კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად “ნადირობდა„ ქალებზე გია ნიკოლაძე და რატომ “დაასტვენინა„ მას პირველმა დალევამ

დამეთანხმებით, გია ნიკოლაძე ის ადამიანია, ვინც გვარიანადაც „უბერავს“, არც სხვისი „შებერილი“ უკვირს და მიიჩნევს რომ, „ზოგი ასე უბერავს, ზოგიც ისე“. მთავარია, ამ შენი „შებერვით“ სხვა არ დააზიანო და პირიქით, მას სიამოვნება მიანიჭო. „ნიკოლშოუს“ ბიჭები კი სიმღერით ამჯობინებენ „შებერვას“, კარგადაც „უბერავენ“ და ამით სახალისო განწყობასაც გვიქმნიან.

გია ნიკოლაძე ძალიან მხიარული, თბილი და სასიამოვნოდ მოსაუბრე ადამიანია. თავს გადახდენილ ამბებსაც ემოციითა და სიცილით იხსენებს.

გია ნიკოლაძე: კურიოზულ სიტუაციებში ძირითადად მაშინ ვხვდები, როცა სასმელი კარგად „ჩაფენილი“ მაქვს. ამიტომ, დეტალებში არ მახსოვს ხოლმე ის ამბები და მერე მეგობრები მიყვებიან. ასე რომ, სულ სიმთვრალეში მემართება კურიოზები და, თუ თავის დაძვრენას ვერ ვახერხებ, ამ მდგომარეობას ვაბრალებ ხოლმე (იცინის).

– შენი პირველი სიმთვრალეც სხვებმა გიამბეს თუ თავად გახსოვს, რაც ხდებოდა იმ მომენტში შენს თავს?

– ჩემი პირველი დალევაც და ის მდგომარეობაც, რაც ამას მოჰყვა, თავადაც კარგად მახსოვს. ასე რომ, სხვების მოყოლა არ გახდა საჭირო (იცინის). ალბათ, მეხუთე კლასში ვიქნებოდი და თანაკლასელის დაბადების დღეზე, იმდენი ღვინო დავლიე... არადა, იმ კლასელის მამამ, ვისი დაბადების დღეც იყო, გაგვაფრთხილა, ეს ღვინო „ტვიშია“, ტვინში ურტყამს და ბევრი არ ჩაყლუნწოთო. მაგრამ, დავუჯერეთ?! იცით, რა დამემართა? აი, რომ ამბობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში ცხოვრებამ კადრებად ჩამიარა თვალწინო. ასე, კადრებად წავიდა ჩემი ცხოვრება პირველი დალევის დროს და ის კინოფილმი დამავიწყდება ოდესმე (იცინის)? გამორიცხულია. გამოვედი გარეთ, ასფალტი „აფრინდა“. ვიფიქრე, სანამ მეც გამიფრენია, თავს უნდა შემოვუძახო-მეთქი, დავღუნე თავი და ასე თავდახრილი ავიარე ზემელი. მერე მომიარა თავში, შევედი მაღაზიაში და სასტვენი ვიყიდე.

– სასტვენი რად გინდოდა?

– რა ვიცი, რად მინდოდა. მთვრალ ბავშვს ჭკუა მომეკითხებოდა? ჩავიდე პირში და სულ სტვენა-სტვენით მივედი სახლში, ღვინით გატიალებული. მერეც ვსვამდი, მაგრამ კი არ ვუსტვენდი, არამედ ვურტყამდი (იცინის).

– რატომ, დალევის შემდეგ აპათოლოგებ?

– კი არ ვაპათოლოგებ, სუფრასთან ისეთ ჩხუბებს ვარ შესწრებული, რომ არ ჩავრეულიყავი, დანაშაულად ჩამეთვლებოდა. ხშირად მომხვედრია და ხშირადაც მომირტყამს. ერთხელ, მთვრალმა, ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. სახლში რომ მივედი, ისეთი ნაცემი ვიყავი, მტრისას. არ მახსოვდა სად მომხვდა, ვის დავეტაკე, თავი ვინ გამიტეხა, რა მოხდა. მერე მითხრეს ძმაკაცებმა, თურმე პატრულს ვექაჩებოდი. ნაღდად არ მახსოვს და მომკალით. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც ხელის მოხვედრის არ ეშინია. თუ კაცი ხარ, ხელიც უნდა მოგხვდეს, თავიც უნდა გაგიტყდეს, ხელ-ფეხიც მოგტყდეს და კისერიც, აბა, როგორ გინდა? ოღონდ, ახლა არ დამათვლევინოთ, რამდენჯერ გამიტყდა თავი და მოვიტეხე კისერი (იცინის). ისე, ახლა რომ ვფიქრობ, დიდი ცელქი ბავშვი ვიყავი. ერთხელ, ბიჭებმა, ტანსაცმელი გამოვტენეთ ძონძებით, მივაღებინეთ კაცის ფორმა და ეს ფიტული დავკიდეთ ხეზე, უბანში. შორიახლოს დავსხედით და მოვლენებს დაველოდეთ. არადა, შორიდან რომ შეგეხედათ, ნამდვილად იფიქრებდით, ვიღაც კაცმა ხეზე თავი თვითმკვლელობით დაასრულაო (იცინის). უნდა გენახათ, რა ხდებოდა იმ დღეს უბანში. სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. მთელ სამეზობლოს წნევა ჰქონდა აწეული. აბა, რა მოუვიდოდათ საწყლებს, ჩამომხრჩვალ კაცს რომ დაინახავდნენ ხეზე. სამეზობლო კი გადავრიეთ და შევაშინეთ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიხალისეთ.

– როგორც გავარკვიე, დალევა ადრეული ასაკიდან დაგიწყია. ქალებისკენაც იმ ასაკში გაგირბოდა თვალი? ალბათ, მათ გამოც არ იხევდი უკან და არც თავის გატეხვამდე ჩხუბს ერიდებოდი, არა?

– საბედნიეროდ, მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვისაც ბევრი გასახსენებელი, სასიამოვნო მოსაყოლი ამბავი, და ქალებზე „სანადიროდ“ ნაფრენი აქვს რუსეთში. იქ ჩასულები კი უკან არაფერზე ვიხევდით. გმირობა არ არის ეს (იცინის)? რაც მე ქალის გამო სისულელეები ჩამიდენია, რამდენჯერ დამაბრმავეს და მატარეს თავის ჭკუაზე, ვინ დათვლის. ქალი ისეთი არსებაა, კაცს რომ კონტროლს გაკარგვინებს, ხანდახან თავის ჭკუაზეც გატარებს და „სპასობნიც“ ხარ, მის გამო სისულელეები ჩაიდინო. ადრე, რუსი ქალებიდან „მოსული“ იყო „უტკა“.

– ეს რას ნიშნავს?

– რას ნიშნავს და გადმოაგდებდნენ ანკესს და მასზე გაგებდნენ. ნებისმიერი კაცი შეებმებოდა, თუნდაც ძალიან ჭკვიანი და მაგარი „ბაბნიკი“. ერთხელ, მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით რუსეთში. სასტუმროს ნომერში ვართ და დარეკა ტელეფონმა. უცნობმა ქალმა თავისთან დაგვპატიჟა სტუმრად სახლში. კი ვიფიქრეთ, რა „პონტში“ გვეპატიჟებაო, მაგრამ გვეგონა, ეს მოსული „პონტი“ იყო რუსეთში. მოკლედ, გამოვიპრანჭეთ ეს ქართველი ჯენტლმენები, მაღაზიაში შევიარეთ, დავიტვირთეთ და იმ მისამართს მივაკითხეთ, რომელიც უცნობმა ქალმა სასიამოვნო ხმით გვითხრა. გავიჭიმეთ და დავრეკეთ კარზე ზარი. კარი მაგარმა რუსმა გოგონამ გაგვიღო. გვესიამოვნა, ულვაშებში ჩაგვეღიმა (იცინის). შევედით და რას ვხედავთ? ზის მაგიდასთან სამი ქალი და ათი მამაკაცი. დავიბენით. არადა, შამპანურებითა და არყებით დატვირთულები, უკან ხომ არ გამოვიქცეოდით? მოვუჯექით ჩვენც მაგიდას და მაგრად გამოვთვერით. ესეც თქვენი „უტკა“. დავაპურეთ რუსის „ნაშობა“, კარგად გამოვათვრეთ „მატროსები“ და წამოვედით უკან კუდამოძუებულები (იცინის).

– ქალის გამო, მართლა იხრჩობდი თავს შავ ზღვაში?

– (იცინის). ვიხრჩობდი რა... კინაღამ დავიხრჩვი. კვარიათში ვიყავი. უცებ, ატყდა წივილ-კივილი, არიქა, ქალი იხრჩობაო. ცოტა ნასვამი ვიყავი და რომ გავიგე იხრჩობა და თანაც ქალიო, მე ვინმე შემასწრებდა ზღვაში?! გავვარდი და ტანსაცმლიანად თავით გადავეშვი შავ ზღვაში. გავცურე, ვეცი იმ გოგოს და ქაჩვა-ქაჩვით მოვათრევ. ისე იყო დაპანიკებული, იქით მექაჩებოდა. არადა, ნასვამი ვიყავი და იმის ქაჩვა მინდოდა ახლა მე (იცინის)? ამ ჭიდილ-ჭიდილში, ისე დავიღალე, არაქათი გამომეცალა. ძმაკაცი რისი ძმაკაცია, უსიტყვოდ მიმიხვდა, რომ საფრთხეში ჩავვარდი იმ გოგონას გამო. გადმოხტა ჩემს დასახმარებლად და დამებღაუჭა. ჩვენ ერთ დღეში ვართ, ვიქნევთ ხელ-ფეხს და... გავიხედეთ, ვის გამოც ამ დღეში ჩავვარდით, ის ნაპირზე არ გავარდა გემრიელი ცურვით და უშველა თავს? უკანაც კი არ მოუხედავს. მე და ჩემი ძმაკაცი როგორ გამოვბობღდით ნაპირზე, ვერ გეტყვით. ძლივს გამოვიტანეთ სული. ნახევარი საათი გათიშულები ვეყარეთ ქვიშაზე და ხვნეშა გაგვიდიოდა. გონზე რომ მოვედით, გავიხედეთ და ის გოგო შორიდან არ გვიყურებს მშვიდად. ვიფიქრე, ახლა ამის გამო, თავის გაწირვა ღირდა? მე კინაღამ ჩემი ახალგაზრდობა მის გამო გავწირე, მთელი ენერგიის მარაგი გამოვიწურე და ეს კიდევ რა მშვიდად წამოპლაკულა-მეთქი (იცინის).

– გია „პახმელიაზე“ მართლა „პოსლეზე“ გამოდიხარ ხოლმე?

– თუ ფული არ გაქვს კაცს და საძმაკაცო „პახმელიაზე“ ნისიაზე გამოვა, ამაში ცუდი რა არის? მთავარია, მეხაშემ „პოსლეზე“ არ გითხრას უარი, თორემ, რა პრობლემაა (იცინის). ერთხელ, „პახმელიაზე“ გავიღვიძე. მეგობარმა დამირეკა, თუმნიანი მაქვს, ცოტა შენც „დაითრიე“ და წამო სახინკლეშიო. ხუთი მანეთი კი მქონდა, მაგრამ რას გვეყოფოდა, არადა სახინკლე რომ გავიგე, კუჭი წინ გარბოდა, მე უკან მივდევდი (იცინის). მოვახტი მანქანას და „გავგაზე“. სიჩქარეში მოძრაობის წესები დავარღვიე და პოლიციამ გამაჩერა. „გაიშნიკები“ კარგი ნასვამ-ნაჭამები კი ჩანდნენ, მაგრამ მაინც გამოვიჩინე ჯენტლმენობა და ვუთხარი: ძმებო, არ მოგატყუებთ, მაგარი ნამთვრალევი ვარ, არც „პრავა“ მაქვს, ძმაკაცმა დამირეკა და ამა და ამ სახინკლეში მივდივარ, „პახმელია“ უნდა მოვიხსნა, იმას ათი მანეთი აქვს, მე ხუთი, მაგრამ პრობლემა არ არის, თუ არ იუკადრისებთ, თქვენც გეპატიჟებით-მეთქი. გადაირივნენ, მაგ ფულით, ნეტა, თქვენ მოგივიდეთ იმდენი ხინკალი და ხაში, რომ აზრზე მოხვიდეთ და ჩვენს თავს არ დავეძებთო (იცინის).

– მერე, გეყოთ ის ფული გონზე მოსასვლელად?

– ფული კი არა, მაგარი რამე მოხდა იქ. მოკლედ, დავსხედით და ცოტა ხანში კარი იღება და ორი „გაიშნიკი“ შემოდის. ხომ ვუთხარი აქა და აქ მივდივარ-მეთქი. ჰოდა, მომაკითხეს. ჩვენსკენ რომ წამოვიდნენ, კინაღამ მაგიდის ქვეშ შეძვრა ჩემი ძმაკაცი. იფიქრა, ხომ არ მიჭერენო (იცინის). ერთი სიტყვით, იმ ჩაქეიფებას ჩემი პასპორტი შეეწირა, ოღონდ დროებით.

– ეგ რაღას ნიშნავს?

– ფული თუ არ გაქვს კაცს, პასპორტს დატოვებ „ზალოგში“ და მერე დაიხსნი, რა პრობლემაა... ანუ, დროებით „დააპატიმრებ“ და მერე ისევ დაიხსნი. ასეთებიც „მოსულა“, მაშ (იცინის)!


скачать dle 11.3