კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი აემჯი“ „ბი ტურბო“, რომელსაც 612 ცხენის ძალა აქვს. გაასწრებს თუ არა ის „ბეემვე M5-ს“ ტრასაზე?

პასუხი: თქვენი კითხვიდან გამომდინარე, მხოლოდ ზოგადად შემიძლია, პასუხი გაგცეთ. ტრასაზე, გულისხმობთ სწორ გზაზე გასწრებას, ალბათ, მაგრამ გააჩნია, ეს ადგილიდან აჩქარება იქნება თუ გარკვეული სიჩქარის შემდეგ კიდევ აჩქარება. საერთოდ 0-400 მეტრზე „612 მერსედესი“ ასწრებს „M5-ს“, შემდგომ სიჩქარეზე უკვე ორივე მანქანას 250 კილომეტრ-საათზე სისწრაფის შეზღუდვა აქვს, ასე რომ, მათი ოფიციალური ტესტი უცნობია.

კითხვა: ამ მოდელებიდან – „მერსედეს ესელ55 აემჯი“, „ესელერ“, „ბეემვე M6“ და „M5“ – რომელია უფრო სწრაფი? იქნებ თანმიმდევრულად დამიხასიათოთ.

პასუხი: ამ ოთხი ჩამოთვლილი მოდელიდან, „ესელ 55“, „M5“ და „M6“ დაახლოებით ერთი კლასის მანქანებია და შეიძლება მათი შედარება, მაგრამ რაც შეეხება „ესელერ-მაკლარენს“ ეს სულ სხვა კლასის სუპერკარია, რომელიც ბევრად მაღლა დგას აღნიშნულ მოდელებზე. მოკლედ დაგიხასიათებთ თითოეულ მათგანს – „ესელ 55 აემჯი“ გახლავთ მაღალი კლასის როდსტერი, რომელსაც აქვს ძლიერი ძრავა და უფრო სპორტული დაკიდების სისტემა სტანდარტულ მერსედესებთან შედარებით. თუმცა, ის არ გახლავთ სპორტული ავტომობილი და ამ თვალსაზრისით „M5“ და „M6“-სთან შედარებით მხოლოდ მძლავრ და სწრაფ როდსტერად რჩება. რაც შეეხება „ბეემვე M5“, „M6“, ესენიც გახლავთ ძლიერი და სწრაფი „სედანი“ და „კუპე“ – თუმცა მათში უფრო მეტად სპორტული ხასიათი ჭარბობს – ასეთია: მათში განთავსებული ძრავა, გადაცემათა კოლოფი, დაკიდება და ასე შემდეგ. „ესელერ-მაკლარენი“ კი გახლავთ ძალიან ძვირად ღირებული სუპერკარი, რომელშიც გამოყენებულია მაღალი ტექნოლოგიები და პარამეტრებით ბევრად სწრაფია, ვიდრე დანარჩენი სამი მანქანა. თუმცა, აქვე დავძენ, რომ არც „ესელერ“ გახლავთ მხოლოდ სპორტული მანქანა, თუ შევადარებთ მისი კლასის „ფერარის“, „ლამბორჯინის“ და სხვა სპორტულ ავტომობილებს.

კითხვა: მყავს „აუდი A4“, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავათი, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. „აუდის“ ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან შეკეთება ვცადე, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა, მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?

პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, თუმცა ახლის დაყენება შეიძლება, მაგრამ ტურბინის, როგორც უბრალოდ ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ, ძრავას სჭირდება „დანასტროიკება“. თუ ნამდვილად კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ, და კიდევ გაუმართაობას აქვს ადგილი, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყოს დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავას გამართულ მუშაობას. ჯობია, ისევ ცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.


скачать dle 11.3