კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გავითვალისწინოთ სუფრასთან დაჯდომამდე, რომ ნაბახუსევმა არ შეგვაწუხოს

ახალი წელი მოახლოვდა და ყველა ოჯახში დაიწყო წინასაახალწლო მზადება. დიასახლისები კერძების კეთების თადარიგს იჭერენ, მამაკაცები კი სადღესასწაულო სასმელებს ირჩევენ. დღესასწაულის შემდეგ ყველას უჩნდება ერთი პრობლემა, კერძოდ, როგორ ვუწამლოთ ნაბახუსევს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ფიქრობთ, რომ სუფრასთან მოგიწევთ დროსტარება და შესაბამისად, სასმლის დალევაც.

სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე საათით ადრე დალიეთ დაახლოებით 50 გრამი არაყი, რომელიც წინასწარ მოამზადებს თქვენს ორგანიზმს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მისაღებად.

სუფრასთან დაჯდომამდე მიირთვით მაგარი ჩაი პიტნით ან ყავა ლიმონით. მიირთვით რაიმე ცხიმიანი კერძი, კარაქი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ისინი ხელს უშლის ალკოჰოლის ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ფაფები ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში გაწოვას, რაც სიმთვრალის დონეს ამცირებს, ამიტომ სასურველია, მიირთვათ ის სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე ხნით ადრე.

ეცადეთ, ქეიფისას მიირთვათ ერთი სახეობის ალკოჰოლური სასმელი. არ არის რეკომენდებული სუსტი და მაგარი სასმელების ერთმანეთში გაზავება და ისე დალევა. თუ თქვენ აპირებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის დალევას, ნუ დაიწყებთ შამპანურით. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ტკბილია სასმელი, მით უფრო რთულია მისი მონელება.

თუ სვამთ სპირტიან სასმელს, ყოველი ჭიქის დაცლის შემდეგ აუცილებლად მიაყოლეთ საჭმელი. ეს უკანასკნელი ხელს უშლის ორგანიზმში ალკოჰოლის მოქმედებას.

დალევიდან მეორე დღეს სასურველია, მიირთვათ ლიმონიანი და პიტნიანი ჩაი ან ყავა.

ზოგიერთი ადამიანი გულისრევის შემდეგ გამოდის მძიმე მდგომარეობიდან. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ერთი ფინჯანი მარილიანი ყავა.

მიირთვით მინერალური წყალი, ლიმონიანი ცივი წყალი, კომბოსტოს ან კიტრის მწნილი. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხელი, წვნიანი კერძები.

გირჩევთ, ყოველივე ზემოთქმული სუფრასთან დაჯდომის წინ გაიაზროთ.

ეს წინასაახალწლო რჩევები ბახუსის ყველა მოყვარულს ააცილებს ზედმეტ პრობლემას, რომელიც ახალი წლის დღეებში ნამდვილად არ გვჭირდება.


скачать dle 11.3