თანამეინახეები – შეკვეთით
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში ახალი მომსახურების ფორმა დაინერგა – „თანამეინახე“. სპეციალური სააგენტო წინადადებას იძლევა, რომ ნებისმიერს შეუძლია, დალიოს კარგ კომპანიაში. შეიძლება, შეუკვეთოთ თანამეინახე უმაღლესი განათლებით, ანეკდოტების მცოდნე, ანდა კარგი მომღერალი. შეკვეთით ქეიფი ღირს 150 გრივენი (20 ამერიკულ დოლარზე ნაკლები), ერთი საღამო, რა თქმა უნდა, სასმელ-საჭმელიც, პრასის ჩათვლით, შემკვეთისაა.
„მომსახურება დიდი პოპულარობით სარგებლობს. კლიენტთა უმრავლესობა ქალებია. შეკვეთები საჭიროების მიხედვით კეთდება. არის შეზღუდვა – არავითარი ინტიმი და დათრობა. ადგილობრივი ფსიქოლოგები გვეთანხმებიან, რომ ასეთ მომსახურებას შეუძლია, ადამიანს მძიმე წუთები ადვილად გადაატანინოს“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ამასთან დაკავშირებით, შეიძლება, გავიხსენოთ, რომ ამ წელს სუსტი ალკოჰოლური კოქტეილების იაპონელმა მწარმოებელმა თავისი აუდიტორიისთვის შექმნა სოციალური ქსელი. მისი მიზანია – სასურველი კომპანიონის პოვნაში დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეული არიან სახლში დალევას.