ლარისას კასილასის არენდით აყვანა სურს
უშანგი რუხაძე
პარაგვაელი მოდელი – ლარისა რიკელმე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დროს საკუთარი სამშობლოს ნაკრების ემოციური მხარდაჭერით გახდა ცნობილი, აცხადებს, რომ მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი – იკერ კასილასი პლანეტის ყველაზე სასურველი და სექსუალური ფეხბურთელია. ის დიდი სიამოვნებით გადაუხდიდა იკერის საცოლეს, ტელეწამყვან სარა კარბონეროს თანხას, ცოტა ხნით რომ ეთხოვებინა მისთვის იკერი. ლარისა რიკელმე 2010 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე აცხადებდა, რომ პარაგვაის გაჩემპიონების შემთხვევაში, სრულიად გაშიშვლდებოდა. თუმცა, ჩემპიონი ესპანეთი გახდა, ლარისამ კი სიტყვა მაინც შეასრულა და რამდენიმე გულახდილ ფოტო-სესიაში მიიღო მონაწილეობა.