“ლაკო ბუკია„ – ყველაზე წარმატებული ბრენდი მოდის სფეროში
22 დეკემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ ბრენდის დღეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი, ლაკო ბუკია, რომელიც შარშან „ლონდონ ფეშენ-ვიქში“, წელს კი ლონდონის მოდის კვირეულში მონაწილეობდა, განსაკუთრებულად დააჯილდოვეს. „ლაკო ბუკია” მოდის სფეროში ყველაზე წარმატებულ ბრენდად დასახელდა. ლაკოს გადაეცა სპეციალური დიპლომი და „ზარაფხანის” მიერ დამზადებული მზის ფორმის მედალი. ვულოცავთ ლაკოს ამ წარმატებას კიდევ უამრავ აღიარებასა და ჯილდოს ვუსურვებთ!