კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გველის თეთრი კურდღლის წელიწადში ცალკეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს და რომელი დღეებია ყველაზე იღბლიანი მთელი წლის განმავლობაში

თუ გაინტერესებთ, რა გელით ფინანსურ, პირად, სასიყვარულო თუ საოჯახო სფეროში 2011 წელს, ასევე, რომელი თვის რომელი კონკრეტული დღეებია ცალკეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის იღბლიანი, აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რას გთავაზობთ დასავლური ასტროლოგია მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი მოგაწვდით.

ვერძი (21.03-20.04)

სიყვარული – არ არის გამორიცხული იანვრის დასაწყისში გქონდეთ რომანტიკული ურთიერთობა, რაც კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. 20 მარტიდან შესაძლოა, აღმოჩნეთ არჩევნის წინაშე, ანუ მოგიხდეთ დაფიქრება ძველსა და ახალს შორის. ივლისის ბოლოდან დაიწყება სულიერი წონასწორობის აღდგენა, რის შედეგადაც უკეთ შეძლებთ, გაუგოთ საყვარელ ადამიანს. ამ პერიოდიდან მთელი შემოდგომა, იქნებით მეტად ვნებიანი და სექსუალური.

ოჯახი – მარტამდე ეცადეთ, დიპლომატიურად აარიდოთ თავი ნათესავებისგან ფინანსურ დახმარებას. უმჯობესია, მათ ფული არ გამოართვათ, რადგან ის შემდგომ პრობლემებს შეგიქმნით.

ჯანმრთელობა – იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გაუფრთხილდით თავს, რადგან დიდია ტრავმების ალბათობა. აპრილის პირველ ნახევარში კი მაქსიმალურად მოერიდეთ აგრესიის გამოხატვას. იყავით ფრთხილი და წინდახედული. არ არის გამორიცხული მთელი წლის განმავლობაში ნერვული აშლილობის ზღვრამდე მიხვიდეთ. ივლისში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მხრივ და პატარა გართულების დროსაც კი, მიმართეთ ექიმს. სექტემბერში გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აკონტროლეთ ემოციები.

კარიერა და ფინანსები – 20 აპრილიდან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოიმატებს. ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე დიდია ცდუნებათა ალბათობა ფინანსურ სფეროში. ამიტომ, მოერიდეთ ავანტიურულ მოქმედებებს. ნუ იქნებით ზედმეტად აზარტული. 10 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე შესაძლოა, აღმოჩნდეთ სოლიდური ფინანსური წარმატების წინაშე.

კურო ( 21.04–20.05)

სიყვარული – გაზაფხულზე, ხანგრძლივი ურთიერთობები თანდათან გადაინაცვლებს ოფიციალურ დონეზე. ყველაზე პროვოკაციული პერიოდია, როცა შესაძლებელია, დაფიქრდეთ განქორწინებაზე. ზაფხულის დასასრულს არ არის გამორიცხული აღმოჩნდეთ ახალი, საინტერესო ნაცნობობის წინაშე, რომელიც შემდგომში დიდ სიყვარულშიც გადაიზარდოს. 2011 წელს, სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის კარგი პერიოდებია: 20-24 მაისი, 26-28 ივნისი, 17-19 აგვისტო, 10-13 სექტემბერი, 15-17 და 22-24 ნოემბერი.

ოჯახი – არ არის გამორიცხული 2011 წელს თქვენს ოჯახში მატება იყოს. მოგიხდებათ ინტენსიური შრომა, რათა გაიუმჯობესოთ შემოსავლები. აპრილში სამსახურში მოსალოდნელია არაერთი განუსაზღვრელი სიტუაცია.

ჯანმრთელობა – 2011 წელს მეტი ყურადღება დაუთმეთ ქრონიკული დაავადებების მკურნალობას. დაიცავით დღის რეჟიმი და დაბალანსებული კვების დიეტა. სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბრის დასაწყისში მეტად გამძაფრდება დაავადებები. ვისაც პრობლემები აქვს თირკმელებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიმართოს პროფილაქტიკურ ზომებს.

კარიერა და ფინანსები – 2011 წელს დაედება საფუძველი შემდგომ მატერიალურ წარმატებებს. ხშირად წადით კომპრომისზე კოლეგებთან. 8-20 მარტის განმავლობაში ადვილად მოიპოვებთ ხელმძღვანელი პირების კეთილგანწყობას. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა დაიოკოთ კარიერული ამბიციები. ივნისის პირველ ნახევარში, პერსპექტივები გექნებათ. მაისის ბოლოდან, ივლისის ბოლომდე გექნებათ დამატებითი ფინანსური შემოსავლები. სექტემბერ-ოქტომბერში მოგიწევთ ბევრი შრომა, რაც თავის მხრივ მოგებას მოგიტანთ.

ტყუპები ( 21.05–21.06)

სიყვარული – იანვარში, თქვენი კეთილგანწყობა და რბილი ხასიათი მეტად მოიზიდავს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. ამ პერიოდში ურთიერთლტოლვა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის საგრძნობლად მოიმატებს. თებერვალში მოიმატებს თქვენი შარმი და სექსუალურობა. დაოჯახებული ტყუპებიც კი აღფრთოვანებას ვერ დამალავენ საკუთარი მეორე ნახევრისადმი. მაისში მეტად გამახვილდება ინტუიცია, რაც პარტნიორის ზრახვებში უკეთ გაგარკვევთ. სასიყვარულო-რომანტიკული შეხვედრებისთვის სასურველი პერიოდებია: 16-29 მარტი, 5-20 მაისი და 4-15 ივლისი.

ოჯახი – 11-25 სექტემბერს მოსალოდნელია ცვლილებები ოჯახურ ცხოვრებაში, ამიტომ, ყურადღებით იყავით, რას გპირდებათ გარემოებები.

ჯანმრთელობა – მეტი დრო დაუთმეთ ვარჯიშს, ბუნებასთან კონტაქტს, ძილის რეჟიმს. მოერიდეთ ნევროზულ სიტუაციებს, განსაკუთრებით 13 იანვრამდე, 22 თებერვიდან 11 მარტამდე, 9-15 სექტემბრის შუალედში. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ 24-27 იანვრის, 17-23 აპრილს, 19-22 მაისის, 19-22 ივნისის, 1-5 დეკემბრის შუალედში. ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს. ნუ გადატვირთავთ ზედმეტი საკვებით ორგანიზმს.

კარიერა და ფინანსები – თუ ხელმძღვანელ პოსტზე ხართ, მაშინ კოსმიური გამოცდა გელით იანვარ-მარტის პერიოდში. იყავით ფრთხილად და წინდახედულად, ბოროტად ნუ ისარგებლებთ თქვენი უფლებებით. არ არის გამორიცხული, სწორედ წელს თქვენმა პარტნიორმა განდოთ საკუთარი ფინანსები ან თქვენ გახდეთ ადამიანთა ჯგუფის ფინანსების ხელმძღვანელი. ფინანსური კრიზისი 2011 წელს არ გელით... თუმცა. ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსურ გარიგებებში. ნუ მოაწერთ მნიშვნელოვან საბუთებსა და ხელშეკრულებებს ხელს. ასევე, ნუ აწარმოებთ მოლაპარაკებებს 30 მარტი-23 აპრილისა და 3-26 აგვისტოს პერიოდებში.

კირჩხიბი (22.06–22.07)

სიყვარული – რომანტიკული ნაცნობობა და ურთიერთობები 2011 წელს მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევარში, მარტში, აგვისტოს პირველ ნახევარში, ოქტომბერსა და დეკემბერში. 15-22 იანვრის შუალედში სტაჟიანი მეუღლეებიც კი თავს ახალდაქორწინებულებივით იგრძნობენ. 16 იანვრიდან 14 თებერვლამდე დაწყებული ყველა პრობლემა, მალევე მოგვარდება. 9-31 ოქტომბრის პერიოდში რომანტიკული ურთიერთობა საგრძნობლად გააქტიურდება, არ არის გამორიცხული მოიმატოს ეჭვიანობამ, ემოციამ, ვნებამ. წელს განქორწინება კირჩხიბებს დიდ ტკივილსა და დანაკარგს მოუტანს, მათ შორის ფინანსურ დანაკარგებსაც.

ოჯახი – წელს აუცილებლად უნდა მოაგვაროთ ოჯახური პრობლემები. ოჯახური ურთიერთობების მხრივ იანვარ-თებერვალი შედარებით მშვიდი პერიოდია. საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები კი შეძლებთ, გადაწყვიტოთ სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში.

ჯანმრთელობა – იანვრიდან აპრილამდე და აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე, გარე ფაქტორები პრობლემებს შეგიქმნით. მარტიდან მოსალოდნელია სასიცოცხლო ტონუსის შემცირება. ამიტომ, იანვარ-თებერვალში მეტად მიხედეთ ჯანმრთელობას და აირჩიეთ ცხოვრების მშვიდი რიტმი. ივნისში დაქვეითებული იმუნიტეტი პრობლემებს შეგიქმნით ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ ამ მხრივ.

კარიერა და ფინანსები – მოერიდეთ ურთიერთობას ხელმძღვანელ პირებთან თებერვალ-მარტის პერიოდში. 13 მარტიდან კი თქვენი საქმეები გამოსწორდება. მარტისა და ივნისის პერიოდში იმუშავეთ „უხალტუროდ“, რათა მისი შედეგი წლის მეორე ნახევარში მოიმკოთ. 15-23 იანვარს დიდი შანსია, შემოსავლები გაიზარდოს. წლის პირველ ნახევარში არაერთი შესაძლებლობა გაჩნდება გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. განსაკუთრებით წარმატებული იქნება 3 ივლისიდან 22 აგვისტომდე თქვენი ძალისხმევა, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. 25 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში კარგია საკუთარი საქმის დაწყება.

ლომი ( 23.07–23.08)

სიყვარული – 8 იანვრიდან 4 თებერვლამდე, არ არის გამორიცხული, მსუბუქი ფლირტები. აგვისტოდან მეტად დაუგდეთ ყური საკუთარ გრძნობებს. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, ვისთან იქნებით ბედნიერი და ვინ გეყვარებათ ყველაზე მეტად ცხოვრებაში. არ არის გამორიცხული, დაოჯახებულ ლომებს 2011 წელს გარკვეული პრობლემები შეექმნათ საკუთარ მეუღლეებთან.

ოჯახი – აპრილიდან ეცადეთ მეტად გაამყაროთ ოჯახური იმუნიტეტი. ოქტომბერში კი დიდი შანსია, დაფიქრდეთ რემონტზე. ამის დროც გექნებათ და შესაძლებლობაც.

ჯანმრთელობა – ნერვული დაძაბულობა და გადაღლა იანვარ-თებერვალშივე იჩენს თავს. მარტში იგრძნობთ ახალი ძალების მოზღვავებას. მაისში კი ეცადეთ, საკუთარ გარეგნობას დაუთმოთ მეტი დრო.

კარიერა და ფინანსები – იანვარ-თებერვალში მეტად დაკავებული იქნებით სამსახურში. მარტის ბოლოდან მოსალოდნელია წინასწარ გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმა. თუ მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, გაგიმართლებთ. აპრილ-ივლისის პერიოდში მეტად დაეყრდენით ინტუიციას, იყავით დიპლომატიური და კეთილსინდისიერი. სექტემბერსა და დეკემბერში არ არის გამორიცხული დამატებითი ფინანსები მიიღოთ.

ქალწული (24.08–22.09)

სიყვარული – წლის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე ეცადეთ მეტად გამოავლინოთ და განავითაროთ ხასიათში დიპლომატიურობა. გაერკვიეთ თქვენს პრობლემებში და ნუ მოახვევთ მათ თავს თქვენს სასიყვარულო პარტნიორს. 19 აპრილიდან 21 ივლისამდე, 14 სექტემბრიდან 23 ნოემბრამდე, მოგეცემათ შანსი გამოასწოროთ სიტუაცია რჩეულთან. 10-20 თებერვლის პერიოდში დიდი შანსია, იპოვოთ თქვენი რჩეული. 5-14 თებერვალი კი ყველაზე კარგი პერიოდია, შეყვარებულმა ქალწულებმა ურთიერთობები დააკანონონ.

ოჯახი – წლის დასაწყისიდან 23 აპრილამდე, თქვენი მეუღლე გამოავლენს თავის როგორც უარყოფით, ისე დადებით თვისებებს. მიიღეთ ის ისეთად, როგორიც არის და ნუ ეცდებით, მის გამოსწორებას.

ჯანმრთელობა – მოიწესრიგეთ ძილის ხარისხი, განსაკუთრებით აპრილიდან ივლისის ბოლომდე. 2011 წელს კარგი იქნება, ორგანიზმის გაწმენდა და იმუნოთერაპია. აკონტროლეთ კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვალი. თებერვლიდან ივნისის ჩათვლით კარგი დროა დიეტის დასაცავად.

კარიერა და ფინანსები – მარტის დასაწყისიდან მოიმატებს ფინანსური პრობლემები. გაზაფხულზე ასევე დიდია უსიამოვნებები კარიერულ და ფინანსურ სფეროში. 7აპრილი-11 მაისის შუალედში წარმატებით შეძლებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირეით, სესხის გამოტანას. 14-21 ივნისის პერიოდში გამოავლინეთ მეტი შრომისუნარიანობა სამსახურში და ეს სამომავლოდ თქვენი მატერიალური შემოსავლის წყარო გახდება. 21 ივნისი – 16 ივლისის პერიოდი კარგია საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად.

სასწორი (23.09–23.10)

სიყვარული – 2011 წელს ურთიერთობებში მოსალოდნელია რევოლუციური სიტუაციები ხშირად შეიქმნას. გაგიჩნდებათ სურვილი შეურიგდეთ დაკარგულ სიყვარულს ან აქტიურად იმოქმედოთ ახალი სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობის საძებნელად. იანვრის, თებერვლის და მარტის პერიოდებში შესაძლოა, ახალი ნაცნობობისა და სასიყვარულო ურთიერთობის წინაშე აღმოჩნდეთ.

ოჯახი – იანვარ-თებერვალში ოჯახური პრობლემები კვლავ შეგახსენებენ თავს. მარტიდან კი ივნისის ჩათვლით არ არის გამორიცხული, არაერთ საკამათო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს, რადგან მაღალია ტრავმების ალბათობა. მიიღეთ ვიტამინები. მოერიდეთ ემოციის ფონზე სტრესს. წელს მეტი ყურადღება დაუთმეთ გარეგნობის მოწესრიგებას.

კარიერა და ფინანსები – 2011 წელს მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა თქვენთვის შესაძლებელი იქნება, ძირითადად, თავდაჭერისა და შრომისუნარიანობის გამოვლენით. ნუ იქნებით სულსწრაფი, ნუ დაიწყებთ დამოუკიდებლად პროექტებს, უმჯობესია, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. კოლექტიური საქმიანობისთვის ყველაზე რთული თვეებია აპრილი და ივნისი. წლის ბოლოს კი მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ავტორიტეტის ამაღლება.

მორიელი (24.10–22.11)

სიყვარული – განსაკუთრებით მოიმატებს რომანტიკული შეხვედრები და ახალი კავშირ-ნაცნობობა: 1-22 იანვრის, 5 ივნისი – 5 აგვისტოს შუალედში. წელს, ახალი შეხვედრები ადვილად გადაიზრდება სერიოზულ ურთიერთობებში. 19 თებერვალი 21 აპრილის შუალედი ხელს უწყობს პაემნებს. არ არის გამორიცხული, სწორედ წელს იპოვოთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი.

ოჯახი – იანვრის მეორე ნახევარი მეტ იდილიას შემოიტანს თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში. აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით ზომიერება გამოიჩინეთ ოჯახის წევრებთან. დაგეგმეთ მათთან ერთად სახლის, ინტერიერის, მაგალითად, ავეჯის, რემონტისა და ასე შემდეგ, ცვლილებები.

ჯანმრთელობა – 2011 წელს თქვენი ჯანმრთელობა კოსმიური გამოცდების წინაშე აღმოჩნდება. მარტსა და აპრილში მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების ალბათობა. ამიტომ, იყავით ფრთხილად. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. ეცადეთ, მოიწესრიგოთ ძილის ხარისხი და ნუ გადატვირთავთ გულს.

კარიერა და ფინანსები – შესაძლოა მარტში, შემოთავაზებულმა საქმემ ხელმძღვანელ პირთან დაძაბული სიტუაცია შექმნას. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი სიტუაცია დარეგულირდება, გამოსწორდება ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. ივნისიდან არ არის გამორიცხული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. არ გირჩევთ 2011 წელს სამსახურის შეცვლას.

მშვილდოსანი (23.11–21.12)

სიყვარული – მარტის ბოლოდან თქვენს თავს დაუწესეთ აკრძალვები, ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური, ავანტიურისტი, ნუ გაგიტაცებთ ერთი შეხედვით ლამაზი თვალები და ნუ გასცემთ გულმხურვალე დაპირებებს. ნუ აჰყვებით ეჭვებსა და შეყვარებული თუ უკვე გყავთ, მაშინ 2011 წელი დაქორწინების თვალსაზრისით, თქვენთვის საუკეთესოა.

ოჯახი – მაისისა და ივნისის პერიოდში, არ არის გამორიცხული საცხოვრებლის გამოცვლაზე დაფიქრდეთ.

ჯანმრთელობა – წლის პირველ ნახევარში ძალაც გეყოფათ და ჯანმრთელობაც მოგყვებათ, რომ ყველაფერი გააკეთოთ. ივლის-აგვისტო-სექტემბრის პერიოდში კი იყავით ფრთხილად, რადგან დიდია ტრავმების ალბათობა. თუ დიეტის დაცვა გსურთ, ამისთვის საუკეთესო პერიოდებია 2-4 ივლისი, 27 ოქტომბერი-8 ნოემბერი. მეტი ყურადღება მიაქციეთ 2011 წელს ღვიძლს და სისხლძარღვებს.

კარიერა და ფინანსები – 2011 წელს თქვენ შეძლებთ საგრძნობლად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. მართალია წლის დასაწყისში ფორტუნა მაინცდამაინც არ გაგიმართლებთ, მაგრამ წლის მეორე ნახევარში, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან. სექტემბერში კარგია ახალი საქმის წამოწყება. მოძებნეთ სანდო ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან რთული პროექტების განხორციელებაში. წელს უნდა დააგროვოთ ფული და არ ხარჯოთ უმიზნოდ.

თხის რქა (22.12–20.01)

სიყვარული – 5 თებერვლიდან 3 მარტამდე შეძლებთ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინოთ სხვებზე. ფრთხილად იყავით 8-12 თებერვალს, რომ სკანდალში არ გაეხვიოთ. 20 აპრილი-14 მაისის პერიოდში დიდი შანსია, თქვენი ცხოვრების მეორე ნახევარი იპოვოთ. 15 ნოემბრიდან კი მიაქციეთ ყურადღება ახალ ნაცნობობას, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს თქვენი მომავალი რჩეული. 2011 წელს დაოჯახება ბედნიერებას გპირდებათ.

ოჯახი – წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მთელი რიგი გაუგებრობები, ხოლო წლის მეორე ნახევარში ყველაფერი მოგვარდება. ნუ დათრგუნავთ შვილებს ზედმეტი რჩევა დარიგებებით.

ჯანმრთელობა – ეცადეთ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და დაიცვათ ცხოვრების სწორი წესი. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო თქვენს ტონუსს აამაღლებს და დადებითად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას წლის მეორე ნახევარში.

კარიერა და ფინანსები – ხელმძღვანელი პირები ადვილად შეამჩნევენ თქვენს შრომისუნარიანობას და საქმისადმი სერიოზულ მიდგომას. წლის მეორე ნახევარში შედარებით ადვილად შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. დადებით შედეგებს მოგიტანთ უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობა. ასევე, არ არის გამორიცხული, ამ წელს საკუთარი საქმე წამოიწყოთ.

მერწყული ( 21.01–19.02)

სიყვარული – 21 მაისი – 4 აგვისტოს პერიოდი აღსავსე იქნება რომანტიზმით. 5-28 ივლისს კი არ არის გამორიცხული, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შემდგომ თქვენი დიდი სიყვარული იქნება. არც ის არის გამორიცხული, სწორედ მას დაუკავშიროთ ბედი. თუ შეყვარებული უკვე გყავთ, მაშინ გაუფრთხილდით ურთიერთობას მასთან, რათა არ იეჭვიანოს და ამით თქვენს შორის ბზარი არ გაჩნდეს.

ოჯახი – ეცადეთ არ აჰყვეთ ჭორებს და მეზობლების ინტრიგებს. ივლის-სექტემბერი კი საუკეთესო დროა, წამოიწყოთ რემონტი ან ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავროთ.

ჯანმრთელობა – წლის პირველ ნახევარში ტონუსი მაღალი გექნებათ. შიგადაშიგ შეისვენეთ და გამონახეთ დრო დასვენებისთვის, რომ ჯანმრთელობა არ შეგერყეთ. მოერიდეთ სტრესულ და სანერვიულო სიტუაციებს. აუცილებელია, ინტენსიური ვარჯიშების კურსის ჩატარება. იყავით ოპტიმისტი და გაანდეთ თქვენი პრობლემები სხვებს, რომ გულში არ ჩაიტოვოთ და ამან გუნება-განწყობა არ გაგიფუჭოთ.

კარიერა და ფინანსები – იანვარ-მარტის შუალედში შესაძლოა, შედარებით იოლად მოიპოვოთ ფინანსები. მოერიდეთ ავანტიურულ მოქმედებებს ბიზნესში. ივლის-აგვისტოში ყური უგდეთ, რას გეუბნებათ ინტუიცია. კარგია საქმიანი ურთიერთობა უცხოეთთან. კარიერული წინსვლა დამოკიდებული იქნება თქვენს კეთილგანწყობაზე ხელმძღვანელ პირებთან. კარგი წელია გამოცდების ჩასატარებლად და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. არ არის გამორიცხული არაერთი საინტერესო და სარფიანი წინადადება შემოგთავაზონ.

თევზები ( 20.02–20.03)

სიყვარული – ზამთარი არ არის საუკეთესო დრო სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. სულსწრაფი ინტიმური ურთიერთობები არაფერს მოგიტანთ და მხოლოდ ტკივილს დატოვებს. სასიყვარულო ურთიერთობისთვის შედარებით ჰარმონიული პერიოდების 17 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, 29 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, 10-26 სექტემბრის პერიოდი. მოერიდეთ სასიყავრულო ურთიერთობებს 20-30 აგვისტოს ჩათვლით. 22 თებერვალი – 6 მარტი საუკეთესო დროა, შეხვდეთ თქვენს მომავალ რჩეულს.

ოჯახი – სახლი დატვირთული იქნება ემოციებით. ხშირად განმარტოვდით, რომ დაისვენოთ. ასევე, ნუ ეცდებით ჯიუტად ამტკიცოთ თქვენი სიმართლე. თუ რემონტი გსურთ, მაშინ კარგი პერიოდია 9 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე. ამისთვის, ფინანსებიც გეყოფათ და დროც.

ჯანმრთელობა – იმუნიტეტი შესუსტებულია. ამიტომ, იზრუნეთ მის ამაღლებაზე. მიაქციეთ ყურადღება ფეხებს, განსაკუთრებით იანვარ-მარტისა და ასევე, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში. ნუ გადაიღლებით ფეხზე დგომით ან ზედმეტი სიარულით. მიაქციეთ ყურადღება კუჭ-ნაწლავის სისტემას და ეცადეთ, პატარა გართულებისთანავე მოაგვაროთ პრობლემა.

კარიერა და ფინანსები – იანვრის ბოლოს მოგეცემათ საშუალება გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ეს გაგრძელდება მაისის ბოლომდე და პიკს მიაღწევს 10 მარტი – 16 მაისის შუალედში. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მას ხელმძღვანელი პირები დაგიფასებენ. ზაფხულში მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს, აზარტულ თამაშებს, რადგან დიდია დანაკარგის ალბათობა. ეცადეთ პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე არ აიღოთ. ასევე, კარგია საქმიანი ურთიერთობა უცხოელებთან.


скачать dle 11.3