ელენამ ფეხბურთელის გული „ესემესით“ მოიგოელენამ ფეხბურთელის გული „ესემესით“ მოიგო
ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა იტალიელმა მოდელმა ელენა სანტარელიმ პრესის ჟურნალისტებს საიდუმლო გაუმხილა, თუ როგორ მოიგო „უდინეზეს“ ფეხბურთელის ბერნარდო კორადის გული. მისი თქმით, 2005 წელს მან „ესემესი“ გაუგზავნა ფეხბურთელს, სადაც ეწერა – „გამარჯობა, მე სანტარელი ელენა ვარ, როგორ ხარ?“, რის საპასუხოდაც კორადისგან ანალოგიური მესიჯი მიიღო. „ესემესების“ გაცვლიდან ცოტა ხანში, ელენას და ბერნარდოს რომანის შესახებ მთელმა იტალიამ გაიგო. ისინი დღემდე ერთად არიან. თუმცა, თავისი ურთიერთობის დაკანონებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ.