“მის აფხაზეთი„ და საახალწლო კარნავალი პარლამენტარების მონაწილეობით
სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარდა კონკურსი – „მის აფხაზეთი”, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ამ კონკურსში მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილი გოგონები მონაწილეობდნენ, სხვებთან ერთად კონკურსში მონაწილეობას იღებდა სამოდელო სააგენტო „ელიტ ლაინის” მოდელი ნათია იაშვილი, რომელიც ასევე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილია. ნათია უკვე მესამე „მისია“, რომელიც „ელიტ ლაინმა” და მისმა ხელმძღვანელმა, მაია ჯანყარაშვილმა გაზარდა. სასახელო „მისებს“ შორის არიან „მის ბიკინი” – ნანკა მამასახლისი და „მის საქართველო” – დეა არაყიშვილი. „ელიტ ლაინის” ორგანიზებით, 27 დეკემბერს, საკმაოდ საინტერესო საახალწლო აქცია გაიმართება: თინათინ მაღალაშვილის საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი სააგენტოს გოგონები და პარლამენტარი მამაკაცები საკრებულოს შენობიდან პარლამენტამდე საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ. იქ იქნება ცხენი, ეტლი, ყინულის დედოფალი და ზღაპრების სხვა გმირები. ამის შემდეგ პარლამენტის წინ მოეწყობა მინი-დეფილე და გამვლელებს უამრავი საჩუქარი დაურიგდებათ. ალბათ ეს დღე კიდევ უფრო ხალისიანს გახდის კარს მომდგარ ახალ წელს.