კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუთმო პოპ-ვარსკვლავმა ბიონსემ თინეიჯერების კერპ ტეილორ სვიფტს და რამდენი მილიონი ალბომის ასლის გაყიდვა მოახერხა მან



ამჟამად ახალგაზრდა მომღერლის, ტეილორ სვიფტის სახელი ცნობილია არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. მისი სიმღერების უმეტესობა მის მიერვე არის დაწერილი პოპ-ქანთრის ჟანრში და, თუ შეიძლება, ვინმე დღევანდელი პოპ-ქანთრის ვარსკვლავად ვაღიაროთ, ეს სწორედ ტეილორ სვიფტია. თინეიჯერების კერპი მუსიკოსი სულ ახლახან განთქმულმა მუსიკალურმა არხმა „ემტივიმაც“ გამოარჩია და მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ქალი-შემსრულებლის ვიდეო-კლიპი“ „ემტივის“ კოსმონავტის“ მინიატურული ქანდაკებით დააჯილდოვა.

ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში“ ერქვა, ხოლო 10 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 11 წლის ტეილორმა დაწერა 350-გვერდიანი პოემა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა. 12 წლის ასაკში ტეილორი პროფესიულ დონეზე უკრავდა გიტარაზე, ასევე, იყო ადგილობრივი ახალგაზრდული თეატრის დასის წევრიც და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომელ მიმართულებას გაჰყოლოდა – თეატრს თუ მუსიკას. საბოლოოდ ტეილორმა მომღერლობა გადაწყვიტა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მის ბებიას, ყოფილ პროფესიონალ ოპერის მომღერალს, რომელიც თავის დროზე ამერიკის, პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და ვიეტნამის ოპერებში გამოდიოდა. ტეილორის ბებია, ცნობილ ოპერაში – „სევილიელ დალაქში“ და მიუზიკლ „ვესთსაიდის ისტორიაში“ წამყვან პარტიებს ასრულებდა. მისი სასცენო შავ-თეთრი ფოტოების ცქერით გატაცებულმა ტეილორმა საბოლოოდ ქანთრის ჟანრში მუსიკოსობა გადაწყვიტა. პირველი დამოუკიდებელი კონცერტების გამართვა ტეილორმა მშობლიური ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრში დაიწყო, სადაც სპეციალურად მის მოსასმენად ახლომდებარე ქალაქებიდან მოდიოდნენ ოჯახებით. პირველი წარმატება ახალგაზრდა მომღერალმა „ბლუმბერგს ფეირის“ ფესტივალზე მოიპოვა და მისით ხმის ჩამწერი რამდენიმე სტუდია დაინტერესდა. როგორც თვითონ მუსიკოსი ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს შენაია თვეინმა, ლიენ რაიმსმა და დოლი პარტონმა.

13 წლის ასაკში ტეილორი ნეშვილში ჩავიდა, სადაც გადაგზავნილი ჰქონდა თავისი დემო-ჩანაწერები, მაგრამ იმხანად ხმის ჩამწერი სტუდიები არ იყვნენ დაინტერესებულნი ახალგაზრდა ტალანტის მონაცემებით და ის უარით გაისტუმრეს. სვიფტი, რომელიც ბავშვობაში დეტექტივის პროფესიაზე ოცნებობდა, პენსილვანიაში დაბრუნდა, სადაც მას მოულოდნელად მოწვევა მოუვიდა ჩოგბურთში „დიდი მუზარადის“ ტურნირის „იუეს ოუფენის“ ორგანიზატორებისგან, რომლებმაც ნიჭიერი მუსიკოსი ტურნირის გახსნის დღეს ჰიმნის სამღერად მიიწვიეს. სვიფტის გამოსვლით მაყურებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ და მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ტეილორი თითქმის ყოველკვირა ჩადიოდა ნეშვილში და თავისი შემოქმედების ფიარით მუსიკალური პროდიუსერებისგან შემოთავაზებებს ელოდებოდა. როდესაც ტეილორი 14 წლის გახდა, მისი ოჯახი ნეშვილში გადასახლდა. სწორედ ამ პერიოდში მასთან გააფორმა ხელშეკრულება „ერცეეი რექორდსმა“, მაგრამ ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტეილორმა გაწყვიტა კონტრაქტი, რადგან სტუდიის ხელმძღვანელები უშლიდნენ მას საკუთარი სიმღერების ჩაწერას. „ბლუბერდ კაფეში“ ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, სადაც ძირითადად თვითნასწავლი მომღერლები გამოდიოდნენ, ტეილორს „ბიგ მაშინ რექორდსი“ დაუკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც მუსიკოსი დასთანხმდა.

2006 წლის 26 ოქტომბერს გამოვიდა ტეილორის პირველი ალბომი „ტეილორ სვიფტი“, რომელიც ბილბორდებში გამოსვლისთანავე მე-12 პოზიციაზე განთავსდა, ერთ კვირაში კი ალბომის 39 ათასი ცალი ასლი გაიყიდა. ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ტექსტები და მელოდია ტეილორს ეკუთვნოდა და ქანთრის სტილში ჩაწერილ ალბომებს შორის ის დიდხანს ინარჩუნებდა მოწინავე პოზიციებს შესაბამის ჰიტ-აღლუმებში. 2009 წლის აგვისტოსთვის ტეილორ სვიფტის ამ ალბომის გაყიდვების მაჩვენებელმა 3,5 მილიონი ცალი ასლი შეადგინა. 2008 წელს გამოვიდა მუსიკოსის მომდევნო, მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც წინაზე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, ტეილორ სვიფტი პოპულარულ ტელეგადაცემა „სეთუდეი ნაით ლაივში“ მიიწვიეს და ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქანთრი-მუსიკოსი, მათ შორის, ვინც კი გადაცემის არსებობის 33 წლის განმავლობაში ჩაწერაზე მიუწვევიათ. განსაკუთრებით წარმატებული კი მომღერლისთვის 2009 წელი გამოდგა, როდესაც ის „ემტივის“ მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა. სხვათა შორის, ტეილორ სვიფტი წლევანდელი დაჯილდოების უმთავრესი სკანდალის მონაწილეც გახდა. როდესაც ტეილორმა თავისი ჯილდო მიიღო და სამადლობელი სიტყვის სათქმელად ემზადებოდა, მას მოულოდნელად მიეჭრა რეპერი ქენი ვესთი, გამოართვა მიკროფონი და სახალხოდ განაცხადა, რომ ეს ჯილდო ბიონსეს ეკუთვნოდა და რომ ტეილორ სვიფტი შემთხვევით გახდა გამარჯვებული. რეპერის ამ ქცევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ხოლო ბიონსემ მისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ, როგორც წლის საუკეთესო მომღერალმა, სამადლობელი სიტყვის თქმა ტეილორს დაუთმო და ამით თავისი კეთილი ნება გამოხატა ახალგაზრდა მუსიკოსის მიმართ.

მუსიკის გარდა ტეილორ სვიფტი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული – ის სოლიდურ თანხებს რიცხავს „წითელ ჯვარსა“ და სხვა ორგანიზაციებში. გარდა ამისა, ტეილორი 2009 წლის „ფორბსის“ 30 წლამდე ასაკის მილიონერ მომღერლებს შორის მეთორმეტე ადგილზე იმყოფება 18 მილიონი დოლარით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია, მომღერალი, რომელსაც არასდროს დაუგემოვნებია ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი, ყველაზე სექსუალური ქალის გამოსავლენ გამოკითხვებში მოწინავე ადგილს იკავებს, რაც 180 სანტიმეტრის სიმაღლისა და მოდელის გარეგნობის მქონე ტეილორისთვის სირთულე არ არის.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3