კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უჭირავს ვახტანგ ბალავაძის სახლში განსაკუთრებული ადგილი „ბაბა-იაგას“



პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე, თავის მშვენიერ მეუღლესთან ერთად, ბუდაპეშტის ქუჩაზე, სამოთახიან მყუდრო ბინაში ცხოვრობს. უკვე ოთხი წელია, ანუკა ხომერიკი ამ ბინის დიასახლისია და ყველაფერი თავისი გემოვნებით აქვს მოწყობილი, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, მეუღლის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს.





ანუკა ხომერიკი: ძალიან მიყვარს ეს სახლი, გარდა იმისა, რომ კარგი მოგონებები მაკავშირებს, აქ ყველაფერი ჩვენი გემოვნებით არის გაკეთებული, ყველაფერი ისეა, როგორც მინდა, იყოს, ანუ, მაქსიმალურად კომფორტულად იმისთვის, რომ თავი მყუდროდ ვიგრძნოთ. ყველა სახლს თავისი სითბო აქვს. სიამოვნებით შევცვლიდი რაღაცეებს, რადგან უკვე დიდი ხანია, აღარაფერი შემიცვლია, მაგრამ მეზარება. რემონტი მაინც რთული პროცესია, რომლისთვისაც უნდა მოემზადო.

ანუკას და ვახტანგის სახლი თბილ და ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. მათი საძინებლის კედლები სალათისფრადაა შეღებილი, რაც ხალისიან განწყობაზე გაყენებს. ხის გარდერობის მოპირდაპირე მხარეს, მაღალ ტუმბოზე, ანუკას სისუსტე – სუნამოები იწონებენ თავს. რას არ ნახავთ იქ, „ბარბერიდან“ დაწყებული, „ნარცისო როდრიგესით“ დამთავრებული. სხვადასხვა ტიპის სუნამო ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ემოციებსა და განწყობას იწვევს. როგორც ანუკამ გვითხრა, ხშირად იღებს სუნამოს საჩუქრად. მაგრამ სუნამო არ არის ერთადერთი საჩუქარი, რომელიც მეუღლისგან მიუღია. სახლის ერთ კედელს უსაყვარლესი „ბაბა-იაგა“ ამშვენებს, რომელიც ვახტანგმა ერთ-ერთი საქმიანი ვიზიტის შემდეგ ჩამოუტანა ანუკას საჩუქრად.

ანუკა: რატომ მოუნდა მაინცდამაინც „ბაბა-იაგას“ ჩუქება, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომწონს და ინტერიერსაც ძალიან უხდება.

საძინებელს მისაღები ოთახი მოსდევს, სადაც ულამაზესი, ყვავილებიანი სამეული დგას. თბილი ნაცრისფერი სამეული, მუქი წითელი, მოშინდისფრო ყვავილებით არის გაფორმებული და საოცრად ალამაზებს ინტერიერს. აღსანიშნავია, რომ მისაღები ოთახი წითელსა და ნაცრისფერშია გადაწყვეტილი. დიდი დატვირთვაა მოდის აქსესუარებზე: წითელი ყვავილების ფორმის სანათები მისაღებში საღამოს ძალიან რომანტიკულ გარემოს ქმნის. წითელია პატარა ჭაღიც, რომელიც ძალიან უხდება პატარა მისაღებს. ალბათ, ამის გამოც არის, რომ ვახოსა და ანუკას სახლი ძალიან სტუმრიანია, მეგობრები ხშირად იკრიბებიან, საუბრობენ, ყავას მიირთმევენ და ისვენებენ.

ვახტანგის კაბინეტი ძალიან უცნაურად გამოიყურება: საწერი მაგიდა სავსეა ინგლისური ენის შემსწავლელი წიგნებით, „ჯიმატისა“ და „ბიზნესინგლისურისთვის“ საჭირო სახელმძღვანელოებით. საწერ მაგიდასთან, დაფაზე გაკრულია დიეტისა და მეცადინეობის გრაფიკები.

ანუკა: სამზარეულოში დიდად ფუსფუსი და ერთი დღისთვის რამდენიმე კერძის გაკეთება დიდად არ მეხერხება, თუმცა, საკმაოდ მონდომებული ვარ და მსიამოვნებს, როდესაც გემრიელ რამეს ვაკეთებ. რამდენიმე დღეა, ვახო შიმშილობს – გახდომა უნდა. მხოლოდ წყალს სვამს. ასეთი დიეტა რომ დავიცვა, ალბათ, მოვკვდები, მაგრამ ვახო უძლებს და მეც ვეხმარები – არ ვჭამ გემრიელ რაღაცეებს, მსუბუქად გადავდივარ.

– სახლის დიზაინის შეცვლას გეგმავთ?

– ჯერჯერობით არა. მართალია, რაღაცეების შეცვლის სურვილი სისტემატურად მაქვს, მაგრამ, რომ გითხრათ, უახლოეს მომავალში რამის შეცვლას ვგეგმავთ-მეთქი, მოგატყუებთ. რაც შეეხება ფერებს, აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ის, რაც გვაქვს, არ მიყვარს, როდესაც სახლში ყველა ოთახი ერთნაირ სტილშია გადაწყვეტილი, ერთნაირი ფერებია. მგონია, რომ მოსაწყენია. მირჩევნია, სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა გარემო იყოს, რომელიც განსხვავებულ განწყობაზე დაგაყენებს.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3