კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მდიდარი ევროპელი მონარქი და რა ქონებას ფლობს ყველაზე ცნობილი დედოფალი პლანეტაზე

ისინი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რიცხვში შედიან, თუმცა მათი ნახვა ჟურნალ „ფორბსის” მიერ ყოველწლიურად შედგენილ მილიარდერთა რეიტინგში შეუძლებელია. მათ შესახებ ბევრს საუბრობენ და ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ღმერთთან არიან გაიგივებულნი. „თბილისელების” ამ ნომერში ამჯერად, „რიგით“ მილიარდერთა ნაცვლად, პლანეტის ყველაზე მდიდარი მონარქების რეიტინგს შემოგთავაზებთ, რომელიც 2010 წლის მონაცემებით, ისევ და ისევ „ფორბსის” ექსპერტების მიერ არის შედგენილი.

ჰასანალ ბოლკიაჰი: ბრუნეის სულთანი – 22 მილიარდი დოლარი

პლანეტის ყველაზე მდიდარი მონარქი 40 წელია, სათავეში უდგას ბრუნეის სასულთნოს. მას მემკვიდრეობით ხვდა წილად დინასტიის 600-წლიანი სიმდიდრე. ჰასანალი ერთპიროვნულად მართავს ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოს. გარდა იმისა, რომ სულთანია, ის ასევე, არის ბრუნეის პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა და თავდაცვის მინისტრი და რელიგიური ლიდერი; გატაცებულია პოლოთი, ძვირფასი ბრილიანტებისა და ავტომობილების კოლექციონირებით.

ჰალიფ ბენ ზაედ ალ ნაჰაიანი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი – 21 მილიარდი დოლარი

მისი უდიდებულესობა შეიხი ჰალიფი არის აბუ დაბის საემიროების მმართველი. მის მფლობელობაშია მსოფლიო ნავთობის მარაგის 10 პროცენტი. ახლო მომავალში შეიხი გეგმავს, არაბთა გაერთიანებული საემიროები ახლო აღმოსავლეთის კულტურულ ცენტრად აქციოს.

აბდალა ბენ აბდელაზიზი: საუდის არაბეთის მეფე – 19 მილიარდი დოლარი

მეფე აბდალა საუდის არაბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა და მას შემდეგ საკუთარი სახელობის ქალაქს აშენებს. ფინანსების სფეროში ის გაცილებით უფრო კონსერვატორია, ვიდრე მისი წინამორბედი – მეფე ფადჰი. მეფე მოჯირითე ცხენების მოშენებით არის დაკავებული. მან დააარსა ორი ბიბლიოთეკა საუდის არაბეთსა და მაროკოში.

მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაქტუმი: დუბაის მმართველი – 16 მილიარდი დოლარი

57 წლის შეიხი ალ მაქტუმი უმდიდრესი მეგაპოლისის – დუბაის მმართველია, მას ეკუთვნის „HSBC” და „დოიჩე ბანკის” აქციათა პაკეტები; ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სამომავლოდ „ბარნეის” აქციათა ყიდვასაც გეგმავს.

ფჰუმიპონ ადულიადეტე: ტაილანდის მეფე – 15 მილიარდი დოლარი

ის არის ყველაზე სტაჟიანი მონარქი მსოფლიოში. ფჰუმიპონი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, განათლება შვეიცარიაში მიიღო, საკუთარ ქვეყანაში კი იგი ღვთაების სტატუსით სარგებლობს. ტაილანდის სამეფო ოჯახი მთელ პლანეტაზე ფლობს უძრავ-მოძრავ ქონებას და, ასევე, დაკავებულია ინვესტირებით ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში. მეფე აქტიურად იცავს გარემოს დაბინძურებისგან და საკუთარ ავტომობილებს ბენზინის ნაცვლად პალმის ზეთზე ამუშავებს.

ჰანს ადამ მეორე: ლიხტენშტეინის პრინცი – 4,5 მილიარდი დოლარი

იგი ევროპული ჯუჯა სახელმწიფოს მეთაურია, რომლის საგვარეულოს 900-წლიანი ისტორია აქვს. პრინცი დინასტიის მიერ ოთხი საუკუნის წინათ დანერგილ ტრადიციას განაგრძობს და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირებას ეწევა. იგი ფლობს რუბენსის 33 ტილოს, რაც დღესდღეობით ყველაზე დიდ კერძო კოლექციად ითვლება მსოფლიოში. ჰანს ადამის მფლობელობაშია ბანკი „LGT” და გენმოდიფიცირებული ბრინჯის მწარმოებელი ფირმა „რაის ტეკი”.

ჰამად ბენ ჰალიფ ა-ტანი: ყატარის ემირი – 2,4 მილიარდი დოლარი

ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ სპონსორი და ფეხბურთის დიდი მოყვარული ყატარის ემირი ამ აზიური სახელმწიფოს სათავეში 1995 წელს, უსისხლო რევოლუციის შედეგად მოვიდა. ამბობენ, რომ არა ემირის სიყვარული ფეხბურთის მიმართ, ყატარი ვერ მოიპოვებდა მსოფლიოს 2022 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას.

მოჰამედ მოეთხე: მაროკოს მეფე – 2 მილიარდი დოლარი

მოჰამედს „ღატაკთა მეფეს” უწოდებენ. იგი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას სიღატაკესთან ბრძოლასა და ადამიანთა უფლებების დაცვას აქცევს. ამბობენ, რომ მაროკოს მეფე ყოველდღიურად საკუთარი თავისთვის 960 ათას დოლარს ხარჯავს, საიდანაც ძირითადი თანხა ახალი ტანსაცმლის ყიდვასა და ავტომობილების რემონტზე მოდის.

ალბერტ მეორე: მონაკოს პრინცი – 1,2 მილიარდი დოლარი

მამის, პრინცი რენიეს გარდაცვალების შემდეგ, მონაკოს სათავეში ალბერტი მოვიდა და მას მემკვიდრეობით შეხვდა უძრავ-მოძრავი ქონება, ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია და წილი მონტე-კარლოს სამორინეში.

ელიზაბეთ მეორე: დიდი ბრიტანეთის დედოფალი – 600 მილიონი დოლარი

ყველაზე ცნობილი დედოფალი პლანეტაზე, რომელიც, სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღესაც აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა და ბევრს მოგზაურობს, ფლობს ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ინგლისსა და შოტლანდიაში, ასევე, ხელოვნების ძვირფას ნიმუშებს და ცნობილი ფერმწერების ტილოებს. ამბობენ, რომ დედოფლალი ახალგაზრდობიდანაა გატაცებული ფილატელიით. მის კოლექციაში უნიკალური და ძვირად ღირებული საფოსტო მარკები ინახება.

შეიხ ჯაბერა ას-საბაჰა: ქუვეითის ემირი – 500 მილიონი დოლარი

ას-საბაჰის დინასტიის მეთაური და ქუვეითის მეოთხე პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყნის სათავეში 2006 წელს მოვიდა, ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ აზიელ მმართველად ითვლება, რადგან მისი ხელმძღვანელობით ქალებს მიეცათ უფლება, დაიკავონ თანამდებობა სახელმწიფო აპარატში და, ასევე, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

კაბუს ბენ საიდი: ომანის სულთანი – 500 მილიონი დოლარი

6-წლიანი შინაპატიმრობის შემდეგ, 1970 წელს, კაბუს ბენ საიდმა სამეფო ტახტიდან გადატრიალების გზით ჩამოაგდო მამა და სათაევში ჩაუდგა ომანის სასულთნოს. მისი მმართველობის პერიოდში ომანი დაუახლოვდა დასავლეთის სახელმწიფოებს. ქვეყნის ძირითადი შემოსავლის წყარო ნავთობია. კაბუს ბენ საიდის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება მეჩეთების აღდგენა-რესტავრაცია.

ბეატრიქსი – ნიდერლანდების დედოფალი: 300 მილიონი დოლარი

ბეატრიქსი ყველაზე დიდ ძალაუფლებას ფლობს ევროპელ მონარქებს შორის, მას შეუძლია, დანიშნოს ან მოხსნას პრემიერ-მინისტრი და დეპუტატი, ასევე, ხელი მოაწეროს კანონს. მისი ქონების ძირითად ნაწილს უძრავი ქონება, ინვესტიციები და ანტიკვარიატი შეადგენს.

მსვატი მეორე – სვაზილენდის მეფე: 200 მილიონი დოლარი

აფრიკის უკანასკნელი აბსოლუტური მონარქი, მსვატი მეორე, სამეფო ტახტზე 18 წლის ასაკში ავიდა. ჰყავს 13 ცოლი და თითოეული თავის ცოლისთვის აშენებული აქვს ინდივიდუალური სასახლე, ხოლო მისი კაპიტალი უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციებით იზრდება.


скачать dle 11.3