კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო უნდოდა თავის მოკვლა ფრიდონ სულაბერიძეს და ვისი საშუალებით გამოვიდა ის ნელ-ნელა მდგომარეობიდან

თბილისში ერთი საკმაოდ სიმპათიური, დახვეწილი მანერების, თავის თაობაში გამორჩეულად მოხდენილი კაცი ცხოვრობს. მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პეწი და მამაკაცური თვისებები, ასაკის მიუხედავად, მანდილოსნებს დღესაც ხიბლავს. ფრიდონ სულაბერიძე იმ მამაკაცთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც სრულად შეიგრძნო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გვერდით ყოფნის ბედნიერება, მაგრამ ცხოვრება ხომ ბევრი მოულოდნელი სასიამოვნო თუ არასასიამოვნო სიტუაციითა სავსე. თხუთმეტი წლის შემდეგ ბატონმა ფრიდონმა „სუხიშვილების“ ანსამბლი დატოვა და ანსამბლ „რუსთავში“ წავიდა, სადაც, უკვე ოცდათხუთმეტი წელია, მუხლმოუდრეკელად აკეთებს თავის საქმეს. ყველაზე დიდი დაღი მაინც უმცროსი შვილის გარდაცვალებამ დაასვა. ეს ის შემთხვევაა, როცა შენთვის სიცოცხლე აღარ ნავარდობს, როცა ირგვლივ ყველაფერი ბნელი, პატარა, უსუსური და მხდალია. ფრიდონ სულაბერიძის დღიურს ყველაზე მუქი კალმისტრით ვწერ და ვფიქრობ, რატომ ექცევა ცხოვრება ასე სასტიკად ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად, სიკეთით ცხოვრობენ და თან, ყველას უყვარს.

– ბატონო ფრიდონ, გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე, იმ წარმატებებზე, რასაც ჯერ კიდევ „სუხიშვილების“ ანსამბლში ყოფნისას მიაღწიეთ.

– დავიბადე თბილისში 1941 წლის 24 ოქტომბერს. მამა ძველი კომუნისტი, პარტმდივანი გახლდათ და ყოველთვის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნის, „დოკის“ დირექტორი იყო, დედა – დიასახლისი. რთული ბავშვობა მაქვს გავლილი. სამი წლის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა მე და დედა. ვიზრდებოდი ისეთ ძველბიჭურ უბანში, როგორიც იყო „ნახალოვკა“ – ნაძალადევი. დედაჩემი ძალიან მშრომელი ქალი იყო. ეცოდებოდათ და უბანში რაღაცნაირად ყურადღებას მაქცევდნენ. სიგარეტსაც არ მაწევინებდნენ. ხედავდნენ, რომ უმამოდ ვიზრდებოდი და ჩემს აღზრდაში იყვნენ ჩართული. იყო ერთი ასეთ არაჩვეულებრივი პიროვნება, „სუხიშვილების“ მოცეკვავე მიშა მაისურაძე, რომელიც ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი და ფრანგული ენის სპეციალისტი გახლდათ და ფრანგულს მასწავლიდა. მათთან რომ მივდიოდი სახლში და კედლებზე გამოფენილ ბატონი მიშას ჩოხასა და ყაბალახში გადაღებულ სურათებს ვუყურებდი, ძალიან მსიამოვნებდა. ნაძალადევში სულ მოცეკვავეები ცხოვრობდნენ, მთელი სამჭედლო იყო მოცეკვავეების. ადრე ამბობდნენ – „ნახალოვკის“ ხიდი რომ ჩაინგრეს, მოცეკვავეები დარჩებიანო. მთელ ქალაქში არ იყო იმდენი მოცეკვავე, რამდენიც ამ უბანში. აი, ამ ხალხში გავიზარდე და როცა ცეკვა დავიწყე, დამცინოდნენ – ამანაც ცეკვა დაიწყოო. მიუხედავად ამისა, არ ვღიზიანდებოდი, პირიქით, უფრო შემართებით ვცეკვავდი. პირველად დედამ მიმიყვანა ცეკვაზე, მაგრამ პატარა ვიყავი და არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი პროფესია გახდებოდა. მერე იმდენად შემიყვარდა, რომ ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში, ქორეოგრაფიულზე შევედი, ავთანდილ თათარაძის კლასში. არასდროს დამავიწყდება, ამ კაცს ისეთი სიარულის, საუბრის მანერა და შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა, იტყოდით, არაამქვეყნიურიაო. ნამდვილი არისტოკრატი გახლდათ. აი, აქედან დაიწყო ჩემი საცეკვაო კარიერა. ჩატარდა კონკურსი. ვინც გაიმარჯვებდა, ავსტრიაში წავიდოდა. ჟიურის თავმჯდომარე ილიკო სუხიშვილი გახლდათ. გაიმარჯვა ბუხუტი დარახველიძის ანსამბლმა. მე „ქართულსა“ და „აჭარულს“ ვცეკვავდი. ბატონმა ილიკომ რომ ნახა, კარგად ვცეკვავდი, თქვა – ეს ჯგუფი წავა ავსტრიაში და ეს პატარა ბიჭიც ჩასვით სიაშიო. ასე მოვხვდი პირველად უცხოეთში. მერე, რომ წამოვიზარდე, ჩემი მეწყვილეები, არაჩვეულებრივი მოცეკვავეები – ლატავრა ფოჩიანი, მოგვიანებით კი იამზე დოლაბერიძე გახდნენ. მოვხვდი სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო ჯგუფში, სადაც უკვე „სტავკებს“ გვაძლევდნენ. გამოვდიოდით სხვადასხვა კონცერტებზე, უცხოეთში დავდიოდით. საინტერესო ცხოვრება დაგვეწყო. ბატონი ილიკო უკვე მიცნობდა. ერთხელ შემხვდა და მკითხა, რას აკეთებო. ჩეხოსლოვაკიაში მივდივართ-მეთქი. რა გინდა, შვილო, ჩეხოსლოვაკიაში, ჩვენთან მოდი, ანსამბლშიო. ძლიერი ანსამბლი იყო და მათთან მისვლის ყველას ეშინოდა, მათ შორის მეც. ისინი ხომ უძლიერესი მოცეკვავეები იყვნენ. ახლა რომ ვიხსენებ, ის გუნდი, რომელიც 60-იან წლებში იყო, ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ. ჯერ ერთი, ულამაზესები, სათითაოდ არჩეულები. არასდროს დამავიწყდება, როცა მივედი, ქალბატონი ნინო ფილარმონიის დარბაზში რეპეტიციას ატარებდა. სავარძელში იჯდა, საოცრად ლამაზი, ძალიან გემოვნებიანად ჩაცმული, დედოფალივით მოხდენილი ქალი. როცა მკითხეს, რას იცეკვებო, იმდენად დავიბენი, რაც კი ვიცოდი, ყველაფერი დამავიწყდა, მაგრამ მერე ბიჭები მომეხმარნენ. დავიწყე ცეკვა „ქართული“ და ერთი წრე რომ შემოვუარე, არც კი გამესვა ცერი, რომ ბატონმა ილიკომ შემაჩერა, მიღებული ხარო. იცით, ეს რამხელა გამარჯვება იყო? ხომ ძლიერი მოცეკვავე ვიყავი, მაგრამ ექვსი თვე უხელფასოდ დავდიოდი. არც კი მახსოვს, თბილისში რამდენ ხანს ვცხოვრობდი, სულ უცხოეთში დავდიოდით. დღეს არიან ანსამბლები, სამი-ოთხი კონცერტისთვის მიდიან და ჩვენ 120 კონცერტზე გამოვდიოდით. ჯერ ვიყავი დამსახურებული არტისტი, შემდეგ – სახალხო.

– როგორც ვიცი, ანსამბლიდან თენგიზ სუხიშვილთან უთანხმოების გამო წამოხვედით. რა და როგორ მოხდა?

– თხუთმეტი წელი ვიყავი მათთან. პატარა ინციდენტის გამო წამოვედი. მე და ილიკო სუხიშვილის შვილს – თენგიზს, ნასვამები ვიყავით და ჩხუბი მოგვივიდა. იმის მოყოლას არ დავიწყებ, ვინ იყო მართალი და ვინ – მტყუანი. ფაქტია, რომ ორივე ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ორი სახალხო არტისტი დაგვიჭირეს, თუმცა არც არავინ მოგვიკლავს, არც დაგვიჭრია და არც არავინ გვიჩიოდა. დღესაც ვფიქრობ ამაზე და, მგონია, რომ ჩვენი დაჭერის მიზეზი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიმართ შური იყო. უნდოდათ, ისინი გაემწარებინათ. მათ დიდი სახელი ჰქონდათ, მსოფლიო – მოვლილი და ყველგან ფურორს ახდენდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველებში შურია. რაღაც უნდა აკეთო ისეთი და იმდენი უნდა იშრომო, რომ გაღიარონ. რატომ დაგვიჭირეს? ახალგაზრდა კაცს კარიერას უფუჭებ? ისევ ილიკო სუხიშვილის მოხერხებულობამ და მისმა ჩემდამი საოცარმა სიყვარულმა გამოგვაძვრინა ამ სიტუაციიდან, თორემ ჩვენთვის რომ მოესაჯათ, სახალხოობასაც მოგვიხსნიდნენ და ყველაფერს დავკარგავდით. ექვსი თვე ვიჯექი.

– მართალია, მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ წარმომიდგენია, მაშინ თავს როგორ გრძნობდით.

– ბატონი ილიკო შვილს მეძახდა, ისე ვუყვარდი, ჩემზე გიჟდებოდა. ანსამბლის თითოეულ წევრს შეჩვეული ვიყავი, და ჩემი იქიდან წამოსვლა და სხვაგან გადასვლა, კატასტროფის ტოლფასი იყო. მივხვდი, რომ ოჯახი დავკარგე, რომელიც ასე მიყვარდა. მე უკვე მოგიყევით, როგორი ბავშვობა გამოვიარე, რა უბანში და როგორ ვიზრდებოდი და უცბად ამ არაჩვეულებრივ საზოგადოებაში, ნამდვილ ცეკვის აკადემიაში მოვხვდი. როგორ გგონიათ, ბატონი ილიკო მე გამამართლებდა და თავის შვილს გაამტყუნებდა? ვიფიქრე, აქ ჩემი აღარაფერი გავა-მეთქი და წამოვედი. დღე და ღამე არ მეძინა. მერე მივედი ანსამბლ „რუსთავში“, სადაც არაჩვეულებრივი კაცი, ანზორ ერქომაიშვილი დამხვდა. ისე მოხდა, რომ მასთან ერთად ამ ანსამბლის ხელმძღვანელი გავხდი. აგერ უკვე ოცდათხუთმეტი წელია, რაც ამ ანსამბლში ვარ. რომელ ქვეყანაში არ ვყოფილვართ, მაგრამ არასდროს დამავიწყდება რომი. თხუთმეტი წელია, არც ქართული სიმღერა გაუგიათ და არც ქართული ცეკვა უნახავთ. ჩვენი ტელევიზია გვახლდა თან და გული მტკივა, რომ არაპროფესიონალები აღმოჩნდნენ. წარმოიდგინეთ, იტალიაში გამოდის ანსამბლი „რუსთავი“ და ჭიქის აღებას იღებენ. ქართველს რად უნდა ჭიქის აღების გადაღება, ისედაც ოცდაოთხი საათი ჭიქა უჭირავს ხელში. რამაც ფურორი მოახდინა, ის არ უჩვენეს. ჯერ მარტო სამოცი გამოჩენილი მსახიობი ესწრებოდა ამ კონცერტს, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ელჩი იყო. ეს იყო გრანდიოზული ელიტური კონცერტი. ჩვენი მოცეკვავეები კი არ ცეკვავდნენ, დაფრინავდნენ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი საქმე ასე მიყვარს. ქართულ ცეკვას ვუვლი, როგორც კახელი კაცი თავის ვენახს, როგორც შვილები გავზარდე. არავის ეგონოს, რომ ანსამბლი „რუსთავი“ ძველმოდურად ცეკვავს. ჩვენც გვაქვს თანამედროვე ელემენტები, მაგრამ ძირძველს არ ვსპობთ. არ მინდა, ყველაფერი გავშიფრო, მაგრამ საშინელებაა, რასაც ვუყურებ. ქალი იმხელაზე იქნევს ფეხებს, ბიჭს ცხვირში ურტყამს. ბიჭი ქართულ ცეკვაში აღარაფერს ნიშნავს. ქართულ ცეკვაში სწორედ ის აზრია ჩადებული, რომ ქალი შენი მორჩილი, შენი მოსიყვარულეა. მთელი პოემაა.

– დიდი ხნის წინ თავს უბედურება დაგატყდათ. თქვენი უმცროსი ვაჟი, ავთანდილი მოკლეს. ვიცი, რა მძიმე გასახსენებელიც არის ეს თქვენთვის, მაგრამ ეს თქვენი ცხოვრების დღიურიდან ის ამოვარდნილი ფურცელია, რომელიც ცალკე, სათუთ ადგილას, გულში გაქვთ შენახული.

– სიტყვა ბედნიერების მეშინია, რადგან, როცა ვთქვი, ძალიან ბედნიერი ვარ-მეთქი, ცუდი რაღაც დამემართა. არ მინდა ამის გახსენება, მაგრამ რაც არ უნდა გინდოდეს, ვერაფერს გახდები. ჩემს თავზე წისქვილის ქვა დატრიალდა. მე ცოცხალი ვარ და ჩემი, ცხრამეტი წლის, ანგელოზივით ბიჭი, მიწაში წევს. ეს ამბავი ოცდახუთი წლის წინ, ქალაქგარეთ მოხდა, მეგობრებთან ერთად იყო. ბიჭები ნასვამები იყვნენ და შელაპარაკდნენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ უნდოდა იმ ადამიანს, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ერთი თვის შვილი დარჩა (ბატონი ფრიდონის შვილიშვილი ზაზა შენგელიას სიძეა და ლონდონში ცხოვრობს – ავტორი). გულზე მდუღარე წყალი რომ გადაგასხან, თავს ისე ვგრძნობ. რატომ ბერდება კაციო, იტყვიან. იმიტომ ბერდება, რომ დიდი დარდი აქვს. სიბერის არ მეშინია, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა მომსვლოდა. ამ დროს უკვე ანსამბლ „რუსთავში“ ვიყავი და ანზორ ერქომაიშვილი რომ არა, ალბათ, დღესაც ვერ გამოვიდოდი მდგომარეობიდან. ძმასავით დამიდგა გვერდში. მოდიოდა და მამხნევებდა. თავში აზრად მქონდა, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რომელიც ჩემს დატანჯულ ცხოვრებას წერტილს დაუსვამდა, მაგრამ მართლმადიდებელი ვარ და გავჩერდი. უფრო მეტი ტკივილი რომ არ მიმეყენებინა ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. არავითარი სურვილი არ მქონდა სიცოცხლის. დიდხანს არ გავდიოდი სახლიდან, სინათლის დანახვაც არ მინდოდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეუღლესაც დავშორდი.

– შემდეგ ხელმეორედ დაოჯახდით.

– საესტრადო სასწავლებელში ვასწავლიდი. მადონა იქ სწავლობდა. ლამაზი გოგო იყო, მომწონდა, მაგრამ მასწავლებელი ვიყავი და ჩემს თავს ვერ ვაკადრებდი, რამე მეთქვა. მერე, ყველაფერი რომ აირ-დაირია ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთს შევხვდით და გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. მარტო ხომ არ ვიქნებოდი?


скачать dle 11.3