კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აგიჟებდა უკრაინელ ოფიციანტებს ვახო ბიჭიკაშვილი და რატომ ეშინიათ თვითმფრინავში მისი დანახვა სტიუარდესებს



„კომედი შოუს“ გამორჩეული მსახიობი, „დუბლიონკიანი“ კასპელი ზაურა, იგივე ვახო ბიჭიკაშვილი, რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან მხიარული, ენაწყლიანი ადამიანია და უამრავი თავგადასავალიც აქვს თავს გადახდენილი, რომლებსაც დღეს სიცილით იხსენებს.



– ვახო, ხშირად ხვდები გამოუვალ, სასცილო სიტუაციებში? როგორ ახერხებ აქედან თავის დაძვრენას?

– ადრე ვერ ვახერხებდი ხოლმე ასეთი სიტუაციებიდან თავის დაძვრენას, ახლა კი ვისწავლე მეთოდები. რაც ცნობილი სახე გავხდი, მას მერე, მინდა თუ არა, ვხდები სასაცილო, გამოუვალ, კურიოზულ სიტუაციებში და თავსაც შეძლებისდაგვარად ვიძვრენ. ისე, ახლა რომ ვაკვირდები, ძირითადად ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით მაქვს მაგარი ამბები. ყველა მცნობს, გამიბამენ საუბარს: შენ ის არ ხარ? ეს როგორ არის, ის როგორ თქვი და ასე შემდეგ. ერთხელ, ჩავჯექი ტაქსიში. მძღოლმა გამომხედა და მკითხა, შენ ის არ ხარ, კასპელი ზაურაო? მე ვუთხარი, არა, ის არ ვარ, ეტყობა, ძალიან მგავს, ქუჩაშიც მაჩერებენ და მეკითხებიან, ერთი იმის ესა და ისა-მეთქი, შევიგინე. გადაირია, გაცოფდა რატომ კადრულობთ, ახალგაზრდავ, ეგ ტიპი ძალიან უყვარს ჩემს ოჯახსო (იცინის). რომ მივედი დანიშნულების ადგილას და გადმოვედი, კი ვუთხარი, ჰო, მე ის ვარ და დიდი მადლობა დაცვისთვის-მეთქი. გაეცინა. თუ დიდ მანძილზე ვარ წასასვლელი და მიცნო მძღოლმა, დაღუპულია ჩემი საქმე. გაგიგიათ, კაცი თავის თავს აგინებდეს? (იცინის).

– ამბობენ, ვახო დიდი ჩხუბისთავი ბიჭი იყო და „ქუჩის აკადემიაც“ სულ ფრიადებზე გაიარაო. მართალია?

– მართალია, დიდი ჩხუბისთავი და ცელქი ვიყავი. თუ სადმე ჩხუბი იყო, ყველამ იცოდა, რომ მეც აუცილებლად ვიქნებოდი გარეული. ჩხუბისთავიც ვიყავი და ისეთი სამეგობრო წრეც მყავდა, რომ არ ჩამომრჩებოდნენ დარტყმაში. სკოლაში ჩხუბისთავის სტატუსი ბოლომდე შემრჩა. ერთხელ, სკოლის პერიოდში, პატარები ჩხუბობდნენ. მივედი, უფროსკლასელი ვარ, ვიფიქრე, გავაშველებ, შევარიგებ-მეთქი და... თავი არ გამიტეხეს? შიგ თავში მომარტყეს უშველებელი ქვა. რაღას ვიზამდი? „სპასიბა“-მეთქი ვუთხარი და წამოვედი გასისხლიანებული. აი, ასეთებიც მომხდარა.

– ნადირობა და თევზაობა თუ გიყვარს და ამ თემასთან დაკავშირებით თუ გაქვს სახალისო ისტორია გასახსენებელი?

– ერთხელ წამიყვანეს კახეთისკენ, კაჭრეთში მწყერზე სანადიროდ. ბიჭები დაირაზმნენ, ჩაიცვეს სათანადოდ, დაიჭირეს თოფები, დაგეშეს ძაღლები. მეც ჩავიცვი სპეციალური მონადირის ფორმა, ხელში თოფის მაგივრად ვიდეოკამერა დავიჭირე, ვიფიქრე, ნადირობის პროცესს გადავიღებ-მეთქი. მოკლედ, ჩაუსაფრდებიან, აფრინდება მწყერი, ესვრიან, გავარდება ძაღლი და ჭამა-ჭამით მოდის უკან. ისევ ჩაუსაფრდებიან, აფრინდება, ესვრიან, გავარდება ძაღლი, შეჭამს, მოვა. მაგარი ძაღლი იყო. მე კი გამიტაცა ბუნებამ, დავდიოდი და ვიღებდი გაფრენილ მწყერს. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა რომ მე უფრო მეტი მწყერი გადავიღე, ვიდრე იმათ მოკლეს. (იცინის). ასე რომ, ჩემგან მონადირე არ გამოვა. კი ვხუმრობდი, კაცო იმ ძაღლის მაგივრად მე გაგეშვით, გაუპუტავად მაინც არ შევჭამდი იმ მწყერს-მეთქი. რაჭაში კი, შაორის ტბაზე წაგვიყვანა ბიძაჩემმა სათევზაოდ. გადააგდო ბადე და ველოდებით. გავიხედეთ, თევზი მოედო. ვეცით ბადეს და ვექაჩებით. უცებ ბადე რაღაცას მოედო წყალში. ვიკაცე, მოვეჭიდე და ისეთი გადავვარდი წყალში, ძლივს ამომიყვანეს იქიდან. კინაღამ დავიხრჩვი. მაგრამ, მერე, ისე გემრიელად გეახელით ის თევზი, ვიღას ახსოვდა დახრჩობა.

– სტიუარდესებს რატომ არ უყვარხარ, ერთი ესეც მითხარი. თუ, გიგონებენ?

– არ მიგონებენ, სტიუარდესებს სისხლს მართლა ვუშრობ და მინდა ახლა მოვუხადო მათ ბოდიში ჩემი საქციელის გამო. ფრენის დროს სასმელის „ჩაფენა“ მიყვარს, მსიამოვნებს ასე მგზავრობა, ორმაგი ემოცია მიპყრობს. ერთხელ მე და ფაქო მივფრინავდით კიევში ეკონომკლასით. დავუძახე სტიუარდესას და ვუთხარი, ვისკი მომიტანე-მეთქი. არ გვაქვსო. გადავირიე, როგორ არ გაქვთ, ბიზნესკლასზე ხომ არის გათვლილი სასმელი და ის მომიტანე, თორემ, ფრენის დროს თუ არ დავლიე, შიში მიპყრობს და პანიკაში ვვარდები, დავაწიოკებ მგზავრებს-მეთქი. დამიწყო, ვერ მოგიტან, უფლება არ მაქვს, ესაო, ისაო. მომიტანა პატარა ბოთლით ლუდი. იფიქრა, ამას თავისას არ გავატანინებო. ცოტა ხანში შევიხსენი ღვედი და დავიწყე სალონში წინ და უკან სიარული. თან „როჟებს ვკერავ“, დროდადრო რაღაცას წამოვიყვირებ. მომვარდება სტიუარდესა, მკითხავს რა გჭირსო, ვეუბნები სასმელი მინდა, ცუდად ვარ-მეთქი. მაინც არ მოაქვს. ბოლოს დავიყვირე, ვაიმე, გააღეთ ფანჯრები, ცუდად ვარ, ჰაერი არ მყოფნის-მეთქი. ეტყობა, სტიუარდესამ იფიქრა, ეს გიჟია, მართლა არ ჩაამტვრიოს მინაო და ნახევარი ბოთლი ვისკი მომირბენინა. (იცინის). „ჩავუფინე“ და როგორ ჩავფრინდი და დავფრინდი, აღარ მახსოვს. ისე, არც კიევში ჩასულს მომიკლია „ჩაფენა“, ხომ იცი...

– გავიგე, რომ რუსული ენა კარგად არ გცოდნია. ენის ბარიერი პრობლემას არ გიქმნიდა?

– მე არ ვიქმნიდი ენის პრობლემას, თორემ... ერთხელ რესტორანში ვსხედვართ. ვჭამეთ, ვსვით. სიგარეტს მოვუკიდე ბოლოს. საფერფლე არ მაქვს. ოფიციანტი შორს იდგა. ხმამაღლა დავიძახე: „ოფიციანტ, იზვინიტე, ადინ საფერფლე ნადა“. ფაქო გადაირია, – „პეპელნიცა“, ბიჭოო. ისეთი თვალებით გამომხედა იმ ოფიციანტმა, მგონი იფიქრა რა „პაროდააო“... (იცინის). გამყიდველებსაც ხელ-ფეხის მოძრაობით ვაგებინებდი, რაც მინდოდა. რა ვიცი, მე პრობლემა არ მქონდა და იმათ იდარდონ, თუ ვერ მიგებდნენ. ერთხელ კი, მე და ფაქო დისკოთეკაზე წავედით. ხომ არ ვიცი რუსული ენა? ჩემი მუნჯურ-ფრანგულ-ინგლისურით ორი მაგარი „ნაშა ავაგდე“ ეგრევე. მერე პატარა ურთიერთობებიც ჩამოვაყალიბეთ და...

– ქალის გამო გმირობა თუ ჩაგიდენია?

– როგორ არა. ჩემს მეგობარს უყვარდა ერთი გოგო. მთხოვა, მომეხმარე, ცნობილი სახე ხარ, „დუბლიონკა“ ჩაიცვი და ჩემს შეყვარებულს ყვავილები აუტანეო. არადა, შუა პაპანაქება ზაფხულია, „დუბლიონკით“ შუაგულ ვაკეში ხომ არ „გავეძრობი“, არა? უარი ვუთხარი, „დუბლიონკას“ ვერ ჩავიცვამ, ყვავილებს კი ავუტან-მეთქი. მოკლედ, წინა დღეს „ქართული ხმები“ მიუყვანია, ბიჭებს უმღერიათ და მეორე დღეს გადაწყვიტა, ამწე-კრანით მე ავსულიყავი და ვარდების დიდი „ბუკეტი“ გადამეცა აივნიდან. მითხრა, ცნობილი ბიჭი ხარ და მამამისი ვერაფერს გეტყვისო. მოკლედ, დამითანხმა. შემოვჯექი ამწე-კრანის კალათაზე, დავიჭირე ვარდები და ამწიეს მაღლა. აივანს რომ მივუახლოვდი, დავიწყე დაძახება: მარიკა!..მარიკა!.. უცებ, იღება აივნის კარი და გამოდის 80 წლის ბებო. თვალები გაუფართოვდა, რომ დამინახა. უი, შვილო, ჩემთან მოხვედი, როგორ მიყვარხარ, ეს ვარდები მე მომართვი? მადლობაო. დავიბენი, ვეკითხები, ბებო, მარიკა სახლშია-მეთქი? მიპასუხა: შვილო, მეც მარიკა მქვია, მაგრამ შენ რომ მარიკა გინდა, ის ჩემს ზემოთ სართულზე ცხოვრობსო. ისევ ამწიეს, გამოვიხმე მარიკა და გადავეცი „ბუკეტი“.

– მამამისმა როგორ მიგიღო აივნიდან მისული სტუმარი?

– მშვენივრად. მეხვეწა, შემოდი სახლშიო, მაგრამ აივნიდან ხომ არ გადავბობღდებოდი? ისევ ჩამწიეს დაბლა, დედამიწაზე დავდგი ფეხი, გავსწორდი წელში, ავუყევი ფეხით კიბეს და კარგა ხანი დავყავი იმ ოჯახში.

– პატრულთან ძმაკაცობსო, შენზე ამბობენ. ასე რით მოხიბლე სამართალდამცველები?

– ერთ ისტორიას მოგიყვებით და თქვენ თავად მიხვდებით: შარდენზე მაგრად დავთვერი, მოვახტი მოტოციკლს და მოვქოქე. გონზე არ ვარ, ისეთი მთვრალი ვარ. სანაპიროზე რომ გავედი, სარკეში ვხედავ, პატრული მომდევს. გამისწრო და წინ ჩამიდგა. მეორე მანქანა უკან ამედევნა. ვიფიქრე, „გამსკვანჩეს“-მეთქი. მოკლედ, მივქრივარ ასე სირენებჩართული პატრულის ესკორტით. უცბად, მესმის: „გააჩერე მოტოციკლი!“ გავაჩერე და თან ვფიქრობ: რა ვქნა, რომ სიმთვრალე არ შემამჩნიონ-მეთქი. უცებ, მომცვივდნენ, გადამიგრიხეს ზურგზე ხელები დამნაშავესავით. მე ვბუინობ, სასმელიც მამხნევებს – რა გჭირთ, რა უფლება გაქვთ, რომ ხელებს მიგრიხავთ, რა გინდათ-მეთქი. სერიოზულად გავბრაზდი, ვიფიქრე, დამნაშავე არ ვარ და ასე როგორ შეიძლება მოქცევა-მეთქი. დამნაშავე რა... ნასვამი ვიყავი, კრიმინალი ხომ არა? ვხედავ, ერთმა წარბი ასწია და ქართლურ კილოზე არ მითხრა: „ჰა, მამაძაღლი, აღარ უნდა ვსჭამოთ პური“? ამოვისუნთქე, ვიფიქრე, ახლა თუ გადავრჩი, პური ვჭამოთ კი არა, მაგარი რესტორანი ჩემზეა-მეთქი (იცინის). კი მკითხეს, ამდენი ხანია მოგდევთ და ნასვამი ხარო? ვაღიარე – კი-მეთქი. მაპატიეს.

– მერე, მარტო გულში გაფიქრება ეყოფოდა? თუ დაპატიჟე და აქეიფე?

– იმ დღეს მუშაობდნენ და ვერ დავპატიჟებდი. მეორე დღეს კი დავპატიჟე კიდეც და მაგარიც ჩავმეგობრდით.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3