ აპირებს უცხოეთში წასვლას. სწავლის გაგრძელებას და პროფესიონალიზმის ამაღლებას.

ვაჟა მანია: წლის ბოლოს განვლილ წელს ყოველთვის ვუკეთებ ანალიზს, როგორი იყო, როგორ ჩაიარა. ეს წელიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა: იყო „ჯეოსტარი“, შემდეგ – ლონდონში სწავლა, რამაც ყველაფერი შეცვალა. წარსულს ანალიზი გაუკეთა და თავის ადგილას დააყენა. ახლა უკვე შემიძლია, საქმეს, ცხოვრებას სხვანაირად შევხედო, რადგან მარტო ცხოვრებამ, სწავლამ ბევრი რაღაც შეცვალა და ბევრ რამეს სხვა თვალით დავუწყე ყურება. ის, რომ მარტო ვცხოვრობდი, კიდევ სხვა გამოცდილება იყო. მართალია, ბევრი დაბრკოლების გადალახვა არ მიწევდა, მაგრამ მაინც ყველაფერმა დიდი კვალი დატოვა ჩემზე. ჩემს პროფესიაშიც ბევრი რამ ვისწავლე – იქ ყოფნამ ბევრი რამ შემძინა. ბოლოს, სანამ წამოვიდოდი, საკმაოდ დატვირთული დღის გრაფიკი მქონდა, გამოცდები, ამ ყველაფერს თბილისის გეგმებიც დაემატა და გადაწყდა – ცოტა ადრე უნდა ჩამოვსულიყავი.

– ამის გამო ლონდონში რაღაცეებზე უარის თქმა მოგიწია?

– მომიწია უარის თქმა. სწავლას 10 დეკემბერს ვამთავრებდი და მინდოდა, ლონდონში სადმე მემღერა, ამის შანსები იყო, მაგრამ, რადგან თბილისის საახალწლო კონცერტი დაემთხვა, იქ ყველაფერი გავაჩერე და წამოვედი. ლონდონში ყველაფრის გაკეთება ღირს. რადაც უნდა დაგიჯდეს, რამდენი შრომაც უნდა დაგჭირდეს, მაინც უნდა სცადო, რადგან რომ გაგიმართლებს და დაგიფასდება, ის შედეგი ყველაფრად ღირს.

– არ ინანე, ეს ყველაფერი რომ დატოვე?

– არა, იმიტომ, რომ აქაც გეგმები მაქვს, თან, მინდა განვაგრძო უცხოეთში სწავლა. იქ სწავლის დროს მივხვდი, რომ შუა გზაში ვარ გაჩერებული და კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ლონდონში ყოფნამ მაგარ მუღამში ჩამაგდო – ახლა, უფრო მეტი მინდა. თბილისში გავივლი მოსამზადებელ პერიოდს და მერე ისევ წავალ.

– ლონდონში ვინმე ან რამე არ გენატრებოდა?

– ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები მენატრებოდნენ, მაგრამ მერე, როდესაც სწავლაში ჩავერთე, სულ სწავლაზე ვფიქრობდი, თუმცა, მონატრების მომენტი სულ მქონდა.

– როდესაც შენს ცხოვრებაში რაღაც ხდება, ფიქრობ ხოლმე, ნეტავ ეს პერიოდი უკან დაბრუნდეს, რაღაცას შევცვლიდიო?

– არაფერს არ შევცვლიდი, რადგან, თუ რამე არ მიმართლებს ცხოვრებაში, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი კარგისკენ მიდის. იმით, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის კმაყოფილი ვარ – ცუდითაც და კარგითაც.

– წუწუნიც იცი?

– თუ არ ვწუწუნებ, ვიცი, ვერ მოვისვენებ და ეს უფრო მამშვიდებს. საკუთარ თავს უფრო ვეწუწუნები, ყოველთვის მეტი და მეტი მინდა და ეს უფრო მაძლევს სტიმულს.

– როდესაც რაღაცას აკეთებ და შედეგი არ ამართლებს შენს მოლოდინს, როგორ რეაგირებ?

– მოლოდინი სულ მაქვს და მინდა ხოლმე, რომ ბოლო კარგი ჰქონდეს. მე სულ ვცდილობ, რასაც ვაკეთებ ის ბოლო წერტილამდე მივიყვანო. გზადაგზა არის წინააღმდეგობები. ბევრი შრომა მიწევს, მაგრამ რაღაც უნდა გაიღო, რომ მერე რამე მიიღო. თუ მოლოდინი არ ამართლებს, მერე იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ისე არა, რომ გავტყდე და ცხვირი ჩამოვუშვა. მეორე დღეს მაინც შრომისუნარიანი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ.

– გაქვს ხოლმე ახალი წლის მიმართ მოლოდინი?

– მიყვარს ახალი წელი, თითქოს რაღაც ახალი იწყება, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რამდენიმე ხნით ადრე ველოდები. ბავშვობაში უფრო მეტი მოლოდინი მქონდა – საჩუქრები, რაღაცეებს ვისროდი, ვაფეთქებდი... თუ არ ვისროდი, ესე იგი, ცუდი ახალი წელი იყო. ძალიან მიყვარდა „ხლაპუშკების“ აფეთქება. ადრე თუ სახლში ვხვდებოდი ახალ წელს, ოჯახის წევრებთან ერთად, ახლა, რაც ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო, ძირითადად, გარეთ მიწევს ყოფნა, კონცერტებზე. სიმართლე გითხრა, არ აქვს მნიშვნელობა, სად შევხვდები – სახლში თუ გარეთ. პირიქით, ექსტრემალური რაღაცეები მიყვარს და, თუ ახალ წელს ასეთ სიტუაციაში შევხვდები, ძალიან გამიხარდება. წელს მინდოდა, ლონდონში შევხვედროდი ახალ წელს, ვიცოდი, რომ მაგრად აღვნიშნავდი და თავზე დავიმხობდი ყველაფერს, მაგრამ, არ გამოვიდა.

– საჩუქრები სად გხვდებოდა, ნაძვის ხის ძირში თუ ბალიშის ქვეშ?

– ერთხელ, მახსოვს, ვიღაცამ დააკაკუნა კარზე. ვერ დავინახე, ვინ იყო, მაგრამ საჩუქარი მომიტანა. თოვლის ბაბუას მოჰქონდა ხოლმე საჩუქრები, მაგრამ არასდროს დამინახავს, სულ ვიცოდი, რომ არ არსებობდა.

– საჩუქრები ხშირად არის შენს ცხოვრებაში?

– ძალიან ხშირად არის საჩუქრები, ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მე არასდროს ვითხოვ. თავისი სურვილით მჩუქნიან რაღაცეებს და, ალბათ, ჩემდამი დამოკიდებულებას ამით გამოხატავენ, მეც საჩუქარზე არასდროს ვამბობ უარს. ჩემთვის მთავარია, ადამიანმა სითბო, ყურადღება გამოხატოს და ამას როგორ გააკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა.

– საჩუქრებით, ალბათ, ძირითადად გოგონები განებივრებენ?

– რა თქმა უნდა. მეც მიყვარს საჩუქრების გაკეთება, რადგან ყველას სიამოვნებს, მით უმეტეს – გოგონებს. თუმცა, მიზნით, რომ გოგონას ყურადღება მივიქციო, საჩუქარი არასდროს გამიკეთებია.

– ლონდონში რომ მიდიოდი, ამბობდი, ამ ქალაქივით რუხი ხასიათი მაქვსო. შეგეცვალა ხასიათი?

– რომ ვამბობდი, ლონდონისნაირი ხასიათი მაქვს-მეთქი, იქ რომ ჩავედი, არ მესიამოვნა – სულ მოღრუბლული იყო. დატვირთული რეჟიმი მქონდა და, ცოტა არ იყოს, დავითრგუნე, მგონი, არ მაქვს ასეთი ხასიათი, ან თბილისში ვარ რუხი, ხოლო ლონდონში – ოქროსფერი ხასიათი მაქვს. მზე რომ ამოდიოდა, „იესს“ ვიძახდი ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

– როდისმე გდომებია თოვლის ბაბუის ადგილას ყოფნა?

– როგორ არა, ძალიან მაგარი იქნებოდა, თოვლის ბაბუა რომ ვიყო: მივიდოდი სადმე, ბევრი ბავშვი შემომეხვეოდა და საჩუქრებს დავურიგებდი. მთაში, ბევრ თოვლში, პატარა ქოხი რომ დგას, შიგნით ბუხრით, სიამოვნებით ვიცხოვროებდი, თან „სნეგუროჩკაც“ თუ მეყოლებოდა, ხომ, საერთოდ მაგარი იქნებოდა.

– როგორი უნდა იყოს შენი „სნეგუროჩკა“?

– რაც ვიზრდები, ჩემი მოთხოვნებიც იზრდება და „სნეგუროჩკებიც“ იხვეწებიან. ქერა უნდა იყოს, „სნეგუროჩკას“ შავი თმით, რაღაც, ვერ აღვიქვამ. ხასიათი იმ ბუხრის შესაფერისი უნდა ჰქონდეს, თბილი, ცხელი. სახლში დაღლილი რომ მივალ, თბილად დამხვდება, მომესიყვარულება და ჩაის დავლევთ ერთად.

– არიან ამჟამად შენს ცხოვრებაში „სნეგუროჩკები“?

– კი, არიან და დარჩებიან მუდამ ჩემს გულში, ცხოვრებაში, ჩემს „მემორში“.

– ხშირად ასუფთავებ შენს „მემორს“?

– გააჩნია, როგორი „მემორებია“. თუ საჭიროა, თვითონ წაიშლება. გულის „მემორიც“ მაქვს და ტვინისაც. გულის უფრო მგრძნობიარეა. თუ ტვინის, გულის „მემორშიც“ არის, ესე იგი, სერიოზული და მუდმივ „სეივს“ უკეთებს, არ შლის.


скачать dle 11.3