ედერიკა „ფიფას“ აგენტობაზე ოცნებობს და იხდის
იტალიელი ფედერიკა მორიანი „ფიფას“ ლიცენზირებული აგენტის თანამდებობაზე ოცნებობს და ამის პარალელურად, გულახდილ ფოტო-სესიებისთვის პოზირებს. ცნობილია, რომ მოდელი ფეხბურთელებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენს. ყველა დროის ყველაზე სასურველ ფეხბურთელად მას „მილანის“ ფორვარდი ფილიპო ინძაგი მიაჩნია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ამჟამად მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე სექსუალური „რეჯინელი“ ლუკა ტონია. საინტერესოა, რომ ფედერიკას ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გაზეთში საკუთარი სვეტი მიჰყავს. ახლახან გამოსული 2011 წლის კალენდარი კი, სადაც ფედერიკა სრულიად შიშველია, ყველაზე გაყიდვადი გადასაშლელი კალენდარია იტალიაში.