კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დახარჯავს მოგებულ 390 000 ლარს „ტოტოს” ჯეკპოტის მფლობელი

პირველი ჯეკპოტი გათამაშდა და მამუკა არველაძე უკვე 390 000 ლარის მფლობელია! წლის ასეთი დასასრული იმის გარანტიაცაა, რომ მომავალი წელი ასეთივე ჯადოსნური იქნება. ფეხბურთის დიდი მოყვარული და ქომაგი კიდევ აპირებს თამაშს და რა თქმა უნდა, მოგებას. სასიამოვნო აღმოჩენა იყო, როდესაც მის გვერდით ყველასთვის საყვარელი მსახიობი, სალომე შარვაძე აღმოვაჩინეთ. სალომე მამუკას მეუღლეა და მოგებული თანხით ისინი უამრავი კეთილი საქმის გაკეთებას გეგმავენ. საუბარი მათი სიყვარულის ისტორიით დავიწყეთ.

სალომე შარვაძე: უკვე სამი წელია, რაც ეკრანზე აღარ ვჩანვარ და ჩემთვის პატარ-პატარა რაღაცეებს ვაკეთებდი. ახლა შემოთავაზება მაქვს ერთ-ერთი თეატრიდან, ჯერ არ გავამხელ რომლიდან. ველოდები კიდევ ახალ წინადადებებს სერიალებიდან, რადგან ტელევიზია ძალიან მიყვარს. ნოსტალგია მაქვს საოცარი. თუმცა, ოჯახის შექმნა არ ყოფილა ჩემი გაუჩინარების მიზეზი. უბრალოდ, ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. მამუკა გავიცანი ცოტა უცნაურად. ერთ მასწავლებელთან დავდიოდით ინგლისურზე. თავიდან ტელეფონით გავიცანი...

– გაკვეთილი ხომ არ ჩაგაწერინა?

– (იცინიან) რაღაც მაგდაგვარი იყო. შევხვდით ერთმანეთს და შეყვარებულობის ძალიან მცირე პერიოდის შემდეგ დავქორწინდით. თუმცა, ეს შეყვარებულობის დროც რომ აიღო, მთლიანობაში გამოვა, რომ ერთმანეთს ერთი თვე, მაქსიმუმ თვე-ნახევარი, ვეკონტაქტებოდით და გვქონდა ურთიერთობა. დანარჩენი, სულ ვჩხუბობდით. რეალურად კი, ერთად ვითომ ექვსი თვე ვიყავით. სულ გამოცდებს ვუწყობდი. აი, ორი თვე თუ არ მნახავ და მერე დაგირეკავ, ესე იგი, მიყვარხარ და რაღაც ასეთ სისულელეებს ვიგონებდი. არ ვფიქრობდი რეალურად ოჯახის შექმნაზე და არც მინდოდა.

– მამუკა, არ ფიქრობდი, ეს ბავშვი რას გადამეკიდაო?

მამუკა არველაძე: სხვათა შორის, არა. ამით თითქოს კიდევ უფრო მეტი ინტერესი მიჩნდებოდა მის მიმართ. უპირველესად, მისმა ადამიანურობამ მომხიბლა. არა, უფრო სწორად, სულ თავიდან, გარეგნობამ იმოქმედა. მერე უკვე ურთიერთობაში, სხვა ფაქტორები გაჩნდა. თან, ისეთი აზარტი შემოიტანა, რომ ვერ წარმოიდგენთ.

სალომე: ყველაზე დიდი აზარტი, ალბათ, მაინც ჩემი დამოკიდებულება იყო. თვითონ მითხრა, პირველი გოგო ხარ, ვინც პირიქით, არ ცდილობს ჩემთან ურთიერთობის გაღრმავებასო. მამუკა ჩემზე ცამეტი წლით უფროსია და, ყოველთვის იყო ქალბატონების ყურადღების ცენტრში. პირველად წააწყდა, როცა გოგო არ აქტიურობდა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არ მომხდარაო. სულ მეუბნებოდა, დრო მოვა და დამირეკავო. არ არსებობს, არ დაგირეკავ-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ მომიტაცა...

მამუკა: სალომე რაებს ყვები?! მოგიტაცე, არა! ჯერ ერთი, დავიწყოთ იქიდან, რომ საუბარმა მოიტანა, თუ ჩემი ცოლად მოყვანა გინდა, უნდა მომიტაცოო. არც ეგ არის პრობლემა-მეთქი. და ისე წაგიყვანე და ჩაგიყვანე ზესტაფონში, რომ აზრზეც ვერ მოხვედი (იცინიან).

სალომე: რას წარმოვიდგენდი, ამას თუ იზამდა?! სულ ამბობდა, რა ქაჯობაა, გოგოს მოტაცება, რომელი საუკუნეაო. დამიმტკიცა, რომ ესეც შეუძლია. გზაში ძალიან ცუდად გავხდი. იმაზე კი არ ვნერვიულობდი, რომ ვაიმე, ვთხოვდები, არა! მეორე დღეს გადაღება მქონდა და ვამბობდი, მშვილდაძე და ლიფონავა დამახრჩობენ-მეთქი?! ეგრევე, მოატრიალა მანქანა და დამაბრუნა უკან. ვიფიქრე, ეს რა ადამიანია, როგორ ვყვარებივარ-მეთქი. მას შემდეგ, ორი თვე საერთოდ, არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. გადაღებები და ამბები მქონდა. ახალი წლის ღამეს, ორი თვის შემდეგ დავურეკე...

– მომიყვანე ცოლადო, უთხარი?

– დაახლოებით. დარეკვა ამას ნიშნავდა.

მამუკა: მე ვუთხარი, დავფიქრდები-მეთქი (იცინიან).

სალომე: მოკლედ, მეორე დღეს შევხვდით ერთმანეთს. იმ ღამესვე იმიტომ არ ვნახე, რომ კალანდაძემ თმაში „ტარტალეტკა“ შემაზილა და ასეთ ფორმაში ვეღარ ვნახავდი. მოკლედ, მეორე დღეს ვნახე და ერთმანეთს აღარც დავშორებივართ.

– და ახლა ეს მეორე საახალწლო ჯადოსნური ამბავი.

მამუკა: ახლა დავფიქრდი, რომ ახალი წელი ჩემთვის ყოველთვის სასწაულია. ამ წელმაც ძალიან დიდი სიხარული მომიტანა.

– მოგვიყევი შენი დამოკიდებულების შესახებ ფეხბურთისადმი, თამაშისადმი...

– ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ვთამაშობდი კიდეც. თავიდან თითქოს სერიოზულად, მერე კი, როცა არჩევანი ფეხბურთსა და სწავლას შორის უნდა გამეკეთებინა, სწავლა ვარჩიე. გავხდი იურისტი. იყო პერიოდი, როდესაც მთავარ სამხედრო პროკურატურაში გამომძიებლად ვმუშაობდი. მქონდა ჩემი პატარა ბიზნესი. ახლა არ ვმუშაობ. მართლა, რაღაც ისეთი პერიოდია, რომ მეც და სალომეც არაფერს ვაკეთებთ. ბიზნესიც გამართლებაზეა, ხომ იცით – რაღაც პერიოდში ყვავის, მერე თითქოს იძინებს და ასე. შრომისმოყვარე ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვიცი ეს მდგომარეობა, დიდხანს არ გაგრძელდება. მოკლედ, ფეხბურთიც მიყვარს და თამაშიც.

– რამდენად იყო დაზღვეული შენი ბილეთი?

– შვიდი თამაში მქონდა დაზღვეული და შესაბამისად, ბილეთის ფასიც – გაზრდილი. შეიძლება, ვიღაცას გაუმართლოს და ორლარიანი ბილეთით მოიგოს ჯეკპოტი, მაგრამ მე ძალიან გამიჭირდებოდა. სისტემატურად ვუყურებ თამაშებს, ვიცი გუნდები, მათი შესაძლებლობები და პოტენციალი ამა თუ იმ თამაშში. თან, ცოტა ინტუიციასაც ვენდობი. მოკლედ, გავარტყი და ვეცდები, კიდევ გავარტყა. დიდი მადლობა ამისთვის „საქართველოს ლატარიის კომპანიას“.

– ზუსტად ვერ მიხვდი, რა თანხაზე იყო საუბარი?

– კი ვიცოდი, ჯეკპოტი რამდენი იყო, მაგრამ არ ვიცოდი, ჯეკპოტი მარტომ მოვიგე თუ რამდენიმე ადამიანს შორის იყოფოდა. თან ვფიქრობდი, უკვე თექვსმეტი გათამაშებაა და ვერავინ დასვა, რეალურია კი, რომ ახლა რამდენიმეს მოგვეგო-მეთქი. თანაც მართლა ძალიან რთული თამაშები იყო, ბრმად ვერ შეავსებდი. სანამ გათენდებოდა და კომპანიამდე მივიდოდი, გიჟივით ვიყავი. პირველი ემოცია იყო, როდესაც გავიაზრე, რომ თოთხმეტივე შედეგი დავსვი. საიტზე ვერ შევედი, არ ვიცოდი, სად უნდა დამერეკა, თან მაინც ვიფიქრე, ჯობია დილით მივიდე-მეთქი.

– სალომეს უთხარი?

– ბავშვს სიცხე ჰქონდა და სალომე დედამისთან იყო. იქ იყო დედაჩემიც. დამირეკა: რატომ არ მოდიხარ, ბავშვს ენატრებიო, ვუთხარი, დედა, მოიცა ცოტა ხანს, ძალიან ნუ შეიმჩნევ, მაგრამ თოთხმეტიდან თორმეტი თამაში დავსვი და დანარჩენს ველოდები-მეთქი. მივხვდი რომ ინერვიულებდა და როგორც კი მოვიგე, დავურეკე, მოვიგე-მეთქი.

სალომე: სანამ მეტყოდნენ, მივხვდი. საოცარი ინტუიცია მაქვს და როდესაც მამუკა და ჩემი დედამთილი ლაპარაკობდნენ, რაღაცნაირად მივხვდი, რაზეც იყო საუბარი, გულმა მიგრძნო, არ ვიცი, როგორ.

მამუკა: მართლა ვერასდროს ვერაფერს ვუმალავ. როგორც არ უნდა მინდოდეს, რაღაცის დამალვა, ვერ ვახერხებ. თან, ისედაც არ გამომდის ტყუილები, ვწითლდები და მემჩნევა ეგრევე.

სალომე: როცა ბილეთს ავსებდა, ჩაიკეტებოდა ოთახში, ხმა არ გამცეთ, არ დამელაპარაკოთ, ნერვები არ მომიშალოთო... იჯდა და ფიქრობდა. რომ არ ამოვიდა ბავშვის სანახავად, ვიგრძენი, რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ – ვიფიქრე, რა მოგება, რა ჯეკპოტი, რაღაც არარეალურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. სხვათა შორის, სექტემბერში „ლატარიის კომპანიამ“ რეკლამაში გადამიღო, ერთ-ერთი გადასაფხეკი ბილეთის, თუ არ ვცდები, ჯეკპოტი ერქვა და ისე სიმბოლურად აეწყო ყველაფერი, გავგიჟდი. ჩემი დედამთილი ისეთი აზარტულია, ლოტოს ბილეთი სულ აქვს, მაგრამ მე მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.

– პატარა რამხელა გყავთ?

– ორწლინახევრის.

მამუკა: მოკლედ, ჩემს მეგობართან, თემურ ხანგოშვილთან ერთად წავედით „ლატარიის კომპანიაში“, ის გადავუშვი, რომ ენახა, გათამაშდა თუ არა ჯეკპოტი და რამდენმა კაცმა მოიგო. თემური იქიდან გაგიჟებული გამოვიდა, ჯეკპოტი გათამაშდა და ერთი ბილეთი წერიაო. ეგრევე არ შევსულვარ, წავედი ჩემს ძმას, სალომეს გავუარე და ერთად მივედით.

სალომე: მართა რომ გაჩნდა, ეს იყო სასწაული და მეორე ეს მოგება. გაოგნებულები ვიყავით, რა ხდებოდა ჩვენს თავს არ ვიცოდით. ის ღამე და დილა ნამდვილი საოცრება იყო. ასეთი სიხარული, არ ვიცი.

– ისე, სიმბოლურია „ტოტო-ში” პირველი ჯეკპოტი არველაძემ რომ მოიგო.

მამუკა: კი სიმბოლურია (იცინიან). ამაზე ჩვენც ვხალისობდით.

– თანხა აიღეთ უკვე?

– დიახ. დაირიცხა ანგარიშზე და თითქმის უკვე გაწერილია.

– და რაში დაიხარჯება ის?

სალომე: კერძო სახლი გვაქვს, საკმაოდ დიდი, ეზოთი, რომლის რემონტსაც დიდი თანხა სჭირდებოდა და აქამდე არ გვქონდა. გავარემონტებთ და იმ სახლში გადავალთ. ასევე, გვინდოდა, საახალწლო მოგზაურობა, მაგრამ ვერ ვასწრებთ, ბავშვს ვერ დავტოვებთ და ალბათ თებერვალში წავალთ საფრანგეთში, სადაც ჩვენი საერთო მეგობარი ბავშვს აჩენს. ძალიან გვინდოდა, წასვლა და ახლა ეს შესაძლებელი გახდა.

– ხომ არ დარჩებით კიდეც?

მამუკა: არა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ყველგან გაძლებაზე ვარ. თბილისი მენატრება ხოლმე საშინლად. მთელ საქართველოზე ვგიჟდები, ყველგან მეგობრები მყავს, მაგრამ თბილისი რაღაც განსაკუთრებით მენატრება ხოლმე. ამიტომ, აქ ვიცხოვრებთ. რამდენიმე მეგობარს, ძაან ჩემიანს, სიურპრიზს გავუკეთებ და ორი ადამიანი მყავს, ვისაც დავეხმარები. მაგრამ, ამაზე ინტერვიუში საუბარი არ გვინდა, სიკეთე სიკეთისთვის კეთდება და არა მოსაყოლად.

– მოკლედ, გილოცავთ და ასე გახარებული იყოს მთელი საქართველო ამ ახალ წელს!

– წინასწარ ვულოცავთ ყველას ახალ წელს და მოგებას გისურვებთ!


скачать dle 11.3