კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეისბუქის“ დამაარსებელი – 2010 წლის ადამიანი

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი 2010 წლის ადამიანად დაასახელეს. ეს ვერსია ამერიკულ ჟურნალ „ტაიმსს“ ეკუთვნის. გამოცემის მთავარი რედაქტორის, რიჩარდ სტენჯელის აზრით, ცუკერბერგის გამოგონებამ შეცვალა წარმოდგენა ადამიანთა შორის ურთიერთობაზე მთელ მსოფლიოში.

ონლაინით ხმის მიცემის დროს, რომელიც ჟურნალმა წინა კვირას ჩაატარა, მკითხველებმა წლის ადამიანად სკანდალური საიტის „ვიკილიქსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი დაასახელეს, მეორე ადგილი თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაიკავა. მესამე ადგილზე პოპ-მომღერალი – ლედი გაგა გავიდა. მაგრამ, ტრადიციულად, „წლის ადამიანს“ „ტაიმსის“ ვერსიით, ამ ჟურნალის რედაქტორი ირჩევს. სტენჯელმა აღნიშნა, რომ ცუკერბერგი და ასანჟი „ერთი მონეტის ორ მხარეა“. ორივე გულახდილობას და გამჭვირვალობის იდეას ემსახურება. ასანჟი მიიჩნევს, რომ მსოფლიო სავსეა რეალური და წარმოსახვითი მტრებით, ხოლო ცუკერბერგი მსოფლიოს ხედავს პოტენციური მეგობრებით სავსეს.

„წლის ადამიანის“ არჩევის ტრადიცია, უკვე 80 წელია არსებობს. რედაქცია ყოველწლიურად ანიჭებს ამ ტიტულს ადამიანს, ანდა ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც, რედაქციის აზრით, ყველაზე მეტად იმოქმედეს მსოფლიო მოვლენებზე.


скачать dle 11.3