– შენ უკვე მასთან წევხარ?
– კი... უკვე მხოლოდ ვწევარ...
***
– ჩემი ცოლი ისე ხშირად უყურებს სერიალებს‚ რომ უკვე თითქმის ყველა მსახიობი ცნობს.
***
ორი მეგობარი ერთმანეთს შეხვდა.
– ჩემი ქმარი ნამდვილად დაბერდა... გუშინ ხინკალზე შევედით‚ ჩემმა ქმარმა ჯერ მენიუს დახედა‚ შეუკვეთა და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა ოფიციანტის ფეხებს.
***
– რა არის მამაკაცის ორგანიზმის ყველაზე ეროტიკული ნაწილი.
– ტვინი‚ რა თქმა უნდა‚ ქალები სწორედ განსაკუთრებით მასზე ზემოქმედებენ.
***
– ყველაფერს თავი დავანებე – სმას‚ მოწევას, ცოლსაც...
– ცოლს‚ რატომ?
– მას ასეთი ბედნიერება არ დაუმსახურებია.
***
– ისეთი ბედნიერი იყო‚ სიხარულისგან ცეკვაც კი უნდოდა‚ მაგრამ მხარზე მძიმე კუბო ედო... სიდედრის.
***
პირველივე შეხვედრაზე მიხვდნენ‚ რომ უერთმანეთოდ ყოფნას ვერ შეძლებდნენ... ვაჟს წარმოება ჰქონდა‚ ქალს – მაღაზია.
***
– ბაბუ‚ როგორ მასწავლიდი – „ბოროტება სიკეთით უნდა გადაიხადოო“?
– კი‚ ბაბუ‚ ეგრეა...
– მაშ‚ მომეცი ნაყინის ფული‚ შენი სათვალე გავტეხე.
***
კაცს უნდა ჰქონდეს კარგი ოჯახი‚ რომ სამსახურისგან დაისვენოს... თუმცა სახლში სიდედრიც საჭიროა‚ სამსახურშიც სიხარულით რომ მიდიოდეს...
***
– რად უნდა თვითმფრინავს პროპელერი?
– მფრინავს აგრილებს?
– ტყუილია!
– არაფერიც! დააკვირდი‚ როგორც კი პროპელერი გამოირთვება‚ ოფლში ცურავს.
***
გაჩერებაზე მამაკაცი ახალგაზრდა ქალის „შებმას“ ცდილობს.
– გოგონა‚ ამ საღამოს რას აკეთებ?
– იცით‚ მე ბავშვს ველოდები...
– და თუ ის არ მოვა?
***
მიხო ტირილით მივიდა მამასთან.
– მამი‚ რა არის‚ ყველა ჩემზე ყვება ანეკდოტს...
– ნუ დარდობ‚ მამი‚ გაიზრდები და თვითონ მოყვები.
***
ოპერაციის წინ ქმარი ცოლს უბარებს:
– დაიმახსოვრე: სანიტარს – 10 ლარი‚ ქირურგს – 200‚ ანესთეზიოლოგს – 500.
– გაგიჟდი? ანესთეზიოლოგს – რაში? ის ხომ მარტო გაძინებს...
– ჰო‚ დაძინებაში – 10 ლარი‚ აი‚ დანარჩენი 490 – გაღვიძებაში.
***
„თქვენ პატარა მკერდი გაქვთ‚ გინდათ გქონდეთ უფრო დიდი და მკვრივი? შეყავით ისინი სკაში“.
***
– მიხო‚ ამ მშენებლობაზე ყველა „კასკით“ რატომ არის?
– თავს იცავენ... „კრანოვშიკს“ კუჭი თუ აეშლება.
***
ფსიქოთერაპევტი – ის ადამიანია‚ ვისაც ფულს უხდით‚ რჩევებისთვის‚ რომელიც თქვენ უფასოდ მიეცით სხვას.
***
– რა კუნთები დაგიყენებია... მაგრამ მხოლოდ მარჯვენაზე‚ რატომ?
– რა ვიცი‚ უვარგისი მაუსი მაქვს...
***
ორი მეგობარი საუბრობს:
– აბა‚ როგორ მოგეწონა ჩემი საქმრო?
– ინტელიგენტია‚ სიმპათიური‚ განათლებული... აი‚ საწოლში რომ ასე საშინლად არ ხვრინავდეს...
***
სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა აპოლონის სკულპტურა გამოაქანდაკა.
– შესანიშნავია... – შეაქო პროფესორმა‚ მაგრამ‚ რატომ ფიქრობ‚ რომ აპოლონი ებრაელი იყო?
***
– გოგონა‚ თქვენი მოქნილი ტანი ქირავდება?
***
ცხენოსანთა შეჯიბრების დაწყების წინ ინსპექტორი მწვრთნელს წამოადგა თავზე‚ რომელიც რაღაცას აჭმევს ცხენს?
– რას აკეთებ? – შეეკითხა ინსპექტორი.
– უბრალო კარამელს ვაჭმევ ცხენს და მეც‚ აი‚ – და თვითონაც ჩაიდო პირში.
– მეც მომეცი...
სტარტის წინ მწვრთნელი ჟოკეის ეუბნება‚ თავს ნუ მოიკლავ‚ მშვიდად იარეთ‚ მხოლოდ ბოლო წრეზე მოუშვი აღვირი‚ პირველი იქნები! ფინიშის წინ თუ ვინმე ჩაგიქროლებს‚ ან მე ვიქნები‚ ან ინსპექტორი.
***
მეცნიერული სამახსოვრო:
– თუ ის მწვანეა ან მოძრაობს – ესე იგი‚ ბიოლოგიის ნაწილია.
– თუ სუნი აქვს – ესე იგი‚ ქიმიას ეკუთვნის.
– მექანიზმი‚ რომელიც არ მუშაობს – ფიზიკაა.
***
ცოლი გვიან დაბრუნებულ ქმარს შეეგება:
– როგორც იქნა...
– რა‚ ძალიან დავაგვიანე?
– არა‚ როგორც იქნა‚ ნორმალური ქალის სუნამოს სუნი აგდის.