კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევანელოთ ავტომობილის სვლა თუ მუხრუჭმა არ დაიჭირა

ხშირად ხდება, რომ მძღოლი ელემენტარული დაბნეულობისა და გამოუცდელობის გამო, სრულიად უწყინარ, ოდნავ საავარიო მდგომარეობასაც კი, სერიოზულ საფრთხედ აქცევს, იქნება ეს მშრალ, სველ თუ მოყინულ გზაზე. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე გვირჩევს, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციებში.

მევლუდ მელაძე: ავტომობილის მართვის დროს გარემოება, ჩვენდაუნებურად, ხშირად ისე იცვლება, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ვვარდებით. საჭიროა, დროული მოქმედება, სწრაფი რეაქცია იმისთვის, რომ ამ დაბნეულობას სავალალო შედეგი არ მოჰყვეს. პირველი, რასაც დაბნეულობის დროს აკეთებს ადამიანი – აწვება მუხრუჭს, გიჟივით ატრიალებს საჭეს და ერთადერთი, რასაც ცდილობს, ავტომობილის გაჩერებაა. არადა, უმრავლეს შემთხვევაში გაჩერება უარეს სიტუაციაში გვაგდებს, ვკარგავთ ავტომობილის მართვის საშუალებას და კიდევ უფრო სერიოზული საფრთხე იქმნება.

– როგორ არ უნდა დავიბნეთ მაშინ, როდესაც, ვთქვათ, პირველი ავარიაა და სრულიად გამოუცდელები ვართ, ავარიული სიტუაციის გამოცდილება როგორ მივიღოთ?

– არის სასწავლო ტრენაჟორი, რომელიც მსგავს სიტუაციებში ძალიან გვეხმარება, რომ ინსტინქტს სწორი მიმართულება მივცეთ. როდესაც ავტომობილით მიდიხართ, ან თუნდაც სახლში ხართ და ფიქრის დრო გაქვთ, წარმოიდგინეთ სხვადასხვა უჩვეულო სიტუაცია. მაგალითად, მიდიხართ და გაჩერდა ავტობუსი. წარმოიდგინეთ, რას იზამდით, წინ რომ კაცს, ქალს, ბავშვს ან თუნდაც ხუთ მოზარდს გაევლო, რომლებიდანაც ზოგი წინ წავიდოდა, ზოგიც უკან. რას მოიმოქმედებთ ამ დროს? ყოველთვის უნდა ეცადოთ უარესიდან ნაკლებად უარესი სიტუაცია აირჩიოთ. დავუშვათ, გაჩერდით შუქნიშანთან, უკან მომავალი ავტომობილი კი ისეთი სისწრაფით მოდის, ხვდებით, მუხრუჭებმა არ დაუჭირა და გეჯახებათ, რას მოიმოქმედებდით ამ დროს – დაძრავდით, გვერდით გაიწეოდით, მანქანიდან გადმოხტებოდით თუ რა?! ნებისმიერი, საერთოდ წარმოუდგენელი შემთხვევაც კი, უნდა გათვალოთ – მეხი ჩამოვარდა, ვულკანმა ამოხეთქა, ყველაფერი უნდა დაუშვათ. თუ ოდესმე რამე მსგავსი მოხდა, გონებას უკვე აღარ დასჭირდება ფიქრი, ანალიზის გაკეთება. ის უკვე ინსტინქტების დონეზე გააკეთებს იმას, რაზეც უკვე ნაფიქრი აქვს. ვთქვათ, იგივე შუქნიშანთან, თქვენი შენელების და მისი აჩქარების კოეფიციენტი ერთმანეთს თუ არ ემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემაა. ამ მომენტში თუ წინ წაწევის საშუალება გაქვთ, უმჯობესია, წინ მიიწიოთ ან ოდნავ გვერდით გაიწიოთ და ისე გაჩერდეთ. ვთქვათ, სანაპიროზე, სულ მარტო დგახართ შუქნიშანთან და ხვდებით, რომ ავტომობილი დიდი სიჩქარით გიახლოვდებათ. უცებ უნდა გადაწყვიტოთ, რა უფრო პრიორიტეტულია, წითელზე გაიაროთ, ამით წესები დაარღვიოთ და დაგაჯარიმონ კიდეც, თუ დაელოდოთ სწრაფად მომავალ ავტომობილს, მოახერხებს თუ არა შეჩერებას, ან გვერდის ავლას. ერთი სიტყვით, პრიორიტეტები ძალიან სწრაფად, წამის მეასედებში უნდა განსაზღვროთ.

– თუ ჩვენ არ დაგვიჭირა მუხრუჭმა?

– ასეთი შემთხვევები ხდება და მძღოლებს საშინელ პანიკაში სწორედ ეს მდგომარეობა აგდებთ. ვერ ჩერდებით, ეს უკვე განგაშია. უპირველესად, ეს ხელის მუხრუჭი უნდა გამოიყენოთ, რომელიც სამუხრუჭე სისტემისგან სრულიად დამოუკიდებლად მუშაობს. სათადარიგო მუხრუჭის გამოყენება უნდა დაიწყოთ, მაგრამ ნელა. თუ მკვეთრად გამოიყენებთ სათადარიგო მუხრუჭს, შესაძლოა, მოცურდეთ და ამან ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს, მაშინ, როცა ეს მოსალოდნელი არ იყო. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ საქართველოში მოძრავ ძალიან ბევრ ავტომობილს ხელის მუხრუჭი მწყობრში არასდროს აქვს. თუ ეს ასეა, დაიწყეთ სიჩქარეების შენელება – მეხუთედან მეოთხეში, მერე მესამეში, მეორეში და პირველშიც კი, იმისთვის რომ სრულად შენელდეს. თუ გამოუვალი სიტუაციაა, შეგიძლიათ, პირდაპირ მეხუთედან მეორეშიც გადაიტანოთ, მაგრამ ისიც შეიძლება, კოლოფმა ეს სიჩქარე არ მიიღოს და ამან კიდევ მეტად დაგაბნიოთ. ავტომობილი, თუ რასაკვირველია, რაღაცას არ ეჯახებით, უმჯობესია, თანმიმდევრულად შეანელოთ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს დაიწყებთ თუ არა, სასწრაფოდ გამორთეთ ძრავა. გასაღების გადატრიალებით, ძრავას ჩაქრობითა და სიჩქარეების გადართვით ბოლომდე შეანელებთ სვლას და სადმე გაჩერდებით. ეს იმ შემთხვევაში, თუ მართვის ავტომატურკოლოფიანი ავტომობილი გყავთ.

– თუ მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი გვყავს?

– ამ შემთხვევაში, სულ სხვანაირად უნდა იმოქმედოთ – ავტომობილი არამც და არამც არ გამორთოთ, რადგან ის იმავე სისწრაფით განაგრძობს დაგორებას და სრულიად უმართავი გახდება. პარკინგში გადატანა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სვლას საათში 20 კილომეტრ-სიჩქარეზე დაიყვანთ. უფრო მაღალ სიჩქარეზე პარკინგის ბლოკირების კბილი ძალიან იოლად გატყდება და ვეღარაფერს იზამთ. როცა მუხრუჭი არ იჭერს, გადაგაქვთ იმწამსვე უკანა სიჩქარეში და ავტომობილი დამუხრუჭებას დაიწყებს. თუ ამ დროს გაზსაც დააწვებით, დაარეგულირებთ შენელების ხარისხს. ანუ, ავტომატიკის გაჩერება ამ შემთხვევაში უფრო ადვილია.


скачать dle 11.3