კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა თბილისი საშინელ ტერაქტს

1981 წელს პოდპოლკოვნიკი სტეპან კოვალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და დაწერა წიგნი „სამმაგი თამაში“, რომელშიც ის საბჭოთა უშიშროებას ამხელს. კოვალი „კაგებეს“ კონტრდაზვერვაში მუშაობდა და მისმა გაქცევამ დიდი ზიანი მიაყენა საბჭოთა უშიშროებას, რომელმაც მასზე ნადირობა გამოაცხადა. თუმცა, კოვალი დღემდე ცოცხალია, შეცვლილი ვინაობით ცხოვრობს და გთავაზობთ ფრაგმენტს მისი გახმაურებული წიგნიდან.

შეუმდგარი თავდასხმა

1970 წლის აპრილის მიწურულს საბჭოთა კავშირს კუბის მმართველი – ფიდელ კასტრო ესტუმრა მორიგი ვიზიტით. კასტრო ამერიკელების ნომერ პირველი მტერი და აქედან გამომდინარე, საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი მეგობარი და მოკავშირე იყო. კომანდანტე ფიდელი ყელში ჰყავდა გაჩხერილი „ცეერუსაც“, რადგან არაერთი ცდის მიუხედავად, მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლეს. ამერიკას კასტროს სახით ცხვირწინ უდიდესი საფრთხე ჰყავდა. საბჭოთა კავშირში ყოველი ვიზიტისას კასტრო ძალიან თავისუფლად, ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა. აქ მასზე არავინ აპირებდა თავდასხმას და შეიძლება ითქვას, საბჭოეთში ის უფრო დაცული იყო, ვიდრე თავის სამშობლო – კუბაში. კასტროს ვიზიტი ზუსტად 24 საათის დაწყებული იყო, როდესაც ზორინმა დამიბარა, მაგიდაზე დადებულ ფურცელზე მიმითითა, წაკითხვა მიბრძანა და რომ წავიკითხე, მითხრა:

– რას იტყვი, სტეპან, რა ვქნათ?

– დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, ამხანაგო პოლკოვნიკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუსწორებელი რამ შეიძლება, მოხდეს, – მივუგე ზორინს.

– ჰოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედე. თვითმფრინავი უკვე მზადაა და შენებთან ერთად, თბილისში ახლავე გადაფრინდი. ქართველი კოლეგები უკვე გაფრთხილებულები არიან და დაგხვდებიან, – მითხრა ზორინმა.

ჩემ მიერ წაკითხულ ფურცელზე „ცეერუდან“ მოსული ზესაიდუმლო ინფორმაცია ეწერა. ჩვენი აგენტი გვატყობინებდა, რომ კუბის ლიდერი, კომანდანტე ფიდელ კასტრო საბჭოთა კავშირში – ვიზიტის დროს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში უნდა მოეკლათ. აგენტი მხოლოდ ამ ინფორმაციას ფლობდა და არც შემსრულებლისა თუ შემსრულებლების ვინაობა იცოდა, არც თავდასხმის სახეობა და არც ადგილი და დრო. ეს ყველაფერი ჩვენ, კონტრმზვერავებს უნდა გამოგვეცნო და კუბელი ლიდერისთვის მორიგი თავდასხმა თავიდან აგვეცილებინა.

„ცეერუდან“ მოწოდებული ცნობა, ერთი შეხედვით, რეალური არ ჩანდა, რადგან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამერიკელები ასეთ უკიდურეს ზომებზე წასულიყვნენ და კასტრო საბჭოთა კავშირში მოეკლათ. ამერიკელებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ მსგავს აქციას საპასუხო და ბევრად სასტიკი შურისძიება მოჰყვებოდა საბჭოეთის მხრიდან. ამიტომ, ზოგიერთ ჩემს კოლეგას ეეჭვებოდა „ცეერუდან“ მოსული ინფორმაციის სისწორე. მიუხედავად ამისა, ჩვენ 30 აპრილს თბილისში ჩავფრინდით და კასტროზე თავდამსხმელის ძებნას შევუდექით, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ანუ, ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა დავიწყეთ და ადვილი შესაძლებელი იყო, იმ ოთახში საერთოდაც არ ყოფილიყო შავი კატა...

პირველი თათბირი გენერალ ინაურის კაბინეტში, ღამის პირველ საათზე გაიმართა, რომელზეც მე „ცეერუს“ ინფორმაცია გავაცანი ქართველ კოლეგებს და ვთქვი:

– კასტრო ხვალ ჩამოდის თბილისში ბრეჟნევთან ერთად და აქ კიდევ ორი დღე დარჩება. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ თავდასხმის მცდელობაც აღვკვეთოთ. მოდი, ერთად ვიფიქროთ, რა ვქნათ.

ინაურის კაბინეტში შეკრებილებმა სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვეს კასტროზე მომავალი თავდასხმის თაობაზე. მათ შორის, მაიორმა ვანო ჩიტაძემაც, რომელმაც ასე ჩამოაყალიბა თავისი აზრი:

– ვფიქრობ, ამერიკელები ვერ გაბედავენ თავიანთი კვალიფიციური აგენტის თბილისში გამოგზავნას და ფიდელ კასტროს ლიკვიდაციას. ის აგენტი რომ გაიშიფროს, ამით საკუთარ თავს დიდი საშიშროების წინაშე დააყენებენ. ამერიკელები კი ჭკვიანები არიან და აქ სხვა რამეშია საქმე.

– მაინც, რას ფიქრობთ, მაიორო? – ჰკითხა ჩიტაძეს კოპებშეკრულმა ინაურმა.

– ვფიქრობ, კასტროს მკვლელობის შემსრულებელი ადგილობრივი მოქალაქე უნდა იყოს, რომელსაც არამყარი ფსიქიკა და ანტისოციალისტური მსოფლმხედველობა აქვს. ჩემი აზრით, კასტროზე თავდასხმისთვის სწორედ ასეთი ადამიანი ეყოლებათ ამერიკელებს შერჩეული. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტერაქტი აფეთქების საშუალებით უნდა განხორციელდეს, რადგან კუბელი ლიდერის გასროლით მოკვლის შანსი, მინიმალურია და ეს „ცეერუში“ მშვენივრად იციან, – თქვა ჩიტაძემ.

– თქვენი აზრით, ტერორისტი გიჟებში უნდა ვეძებოთ? – იკითხა ინაურმა.

– ფსიქიკაშერყეულ, არაკეთილსაიმედო პიროვნებებში, – დააკონკრეტა ჩიტაძემ.

და მართლაც, იმავე ღამეს საქართველოს „კაგებეს“ ცენტრალური აპარატი ფეხზე დადგა და ფსიქიკაშერყეულ, არასაიმედო პირების კარტოთეკის ქექვას შეუდგნენ. 80-კაციანი სია შეადგინეს, შემდეგ ოპერჯგუფები დადგენილ მისამართებზე გაგზავნეს იმ პირების დასაკავებლად და მათი ბინების გასაჩხრეკად, რამაც შედეგი გამოიღო. 1970 წლის 1 მაისს, დილის 10 საათზე, ვერაზე 40 წლის ვარლამ ბორბაძე დააპატიმრეს. მისი ბინიდან კი ასამოქმედებლად გამზადებული ასაფეთქებელი ჟილეტი და მისი დაწერილი წერილი ამოიღეს. წერილში ბორბაძე წერდა, რომ ფიდელ კასტროს აფეთქებით ანტიკომუნისტურ, ჰუმანურ საქმეს სწირავდა თავს. ეკლესიას კი სთხოვდა, რომ ის წმიდანად შეერაცხათ. ბორბაძეს კასტრო რუსთაველის გამზირზე, მინისტრთა საბჭოს, იგივე მთავრობის სასახლის (პარლამენტის შენობის) წინ უნდა აეფეთქებინა. შეუმდგარი ტერორისტი მოსკოვში გადავაფრინეთ. თუმცა, მან ვერ გვითხრა, ვინ გადაიბირა ის და ამერიკელების მხილება არ მოხერხდა. მაგრამ, მთავარი მისია შესრულებული იყო და კონტრდაზვერვამ თბილისში საშინელი ტერორისტული აქტის აღკვეთა მოახერხა.


скачать dle 11.3