კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „მოაჯადოვა“ მახო ქვრივიშვილმა ოცდაშვიდი წლით უმცროსი გოგონა

„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი“, – მახო ქვრივიშვილის დაგვიანებული სიყვარული მძაფრი, რომანტიკული, ვნებიანი და ღრმაა. ასეთი შეყვარებული ადამიანი იშვიათად თუ მინახავს, თუმცა ძნელია მიხვდე, მას უფრო მეტად უყვარს მარიამ ახობაძე თუ პირიქით. მარიამს მახოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, რაც მის ყოველ მზერაშიც ჩანს.

მახო ქვრივიშვილი: სიმართლე გითხრათ, ახალ ურთიერთობებს, სიყვარულს არ ვეძებდი. ჩვენი ამბის დაწყება, ღმერთის წყალობა იყო. ერთმანეთი ერთ-ერთ ბარში გავიცანით. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი და მარიამიც – თავის სამეგობროსთან ერთად. სწორედ იქ შევამჩნიე ეს ადამიანი. ჰოდა, შევამჩნიე, შევამჩნიე და შევამჩნიე (იცინიან). რომ დავინახე, რატომღაც ვიფიქრე ვიცნობდი და ეგრევე დაველაპარაკე. არ ვიცი, ვერასდროს აგიხსნით ამ სიტუაციას, თუ რატომ გრძნობ, რომ ადამიანს იცნობ. შიგნიდან ხდება რაღაცა, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია, ცოტა მისტიკური. ყველას თავისი დამოკიდებულება და შეხედულება აქვს ქალის მიმართ.

– მოდი, მარიამიც გავიცნოთ, ვინ არის, რას აკეთებს, რა ასაკისაა?

– მარიამ ახობაძე გახლავთ ის გოგო, რომელიც მიყვარს. მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. უბრალოდ, დავინახე ადამიანი, ქალი, ერთგული, წესიერი, პატიოსანი, დადებითი და რა თქმა უნდა, ლამაზი. შიგნით, უცებ დამემართა რაღაც, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხე.

– ეს არის უკანასკნელი, შემოდგომის სიყვარული?

– მგონია, რომ – კი.

მარიამ ახობაძე: ვარ ოცი წლის. ჯერ არსად ვსწავლობ, ვემზადები და ჩაბარებას ვაპირებ.

მახო: ძალიან გამიხარდა, როდესაც მითხრა, რომ ფსიქოლოგის პროფესიის დაუფლება უნდა. თვითონაც დაფიქრებული ადამიანია, ყურადღებიანი და სერიოზული. თავის ასაკის გოგოებს არ ჰგავს. იმიტომ კი არა, რომ ისინი არ მომწონს, უბრალოდ, მარიამის სამყარო ჩემთვის უფრო მისაღებია და უფრო ახლოსაა. ისევე როგორც მე, ვარ სერიოზული, თავშეკავებული, მაგრამ ხანდახან არის, რომ გახსნილი ვარ. მხიარულია ასევე, მარიამიც.

– მარიამ, შენი პირველი რეაქცია როგორი იყო მახოს მიმართ. მის შესახებ სულ ლაპარაკობენ, სულ ქალბატონების გარემოცვაშია და ალბათ, ეს ყველაფერი შენც გქონდა გაგონილი.

მარიამი: უბრალოდ, ვიცოდი მისი სახელი და გვარი და რომ მსახიობია. არაფერი ვიცოდი მისი ცხოვრების შესახებ – ცოლი ჰყავდა თუ შვილი. უბრალოდ, შევხედე და რომ შევხედე, იმის შემდეგ გვერდით ვეღარ გავიხედე.

მახო: შემიძლია ეს ავხსნა, ოღონდ არა აქ. აბსოლუტურად, განგების ნება იყო ჩვენი შეხვედრა, მით უმეტეს რომ პირველი დანახვისთანავე, რაღაც შეიცვალა ორივეს არსებობაში. გული გულს გრძნობს, თვალი თვალს ხედავს. ეს შეგრძნებები და ბიოდენები ერთმანეთში გადადის.

– რამდენი ხანი დასჭირდა ამ ურთიერთობის მისტიკურობიდან რეალურობამდე ჩამოყალიბებას?

მარიამი: ძალიან ცოტა – ორი კვირაც კი არა. ყოველდღე ერთად ვიყავით. ვერ ვძლებდი მის გარეშე. თუ ვერ ვხედავდით ერთმანეთს, ოცდაოთხი საათი ტელეფონზე ვლაპარაკობდით.

– თინეიჯერობაში დაგაბრუნა, ხედავ?!

მახო: ახალგაზრდული შემართებით ყოველთვის ვიყავი და არასდროს მიგრძნია თავი, ასაკში თუ ხანში შესულ ადამიანად. ენერგიით აღსავსე ადამიანი ვარ და ყოველ შემთხვევაში ოცი წელი კიდევ ასე ვაპირებ ყოფნას. დარჩენილი ის თხუთმეტი იქნება თუ ოცი წელი, მინდა იმ გრძნობებში, ემოციებში გავატარო, რაც ამ ბოლო პერიოდში მივიღე.

– ამ ბოლო დროს უამრავ სკანდალში გაეხვიე. თითქოს სტაბილურობაა შენს ცხოვრებაში და უცებ ისეთ ნაბიჯს გადადგამ ხოლმე, რომელიც ჩვენი მენტალიტეტის მქონე ქვეყანაში ცოტა სარისკოა.

– არასდროს ვერევი სხვის ცხოვრებასა და ოჯახურ საქმეებში. არასდროს ვიხედები ფანჯრის ჭუჭრუტანასა და ვიღაცის ჯიბეში. მაგრამ, როდესაც ხალხს უყვარხარ, გიცნობს, პირიქით, შენი ცხოვრებით დაინტერესება, ნორმალურია. თუმცა, ამასაც აქვს გარკვეული დოზები. გაღიზიანებს სიტუაცია, როდესაც ორმოცდაშვიდი წლის ადამიანს გკარნახობენ, როგორ ჯობია მოიქცე. ორმოცდაშვიდი კი არა, თვრამეტი წლის ასაკიდან ის ჩამოყალიბებულად ითვლება, თავისი აზროვნება აქვს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. იქ დედა, ბებია, მეზობელი ვეღარ ერევა. შეიძლება, ოჯახის წევრმა რჩევა მოგცეს, მაგრამ თუ ხედავ, რომ მაინც იმ გზით მიდის, გვერდით უნდა დაუდგე. ყოველთვის ვცდილობ, ფაქტებში, გადაწყვეტილებებში, ადამიანებში კარგი ვეძებო.

– ასაკში განსხვავების გამოა, ალბათ, ამდენი ჭორი.

– მარიამი ზრდასრული, მოაზროვნე ადამიანია. ასაკში ამხელა განსხვავება წყვილისთვის შეიძლება, პრობლემა გახდეს სხვადასხვა ინტერესების, ცხოვრების სტილის, სურვილებში აცდენის გამო. მაგრამ, როდესაც ადამიანს თავიდან ბოლომდე შენი ესმის, შენ კი – მისი, ერთი და იგივე გიხარიათ თუ გწყინთ, აქ არავითარი ასაკი აღარ იგრძნობა. რა გავაკეთე ასეთი?! შემიყვარდა ადამიანი, რომელსაც ასევე, ვუყვარვარ, ერთმანეთს პატივს ვცემთ და ბევრ რამეში თანხვედრაში მოვდივართ. სიყვარულის გარდა, არსებობს ურთიერთობა, რომელიც უნდა შედგეს.

მარიამი: აბსოლუტურად, ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს. ეს არის საოცარი ადამიანი და როგორსაც მე ვიცნობ, ალბათ, არავინ იცნობს ისეთს – მშვიდი, გაწონასწორებული და უთბილესი. თვითონაც ძალიან უყვარს სითბო. საერთოდ სხვანაირია ხალხისთვის და სხვანაირია – ჩემი მახო. სულ სხვანაირად ვხედავ მას.

– მახო, ცნობილია და ასე თუ ისე, მიჩვეულია მის ცხოვრებაში ქექვას. შენ როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი?

– ხომ არ გადაირიე, ხომ არ გაგიჟდის ძახილი?! – იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ მახოს გაიცნობდნენ. უფრო, რა თქმა უნდა, მშობლების მხრიდან. თუმცა, დღეს, მგონი, ჩემს, მშობლებს მახო ჩემზე მეტად უყვართ. გადასარევი ურთიერთობა აქვთ.

– მშობლები როგორ გააცანი?

მახო: მშობლები ჩემზე პატარები არიან, (იცინიან).

მარიამი: დამოუკიდებელი აზროვნების ვარ და როდესაც მშობლებმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაიგეს, არავითარი ყვირილი, ჩხუბი და ისტერიკა არ ყოფილა. როგორც კი ვიგრძენი, რომ მიყვარდა და ამ ადამიანის გარეშე ვერ ვარსებობდი, უბრალოდ, არ შემეძლო, არაფერი, მივედი სახლში, დაველაპარაკე მათ და როგორც ჩანს, ისინიც უცებ მიხვდნენ, რომ ეს გრძნობა საკმაოდ ღრმა იყო. ანუ, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მათ აინტერესებდათ, მახო როგორ არის ჩემს მიმართ განწყობილი, სერიოზულად უყურებს თუ არა ამ ყველაფერს. ერთ დღესაც მივედით მე და მახო, ისაუბრეს, გაუგეს ერთმანეთს და მას შემდეგ სიმშვიდეა.

მახო: სხვათა შორის, პირველად მივედი მშობლის გასაცნობად, ანუ ასეთ ამპლუაში. დროთა განმავლობაში, თავისთავად ხდებოდა ამის საჭიროება. აქ კი ვგრძნობდი, რომ ეს დროზე უნდა გამეკეთებინა. ქარაფშუტა ბიჭი არ ვარ, ასევე ქარაფშუტული აზრებით. უცებ შევიგრძენი, რომ ეს გოგო ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო და რატომ? არ ვიცი. ამიტომაც, მისი მშობლების გაცნობა დავაჩქარე.

– ორმოცდაშვიდი წლის ასაკში ურთიერთობების გასერიოზულებას ხშირად გაურბიან.

– სადაც სიყვარულია, სადაც ურთიერთობებია, იქ ძალიან მალე ჩანს ყველაფერი. წარმოიქმნება შინაგანი კონფლიქტები, ვერ უგებენ ერთმანეთს. ნელ-ნელა სწავლობ, იღებ გამოცდილებას – რა არის კარგი და რა ცუდი. როგორ არ უნდა მოიქცე ოჯახში ქალთან, რა მოსწონს ქალს და რა გაახარებს მის გულს. თან, იმასაც სწავლობ შენდაუნებურად, ყოველდღიურობაში შენი ქცევით როგორ გამოიწვიო მისი საპასუხო რეაქცია. ძალიან დიდი მადლობა ყველა ქალს იმისთვის, რომ ჩემს გვერდით იყვნენ; იმ ემოციების და გრძნობებისთვის, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვქონია. ის იყო კარგი, ბედნიერებით სავსე და ტკივილიანი წუთები. ამიტომ, დღეს უკვე ზუსტად ვიცოდი და დრო აღარ მჭირდებოდა იმის გადასაწყვეტად გამესერიოზულებინა თუ არა ეს ურთიერთობა.

– მარიამისთვის პირველი სიყვარულია?

– მგონი, ოცი წლის გოგოსთვის პირველი სიყვარული არ უნდა იყოს.

მარიამი: მეორე სიყვარულია. მაგრამ, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მართლა ეს არის ჩემი პირველი სიყვარული, იმდენად სხვაა ეს გრძნობა.

მახო: სიყვარული ერთია, უბრალოდ, ამ ერთ გრძნობაში ხშირად რაღაცეები შეიძლება, შეიცვალოს. თორემ, შენი ემოცია, ის, რაც გაქვს მონიჭებული, ერთია.

– ეს შემოდგომის სიყვარული რითი განსხვავდება იმ გრძნობებისგან, რომელიც გქონია?

– მარიამი ახალგაზრდაა, ჩემზე პატარა – ყვავილი რომ კვირტობს, გაშლას, გაფურჩქვნას რომ იწყებს, იმ ასაკშია. მას ყოველდღე სჭირდება წყლის დასხმა, მოვლა, მზის სხივებით გათბობა... სითბო, მოფერება, ალერსი, მზრუნველობა და მოფრთხილება – ამით არის ჩემი სიყვარული სავსე.

– ეჭვიანები თუ ხართ?

მარიამი: საშინლად ეჭვიანი ვარ, მაგრამ ვცდილობ, არ ვიყო, რადგან ვიცი, ეს ცუდია და მახოსაც საშინლად არ მოსწონს. ხანდახან, უბრალოდ, ვერ ვიკავებ და გამოვდივარ წყობიდან. ადამიანებს უყვართ და ძალიან ღიად გამოხატავენ ამ დამოკიდებულებას. თავიდან, თითქოს შევეჩვიე, მაგრამ, რაც დრო გადის, რაც უფრო ჩემი ხდება და ყოველდღიურად უფრო მიყვარდება, ამაზე თვალის დახუჭვა მიჭირს. ანუ, მახოსგან გამომდინარე კი არა, გარემოსა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე ვეჭვიანობ. თუმცა, მახო ყოველთვის მეტ ყურადღებას მაქცევს.

მახო: იცი, არც მე ვიყავი ეჭვიანი, მაგრამ ბოლო პერიოდში, გავხდი. ჰოროსკოპით ლომი ვარ, რომელიც ცოტა ეგოისტი და მესაკუთრეა. თავდაჯერებული კი არის ლომი, მაგრამ თუ სითბო და ენერგია ვერ მიიღო, უჩნდება ეჭვი. ბედნიერებაა, როდესაც იძინებ და იღვიძებ შენს საყვარელ ადამიანთან, როდესაც მის სითბოს გრძნობ. შეიძლება დაიძინო ადამიანთან და მისი სითბო ვერ იგრძნო, გაიღვიძო და უცხო იყოს. აი. ეს არის მთავარი. თან, 2011 – ჩემი წელი მოდის და დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მაგარი იქნება ჩვენთვის.

– ქორწილს ხომ არ გეგმავთ?

– სიამოვნებით. თუ ამის საშუალება იქნება, გავაკეთებთ ცოტა დიდს, თუ არადა, ვიწრო წრეში, ჩვენს ახლობელ ადამიანებთან ერთად.


скачать dle 11.3