კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოპარული საათი, მაიორის ფორმაში გამოწყობილი ჯიბგირი და ნაჩუქარი „პაველ ბურე“

31 დეკემბერია. სახლში ვარ და საახალწლო კარნავალისთვის ვემზადები, რომელიც „მურის“ სააქტო დარბაზში იმართებოდა ყოველწლიურად. ანალოგიური ზეიმი იმართებოდა სამინისტროშიც, მაგრამ იქ მოხვედრა არც ისე ადვილი იყო.

დილის 11 საათზე „მურის“ უფროსმა დამირეკა და მითხრა:

– გედეონ მალხაზოვიჩ, სწრაფად მოემზადე და შჩოლოკოვთან მიდი. ახლახან მისმა ადიუტანტმა დამირეკა და მითხრა, რომ მინისტრი პირადად შენ გიბარებს თავისთან.

„მურის“ უფროსი საქმის კურსში არ იყო, რატომ მიბარებდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი და ისიც ძალიან შეშფოთებული ჩანდა. ჩავიცვი, მაქანაში ჩავჯექი და მინისტრთან წავედი.

– მოდი, მოდი და კარგად მომისმინე, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, – საკმაოდ თბილად მიმიღო გენერალმა და საქმის ვითარება გამაცნო.

როგორც გაირკვა, თურმე, საბჭოთა კავშირში სტუმრად მყოფ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს „მანეჟის“ დათვალიერებისას ძვირფასი ოქროს საათი დაუკარგავს.

– შენ ყველა ჯიბგირს იცნობ და გიბრძანებ, რომ საათი და ქურდი მოძებნო და პირადად მომიყვანო! – დაასრულა საუბარი შჩოლოკოვმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.

მაშინ მე „მურის“ ქურდობის განყოფილების უფროსი ვიყავი და მართლაც ყველა ჯიბგირს ვიცნობდი.

მინისტრის კაბინეტიდან რომ გამოვედი, ზუსტად შუადღე იყო, 4 საათზე კი უკვე სტიოპკა „კასოისთან“ ერთად შჩოლოკოვის კაბინეტის მისაღებში ვიჯექი, ჯიბეში კი გერმანელი მინისტრის ოქროს „პაველ ბურე“ მედო.

შჩოლოკოვთან მალე შეგვიყვანეს. მან მე ოპერატიულობისთვის შემაქო, ჯიბგირი კასოი კი იმისთვის, რომ მოპარული საათი არ დაკარგა და არ დააზიანა.

– მოქალაქე ვორონინ, – მიმართა შჩოლოკოვმა კასოის, – როგორც მოიპარე საათი, ისევე დააბრუნე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში ამოგალპობ. შეძლებ ასეთი ფოკუსის ჩატარებას?

– შევძლებ, ამხანაგო მინისტრო! – უთხრა ჯიბგირმა შჩოლოკოვს.

– მაშინ, ამ ოპერაციას პირადად ვუხელმძღვანელებ, – თქვა შჩოლოკოვმა, – დღეს ჩემი კოლეგა საახალწლო ბანკეტზე იქნება და საათს იქ დააბრუნებ.

ერთი სიტყვით, კასოი მოვაწესრიგეთ, მაიორის ფორმაში გამოვაწყვეთ და საღამოს 9 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საბანკეტო დარბაზისკენ გავემართეთ.

– აი, იმ შავკოსტიუმიან ბიძას უნდა ჩაუდო ჯიბეში საათი, – ვუთხარით ჯიბგირს და გერმანელი მინისტრი დავანახვეთ.

– დებილი ხომ არ გგონივარ, მოქალაქე უფროსო?! – იწყინა კასოიმ, მე მოვპარე საათი და მისი სახე როგორ დამავიწყდებოდა.

შჩოლოკოვი და კლაუს შრამი გვერდიგვერდ ისხდნენ სუფრასთან. კასოიმ იმდენი მოახერხა, რომ ჯერ მათ შუაში ჩაჯდა, შემდეგ საკმაოდ კომუნიკაბელურ შრამთან ერთად ორჯერ ვახტანგურადაც დალია ღვინო და საათიც შეუმჩნევლად „დაუვაზვრატა“. ზუსტად ღამის 12 საათზე დიდმა საათმა ჩამოჰკრა. გერმანელმა მინისტრმა, ჩვეულებისამებრ ჯიბეში ხელი ჩაიყო და მოულოდნელად თავისი დაკარგული „პაველ ბურე“ აღმოაჩინა.

ქეიფი და დროსტარება დილამდე გაგრძელდა. გერმანელი მინისტრი საკმაოდ გამოიბრუჟა და გამომშვიდობებისას კასოის სწორედ ის საათი უსახსოვრა, რომელიც მან გერმანელს მალულად დაუბრუნა.

კოსოი, რა თქმა უნდა, აღარ დაგვიპატიმრებია და მშვიდობიანად გავუშვით. შჩოლოკოვის ბრძანებით მას ნაჩუქარი საათიც თან გავატანეთ. მას შემდეგ კასოის აღარ უჯიბგირია და მესაათე გახდა.


скачать dle 11.3