კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს



5 ოქტომბერი

1908 – ბულგარეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1914 – მსოფლიოში პირველ საჰაერო ბრძოლაში შეეჯახნენ ერთმანეთს ფრანგული და გერმანული თვითმფრინავები.

1921 – ლონდონში გაიხსნა პირველი საერთაშორისო პენკლუბი.

6 ოქტომბერი

1889 – პარიზში გაიხსნა კაბარე „მულენ რუჟი“.

1917 – საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიტყვა „ჯაზი“.

1948 – ძლიერმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ქალაქი აშხაბადი (თურქმენეთი).

7 ოქტომბერი

1571 – ლეპანტოს ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ მიგელ დე სერვანტესმა დაკარგა მარცხენა ხელი.

1971 – გამოვიდა 13 წლის მაიკლ ჯექსონის პირველი სინგლი.

8 ოქტომბერი

1085 – ვენეციაში აკურთხეს სან-მარკოს (წმიდა მარკოზის) ტაძარი.

1818 – კრივის მატჩის დროს პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური ხელთათმანები.

1980 – უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე ბობ მარლი.

9 ოქტომბერი

1872 – აარონ მონტგომერიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნა პირველი მაღაზია ფოსტით.

1962 – ედიტ პიაფის და თეო სარაპოს ქორწილი.

1963 – ჰაერში აიჭრა პირველი ვერტმფრენი „მი-8“.

10 ოქტომბერი

1975 – ელიზაბეტ ტეილორი ცოლად გაჰყვა რიჩარდ ბარტონს. ბარტონი მისი მეექვსე ქმარი იყო.

1976 – 98 წლის ბერძენმა დიმიტრი იორდანიდისმა გაირბინა მარათონული დისტანცია 7 საათსა და 33 წუთში.

1980 – ალჟირში მოხდა 7,5-ბალიანი მიწისძვრა. თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქი ალ-ასლანსი. დაიღუპა 6 ათასი ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 250 ათასი.

1995 – მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა მოუგო ინდოელ გროსმაისტერ ვიში ანანდს და ამით შეინარჩუნა ტიტული.

11 ოქტომბერი

1881 – ამერიკელმა დევიდ ჰენდერსონმა დააპატენტა პირველი ფოტოფირი.

1931 – საბჭოთა კავშირში მიიღეს გადაწყვეტილება კერძო ვაჭრობის სრული ლიკვიდაციის შესახებ.

1939 – მეცნიერებმა ენრიკო ფერმიმ, ლეო სილარდმა და იუჯი ვიგნერმა დაწერეს წერილი ფაშისტურ გერმანიაში ატომური ბომბის შექმნის საშიშროების შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა ალბერტ აინშტაინიც. წერილი მანვე გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს.

1961 – სემიპალატინსკის პოლიგონზე მოხდა პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.

1968 – ამერიკელებმა კოსმოსში გაუშვეს პირველი კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ადამიანები იყვნენ – „აპოლონ 7“.

1976 – პეკინში დააპატიმრეს „ოთხთა ბანდა“ მაო ძედუნის მეთაურობით. ეს იყო ჩინეთში საფუძვლიანი ცვლილებების დასაწყისი.


скачать dle 11.3