“უნიქარდმა„ და “მონოპოლმა„ დევნილ ბავშვებს დღესასწაული აჩუქეს
23 დეკემბერს რესტორან „მონოპოლში” უჩვეულო ატმოსფერო იყო შექმნილი: თოვლის ბაბუა, ცნობილი მომღერლები, დიჯეი და ილუზიონისტი რესტორანში შეკრებილ სამასამდე მოზარდის გართობაზე ზრუნავდნენ. აღნიშნული აქცია სამაჩაბლოდან და აფზახეთიდან დევნილი ბავშვებისთვის რესტორანმა „მონოპოლმა” და „უნიქარდმა” ერთობლივად ჩაატარეს. ბავშვების ბედნიერი სახეებით მიხვდებოდით, რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ. მათთვის იმღერეს მარიამ კახელიშვილმა, მარი აკობიამ და ბექა ბროლაძემ. ჯადოსნური ფოკუსებით ბავშვები გაახალისა გია ფარადაშვილმა, ხოლო დიჯეიმ გვიანობამდე იზრუნა მათ ხალისიან განწყობაზე.