კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“საქართველოს ლატარიის კომპანიამ„ კიდევ ერთი გამარჯვებული გამოავლინა

ზამთრის ერთ ჩვეულებრივ დღეს, 33 წლის თბილისელმა, ლევან ტოგონიძემ, „ლოტოს“ ბილეთი მეტრო „დელისთან“ შეიძინა. გათამაშება 17 დეკემბერს შედგა. ბილეთმა ბატონ ლევანს გამარჯვება მოუტანა – მეორე საპრიზო კატეგორიის მოგებული თანხა 155 899 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა, ბატონმა გია ბარკალაიამ, აღნიშნული თანხა 20 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში გადასცა გამარჯვებულს. გრანდიოზული ჩეკი და მილოცვები – ასეთი დღეები „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ისტორიაში სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება. ბატონი ლევანის გამარჯვება კომპანიამ ვაკის სერვის-ცენტრში აღნიშნა და იღბლიანმა მოთამაშემ როგორც კომპანიის, ისე მედიის წარმომადგენლებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.

ლევან ტოგონიძე: ბარბარობა დღეს იყო გათამაშება. „დელისის“ მეტროსთან ორი ბილეთი ვიყიდე და აბსოლუტურად სპონტანურად შევავსე. არანაირი განსაკუთრებული რიცხვები არ ამომირჩევია, ერთადერთი, ბოლო რიცხვად ჩემი ასაკი – 33 ჩავწერე, დანარჩენი ფიქრის გარეშე შევავსე. გათამაშებას ვუყურებდი სახლში, თან, ბარბარობასთან დაკავშირებით, სტუმრები მყავდა. როდესაც ამდენი რიცხვი დაემთხვა, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დაახლოებით ნახევარი საათი დუმილი არავის დაურღვევია. მივხვდი, რომ დიდ თანხასთან გვქონდა საქმე, მაგრამ, მაინც 50 000-ის ფარგლებში ვვარაუდობდი, ამდენს მართლა არ ველოდი. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ.

– რაში აპირებთ თანხის დახარჯვას?

– ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს. თან, ახალი წელი მოდის, ისედაც ეიფორიაში ვარ. ჩაივლის ეს პერიოდი და მერე მშვიდად, წყნარად გადავწვეტ, რა გავაკეთო. დიდი მადლობა „საქართველოს ლატარიის კომპანიას“. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და სულ ასეთი მოგებები გქონოდეთ ცხოვრებაში!


скачать dle 11.3