„BODYLINE“ – აქცია „ახალი ფასი“ ლაზერულ ეპილაციაზე
ყველა ქალი თავისებურად მომხიბვლელია, თუმცა თითოეულ მათგანს უნდა რომ, მეტი მომხიბვლელობით და ახალგაზრდული შარმით გამოირჩეოდეს. მთავარი პრობლემა, რასაც ყველა დროში განიცდიდნენ, ეს იყო ჭარბთმიანობა და სახის მოვლა. დღეს კი არსებობს საშუალება, რომ იყო მეტად ეფექტური და მიმზიდველი. ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „BODYLINE“-ის მაღალკვალიფიციური პერსონალი, სწორედ იმისთვის მუშაობს, რომ ადამიანებს ოცნება რეალობად უქციოს. ბოლო პერიოდში ეპილაცია საკმაოდ პოპულარული გახდა მამაკაცებში, რაც ნამდვილად კარგი ტენდენციაა. კლინიკაში გრძელდება აქცია „ახალი ფასი“ ლაზერულ ეპილაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ „BODYLINE“-ში ჭარბთმიანობისგან განკურნება ძალზე იაფი ჯდება: თითო იმპულსის ღირებულება 5-დან 50-თეთრამდეა (იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელი ნაწილიდან გსურთ არასასურველი თმის მოცილება). აქცია – „ახალი ფასის“ პარალელურად კლინიკაში ტარდება „სტუდენტური აქცია“, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის დამატებით 10 %-იან ფასდაკლებას ლაზერულ ეპილაციაში.
კლინიკა „BODYLINE“-ის უპირატესობა ის არის, რომ იქ არსებული აპარატის პრეზენტაცია წელს, მაისში, მოეწყო ფლორენციაში და ამერიკის ესთეტიკური მედიცინის ასოციაციის კვლევებში ათეულში პირველი ადგილი დაიკავა. აპარატის უპირატესობებზე დაიწერა ისეთ ცნობილ და პოპულარულ ჟურნალებში, როგორებიცაა: Vogue, Marie Claire, L official, Harpers Bazaar. აპარატი ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა და მისი მეშვეობით ეპილაცია ტარდება ფრეონის გამოყენების გარეშე. „BODYLINE“-ის თანამედროვე ლაზერული აპარატურა მოიცავს ორი სახის ლაზერს: ალექსანდრიტის ლაზერსა და იაგ-ლაზერს. ის ეფექტურად ებრძვის ჭარბთმიანობას და ამასთანავე აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ექიმები მუშაობენ ნებისმიერი ტიპის კანზე. ლაზერის სხივი ღრმად აღწევს კანში, შთაინთქმება თმის ღერში არსებული მელანინით და ანადგურებს თმის ფოლიკულს. პროცედურა უმტკივნეულოა და ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. ლაზერის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია კეთილთვისებიანი წარმონაქმნის, პაპილომების, მეჭეჭების, მოშორება.
კლინიკაში, ასევე წარმოებს, მიმიკური ნაოჭების გასწორება ბოტოქსის მეშვეობით. ბოტოქსი არის პრეპარატი, რომელიც კოსმეტოლოგიაში გამოიყენება სახიდან მიმიკური ნაოჭების მოსაშორებლად. ბოტოქსი მიზანმიმართულად ადუნებს მიმიკაში მონაწილე კუნთებს და აქრობს ნაოჭების წარმოქმნის მიზეზს.
სწორედ გამოყენების სიმარტივემ, უსაფრთხოების მაღალმა დონემ და არაჩვეულებრივმა შედეგმა აქცია ბოტოქსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად. პრეპარატი ზემოქმედებას პროცედურის ჩატარებიდან 2 დღეში იწყებს და 6-8 თვის განმავლობაში ინარჩუნებს მას.
არაქირურგიული მეთოდით, შესაძლებელია სახის ფორმის კორექცია; სახიდან ღრმა ნაოჭების მოშორება, ტუჩის მოცულობის გაზრდა. ფილერების (შემავსებლების) საშუალებით ხდება ტუჩისა და სახის სხვა ნაწილების მოცულობის გაზრდა, კორექცია, ღრმა და ზერელე ნაოჭების შევსება. არსებობს სინთეტიკური, ცხოველური წარმოშობის და გენური ინჟინერიით მიღებული ფილერები; ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მხოლოდ გენური ინჟინერიით მიღებული ფილერები (ფრანგული და იტალიური წარმოების). გაუტკივარებისთვის გამოიყენება სპეციალური გელი. პროცედურა 30-40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს და შედეგი მიიღება დასრულებისთანავე.
ჩვენს კლინიკაში, აგრეთვე, ტარდება კანის ულტრაბგერითი წმენდა და მკურნალობა. ეს უდიდესი მიღწევაა კოსმეტოლოგიაში. ულტრაბგერითი პილინგი 15 წუთის განმავლობაში ღრმად ასუფთავებს კანს გარქოვანებულ ეპიდერმისისაგან, გამოაქვს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტები, მაკიაჟის ნარჩენები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, კანის ტროფიკა, ძლიერდება ვენური და ლიმფური დრენაჟი, პარალელურად მიმდინარეობს ეპიდერმისის რეგენერაცია, მისი ჰიდრატაცია, აქტიურდება კოლაგენური ბოჭკოების, ჰიალურონის მჟავის სინთეზი, რაც კანის ელასტიკურობას და ტონუსს აუმჯობესებს.
კლინიკა „BODYLINE“ -ის ექიმი-დერმატოლოგები, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევენ კანის მკურნალობისა და მოვლის სხვადასხვა საშუალებებს. ისინი სარგებლობენ მხოლოდ პროფესიონალური პრეპარატებით. კლინიკაში შემოგთავაზებენ მანუალური და აპარატული მეზოთერაპიის ახლებურ მეთოდებს. მეზოთერაპიას დიდი ხნის ისტორია აქვს, მის სამშობლოდ საფრანგეთია აღიარებული. მეზოთერაპია ნიშნავს ამა თუ იმ პრეპარატის კანქვეშ შეყვანას. მიკროინიექციები წვრილი ნემსით1,5-4 მმ სიღრმეში კეთდება. კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, უჯრედის აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის აღდგენაზე. მეზოთერაპიის დროს, ორგანიზმში შეჰყავთ, როგორც ცალკეული პრეპარატები, ასევე, სპეციალურად მომზადებული კოქტეილები.
მანუალური მეზოთერაპია შპრიცის საშუალებით კეთდება. ის ზუსტი, ფაქიზი სამუშაოა, რადგან მანიპულაცია ხორციელდება ყველაზე დელიკატურ ზონაში (ქუთუთოები, სახე, კისერი, ხელის მტევანი). მისი საშუალებით უჯრედში ინიექციის გზით ხდება სასარგებლო ნივთიერებების შეყვანა, გამოიყენება მონო და პოლო კოქტეილები, რომელთა შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, ამინომჟავები და ჰიალურონის მჟავა. შეყვანილი კოქტეილების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა შედეგის მიღწევა. კერძოდ, ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება, სახის კანის ფერის გაუმჯობესება, ლაქების საწინააღმდეგო მოქმედება, ანტიკუპეროზული ეფექტი. ხელს უწყობს ტურგორის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას, აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას. მანუალური მეზოთერაპიის კიდევ ერთი სასიკეთო თვისება – ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება უჯრედში; აღადგენს მემბრანის რეგენერაციას. აქვს ენერგეტიკული ღირებულება და მოდუნებულ კანს ჰმატებს ტონუსს.
აპარატული მეზოთერაპია – არსებობს ინიექციური მეზოთერაპიის ალტერნატიული მეთოდი, როდესაც ჩხვლეტა, ანუ ინიექცია არ გამოიყენება.
1. სახის კოსმეტოლოგიური წმენდა ულტრაბგერითი აპარატის საშუალებით, რომელიც აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, უზრუნველყოფს ლიმფური ცირკულაციის აქსელერაციას, აღადგენს კანის ბოჭკოვანი ქსოვილის ელასტიურობას.
2. მაღალსიხშირიანი ელექტროთერაპიული აპარატი, რომლის შედეგადაც ხდება შემაერთებელ ქსოვილებში თერმოეფექტიანობის წარმოქმნა, რაც ამსუბუქებს კანის შიგნით უცხო ქსოვილების პენეტრაციის რისკს.
3. ცხელი და ცივი ჩაქუჩი – კანის ტენიანობის კვების უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
4. ულტრაფონოფორეზი კოქტეილების საშუალებით.
5. გალვანიკის საშუალებით დეზინკუსტაცია და იონიფორეზი.
6. ჟაკეს, ახაბაძის კოსმეტიკური და პლასტიკური მასაჟი.
7. მეზოთერაპიის საშუალებით სახისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხდება ცხიმოვანი უჯრედების დაშლა და ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმის გამოდევნა (მუცელზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე).
8. კონტურული პლასტიკის მეშვეობით ცხვირ-ტუჩის ნაოჭთა მოშორება და ტუჩის კორექცია.
9. მიმიკურ ნაოჭთა მოშორება დისპორტის მეშვეობით. ის მიზანმიმართულად ადუნებს მიმიკაში მონაწილე კუნთებს და აქრობს ნაოჭების წარმოქმნის მიზეზს, კანქვეშ (შუბლზე, წარბებს შორის, თვალის კუთხეები) შეიყვანება „ა“ ბოტულოტოქსინი.
აქედან გამომდინარე, გარდა საშუალებისა, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს სურვილი და გემოვნება, სწორად შეარჩიოს კლინიკა და სამედიცინო პერსონა, რადგან სწორად დასახული მიზანი კარგად განსაზღვრული შედეგია.
ესთეტიკური კლინიკა
BODYLINE-ი.
მისამართი:
თბილისი, კეკელიძის ქუჩა ¹2
ტელეფონი: 8 (22) 306-306
(ჩაწერა წინასწარ)