განამ ნავთობის მოპოვება დაიწყო
განამ ნავთობის მოპოვება დაიწყო
აფრიკული სახელმწიფო განა იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომლებიც ნავთობს მოიპოვებენ. განა დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს და იქ ნავთობის მომპოვებელი პლატფორმები უკვე აამოქმედეს. აღსანიშნავია, რომ ნავთობისა და გაზის მარაგები განაში ჯერ კიდევ 3 წლის წინ აღმოაჩინეს. ექსპერტების შეფასებით, ამ ქვეყანაში ნავთობის მარაგი 3 მილიარდ ბარელს აღწევს. განაში ნავთობის მოპოვებითა და გადამუშავებით რუსული კომპანია „ლუკოილიც“ იყო დაინტერესებული. თუმცა, ეს უფლება ბრიტანულმა კონსორციუმმა მიიღო, რომლის სათავეშიც „ტულოუ ოილია“. კონსორციუმი იმედოვნებს, რომ ნავთობის მოპოვება საწყის ეტაპზე, 55 ათასი ბარელი იქნება დღეში. ნახევარ წელიწადში კი, მისი მოპოვება 120 ათას ბარელამდე გაიზრდება. განაში ნავთობის მოპოვებიდან პირველ წელს 400 მილიონ დოლარს ელიან. განა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სახელმწიფოა. დამკვირვებლები იმით არიან შეშფოთებულნი, რომ განაში ჯერჯერობით არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც სანავთობო სფეროში საქმიანობას მოაწესრიგებს. ქვეყნის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ნავთობის მოპოვება წელიწადში 1 მილიარდ დოლარ შემოსავალს მოიტანს. ამავე ოდენობის თანხა მოაქვს დღესდღეობით განისთვის ოქროსა და კაკაოს ექსპორტს.