კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რომას“ ფეხბურთელები ამღერდნენ

ფეხბურთელები რომ თავისი პოპულარობით შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს გაუტოლდნენ, დადასტურებული ფაქტია, მაგალითად დევიდ ბექჰემიც კმარა. მისი პირადი ცხოვრება ბრედ პიტის ცხოვრებაზე არანაკლებ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. ფეხბურთელები ყველგან არიან, მათ კინოში იწვევენ, ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა შოუებში და მღერიან კიდეც. სწორედ სიმღერამ და ცეკვამ მიიყვანა პოპულარულ იტალიურ შოუში „მოდი, ვიცეკვოთ“ დედაქალაქური „რომას“ ოთხი წამყვანი ფეხბურთელი – მეკარე ჟულიო სერჟიო, მცველი ალესანდრო როზი და ფორვარდები: იტალიის ნაკრების წევრი მარკო ბორიელო და სტეფანო ოკაკა ჩუკა. ოთხეულმა სასცენო კოსტიუმები მოირგო და ცნობილი ამერიკული ჯგუფის „ვილიჯ ფიფლის“ ჰიტური კომპოზიცია – „უაიემსიეი“ შეასრულა. „რომას“ ლიდერებს იმდენად კარგად გამოუვიდათ ეს, რომ შოუს წამყვანებმა მათ კიდევ ერთი მოწვევა გაუგზავნეს. საინტერესოა, რომ „ვილიჯ ფიფლის“ წევრები თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით იყვნენ ცნობილები, ხოლო ამ ოთხეულის ორიენტაცია ჯერჯერობით იტალიაში ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. იტალიელი ქალების აზრით, მარკო ბორიელო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ფეხბურთელია სერია A-ში.


скачать dle 11.3