რაგბისტი კრივმა გაიტაცა
მსოფლიო სპორტში არაერთხელ მომხდარა, რომ სპორტსმენებს ამპლუა შეუცვლიათ და სპორტის ერთი სახეობიდან მეორეში გადასულან საასპარეზოდ. სწორედ ამ გზას დაადგა ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების წევრი სანი ბილ უილიამსი, რომელმაც საკუთარი ძალების მოსინჯვა პროფესიულ კრივში გადაწყვიტა. უილიამსს ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული პროფესიულ რინგზე, თუმცა ორივე შეხვედრა 2009 წელს გაიმართა. მომდევნო მატჩი კი 29 იანვარს ავსტრალიურ ნიუკასლში გაიმართება და მისი მეტოქე ადგილობრივი მოკრივე სკოტ ლიუისი იქნება. უილიამსის თქმით, კრივის დახმარებით იგი ახალი ზელანდიის ძირითად 15-ეულში აპირებს ადგილის დაბრუნებას 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მის სამშობლოში გაიმართება.