სტაფილო – მხედველობისთვის, ბროწეული – მდგრადობისთვის, ფორთოხალი კი – ტონუსის ასამაღლებლადსტაფილო – მხედველობისთვის, ბროწეული – მდგრადობისთვის, ფორთოხალი კი – ტონუსის ასამაღლებლად
კაროტინი, რომელსაც სტაფილო და მისი წვენი შეიცავს, ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის. გარდა ამისა, ის მდიდარია A ვიტამინით, ფოსფორით, კალციუმითა და რკინით, რომელიც აუმჯობესებს მადას, ამაგრებს კბილებს, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური დაავადებების მიმართ. სტაფილოს წვენს ახალგაზრდობის ელექსირადაც მიიჩნევენ.
ბროწეულის წვენს ორგანიზმი ძალიან კარგად ითვისებს, აღძრავს მადას და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ბროწეულის წვენი მეტად სასარგებლოა ფეხმძიმე ქალებისთვის, განსაკუთრებით ჭარხლისა და სტაფილოს წვენთან ერთად. ბროწეულის წვენი იწვევს რადიაციისადმი ორგანიზმის მდგრადობის ამაღლებას. ის ესაჭიროება ყველა მოზარდს. ბროწეულის წვენი ღვინოზე სასარგებლოა და გემრიელი.
ფორთოხლის წვენი მდიდარია C ვიტამინით და აძლიერებს იმუნიტეტს. ის შეუცვლელია წელიწადის ცივ დროს, რადგან გვიცავს გაციებისა და ინფექციებისგან. გარდა ამისა, C ვიტამინი ამაღლებს ტონუსს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს სისხლძარღვებს. ფორთოხლის წვენი მიზანშეწონილია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს, ასევე, თირკმელების დაავადებისას. ფორთოხლის წვენი დაბალკალორიულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაწუხებთ, მას მოერიდეთ.