კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწყება ახალი წლის ღამეს ნინი წიკლაურის ეზოში ომი და სად გარბის ის 12 საათის მერე

ენერგიული, ხალისიანი და ნიჭიერი ჯეოსტარელი, ნინი წიკლაურისთვის 2010 წელი საკმაოდ კარგი და წარმატებული იყო. თუმცა, 2011 წელს კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და წარმატებას ელოდება. ნინის სამყარო ალისას სამყაროს ჰგავს, სადაც ფერიები, ელფები და თავად ნინის პრინცი ცხოვრობს.

ნინი წიკლაური: სამწუხაროდ, რადგან სულ გასული ვარ – ჯერ სამსახური, მერე გადაღებები, ჩანაწერები, ამიტომ საახალწლო სამზადისში ვერ ვიღებ მონაწილეობას. შესაბამისად, სახლში ნაძვის ხე ჩემ გარეშე ირთვება და შინ, რომ შევდივარ, მაშინ ვგრძნობ – უი, ახალი წელი მოდის, რა მაგარია! რომ გითხრა, ნაძვის ხე ძალიან მიყვარს, ვგიჟდები-მეთქი – არა. მე, საერთოდ, მიყვარს დეკორატიული ნაძვის ხეები, თეთრები. ვგიჟდები, ისე მომწონს. ასეთი ნაძვის ხეები ძირითადად მორთული იყიდება და ჩვენც ასეთი გვაქვს. კედელზე ვამაგრებთ ნაძვის ტოტს და იმას ვრთავთ. თან, ძალიან პატარა სახლი მაქვს, ყველაფერი იქვე ხდება.

– ადამიანებისთვის ახალი წელი ბევრ სიახლესთან, წარმატებსასთან არის დაკავშირებული.

– ბავშვობიდან მგონია, რომ 31 დეკემბერს რაღაცას რომ ჩავიფიქრებ, აუცილებლად ამისრულდება და სულ ველოდები. რაც ჩავიფიქრე, ყველაფერი მართლა ამიხდა. შეიძლება, ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ სულ ველოდები, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს და 12 საათამდე აზრებს ვალაგებ – ეს უფრო მინდა, თუ ის უფრო მინდა. ბოლოს ერთს ჩავიფიქრებ და მერე ველოდები, რომ ამისრულდეს. ახალი წლის ძალიან მჯერა. 1 იანვრიდან უკვე სხვა ცხოვრება იწყება, განწყობა ყოველთვის მიახლდება, უფრო მეტი შემართებით ვარ და მერე რაღაცეები უფრო კარგად გამომდის.

– როგორი იყო შენთვის 2010 წელი?

– ცუდი რაღაცეებიც ხდებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო. ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ მოხდა, კმაყოფილი ვარ 2010 წლით და იმედი მაქვს 2011 წელი უკეთესი იქნება.

– კალენდრის მიხედვით, რის წელია, აქცევ ამას ყურადღებას?

– ნაკლებად მჯერა ზოდიაქოს ნიშნების, ჰოროსკოპების და არ ვკითხულობ ხოლმე. დახასიათების მიხედვით კი ემთხვევა რაღაცეები, მაგრამ მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. არც იმას ვაქცევ დიდ ყურადღებას, რისი წელი მოდის. შავი ფერი მიყვარს ძალიან და რისი წელიც უნდა იყოს, მაინც შავი ფერის ტანსაცმელს ჩავიცვამ. თუმცა, ბოლო დროს ვარდისფერიც შემიყვარდა, ხალასი ფერია.

– მგონი, შენს ცხოვრებაშიც შემოვიდა ვარდისფერი ფერები.

– კი. შემოვიდა და ალბათ ამის ბრალია. ვარდისფერი ფერი ხასიათმა, განწყობამ და გარემოებებმა შემაყვარა. ახალი წლის ღამეს, სულ ვცდილობ, თმა მოვიწესრიგო, გამოვიპრანჭო, სახეზე მაკიაჟი გავიკეთო, ვიქმნი ისეთ განწყობას, რომ უნდა მიხაროდეს ახალი წლის დადგომა. თან ბებიას, ჩემს დას ვუყურებ და უკვე კარგი განწყობა გადმოდის ჩემზე. ფოიერვერკის ხმას რომ გავიგებ, ისე მიხარია, ვყვირი: ახალი წელია!

– შენც ისვრი შუშხუნებს?

– ისე მეშინია ახალ წელს სახლიდან გამოსვლის, კონცერტები რომ მაქვს, კიდევ კარგი, მანქანით დავდივარ, თორემ საერთოდ ვერ გამოვიდოდი. ძალიან მეშინია „ხლაპუშკების“, ბევრი დასახიჩრებულა ამით და ჩუმად ვიყურები ხოლმე ფანჯრიდან. უცებ რომ ჩაწყნარდება ყველაფერი, გამოვრბივარ სახლიდან, ვჯდები მანქანაში და მივდივარ. თან საერთო ეზოში ვცხოვრობ, ბავშვები გამოდიან, აფეთქებენ რაღაცეებს, ამ დროს ჩემს ეზოში ომია.

– ოჯახში გაქვთ ისეთი ტრადიცია, რომელსაც ყოველ წელს იცავთ?

– აუცილებლად ახალ წელს მე, ბებო და ლიკა ერთად ვხვდებით, მაგიდას მივუსხდებით და ზუსტად 12 საათი რომ გახდება, ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელოს ვამბობთ, მოდი, ჩვენ სამს გაგვიმარჯოს! რადგან ჩვენს ოჯახში კაცი არ მოიპოვება, ამიტომ კაცებიც ჩვენ ვართ და ქალებიც. ბავშვობიდან ვარ ჩემი ნათლიის, ალეკოს ოჯახის მეკვლე. მამაჩემის მეგობარი იყო, სულ მეუბნება, შენ რომ მოდიხარ, ის წელი სულ სხვანაირია, ყველაფერი კარგად მიდისო. ბებიამ მასწავლა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა“ და ამას ვამბობ ხოლმე. ჩვენს სახლში მეკვლე ის არის, ვინც შემოვა, ამას არ ვაქცევ დიდ ყურადღებას.

– მეკვლეს არ გალევინებდნენ ალკოჰოლურ სასმელს?

– არა, არც მაშინ და არც ახლა. ჩემმა მტერმა მნახა ნასვამი. საკმარისია ერთი ყლუპი დავლიო, მაშინვე, სადაც ვარ, იქ მეძინება. მეგობრები ხანდახან ხომ ამბობენ, მოდი, ჩავუსხდეთ, დავლიოთო, ყველამ იცის, რომ ნინისთან ეს არ გამოდის, ყველა მთვრალია, დროს ატარებენ და მე ვარ მხოლოდ ფხიზელი ან მძინავს. ჩემს დაბადების დღეზე უკვე მერამდენედ ხდება, სტუმრები ქეიფობენ, დროს ატარებენ, მიდის ცეკვა-თამაში, სიმღერა, ნინი სად არის და სძინავს. სამადლობელო ხომ მაინც უნდა დავლიო და მერე მეძინება.

– თოვლის ბაბუას ყოველთვის მოაქვს საჩუქრები, ხომ გჯერა მისი არსებობის?

– მჯერა, ოღონდ, თოვლის ბაბუაზე უფრო მეტად ფერიის არსებობის მჯერა. ბავშვობიდან სულ მინდოდა ფერია ვყოფილიყავი, „პაჩკა“ კაბა მცმოდა, ჯადოსნური ჯოხი მჭეროდა და „თბილისელებმა“ ამისრულა ოცნება. ისე მომწონდა ეს ფორმა, იმდენად გამიჯდა გონებაში, რომ მგონია, ფერიები სადღაც არსებობენ, ცხოვრობენ, ისევე, როგორც თოვლის ბაბუა. მინდა, რომ მას ვგავდე.

– როგორია შენი ფერია?

– ვარდისფერია, „პაჩკა“ კაბა აცვია, ჯოხი უჭირავს ხელში, ოქროსფერი თმა აქვს, კეთილია, ლამაზი და დაფრინავს. მეც ძალიან მინდა, რომ ვიფრინო.

– თოვლის ბაბუა და ფერია ერთად ცხოვრობენ?

– ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ, თოვლის ბაბუის მეგობარია ფერია. ფერია ეუბნება, ამას ის სჭირდება, იმას – ეს და მერე თოვლის ბაბუა ასე უგზავნის ბავშვებს საჩუქრებს. აბა, საიდან იცის, ვის რა უნდა? ფერიები ეუბნებიან.

– სად ცხოვრობენ ელფები?

– ფერიას მეგობრები არიან, მაგრამ არ მომწონს მწვანე ელფები, მე ვარდისფერები მომწონს. საყვარლები არიან, თუმცა დიდი ყურები აქვთ. ფერიები ხომ მოფრინავენ ბავშვებთან, რომ გაიგონ, რა საჩუქრები უნდათ, რადგან შორი გზიდან მოფრინავენ, ამიტომ ელფები დაჰყვებიან, რომ დაიცვან. ჩვენ რომ გვძინავს, ვერ ვიგებთ, თორემ სულ მოდიან. მარტო ახალ წელს კი არა, ისედაც, უბრალოდ ამ დღეს უფრო სხვანაირები არიან.

– იცხოვრებდი ელფებთან და ფერიებთან ერთად?

– იცი, რამდენჯერ მითქვამს, ამ ქვეყანაში ცხოვრებისთვის არ ვარ დაბადებული-მეთქი. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სადმე მინდა წასვლა, არა. უბრალოდ, ძალიან მინდა, მსუბუქი ვიყო, მჩატე. აი, საკუთარ თავს რომ ვერ ვგრძნობდე, დავფრინავდე... როცა ვიღლები, სულ მგონია, იქ, სხვა სამყაროში რომ ვიცხოვრო, არ დავიღლები. ხშირად ვერ ვხვდები, ადამიანებს რა უნდათ, რა უჭირთ. ამიტომ მინდა, ღრუბლებში ვცხოვრობდე. იქიდან ვუყურებდე ხალხს და იქიდან დავინახავ, რა სჭირდებათ. თან, მერე ისე გავუკეთებ სიკეთეს, რომ ვერ დაინახავენ, მე თუ ვიყავი.

– ბალიშის ქვეშ გხვდება საჩუქრები?

– ადრე მხვდებოდა, ახლა არ მახვედრებენ. სამაგიეროდ, ახალ წელს რაღაცას რომ ჩავიფიქრებ და მერე მისრულდება, ეს იგივე საჩუქარი არ არის?! მამა მახვედრებდა ბალიშის ქვეშ საჩუქრებს და ძალიან კარგი გრძნობა იყო, მერე, რომ ვნახავდი. ახლა ლიკას და ბებოს ვუკეთებ საჩუქარს და ისინიც მიკეთებენ.

– რას ელოდები 2011 წლისგან?

– ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელად, კარგად ყოფნას და მინდა, რომ არავისზე არ გავიეგო ცუდი რაღაცეები. მინდა, რომ დედაჩემი ჩამოვიდეს და უპირველეს ყოვლისა, ბებიაჩემი და ჩემი და იყვნენ ჯანმრთელები. ეს ორი ადამიანი ჩემი სუსტი წერტილია.

– ფერიებს ხომ ჰყავთ პრინცები და შენ შენს პრინცს არ ელოდები?

– მგონი, მე მართლა პრინცს ველოდები. ოღონდ ქერა არ უნდა იყოს, შავგვრემანი ჯობია, ჯადოსნური ჯოხი იმასაც უნდა ჰქონდეს, კეთილი პრინცი უნდა იყოს. აი, ისეთი, ცხენით რომ დაფრინავენ. ნამდვილი პრინცი უნდა იყოს და არა გადაცმული, ყოველ შემთხვევაში, დამადასტურებელი საბუთი უნდა მაჩვენოს. მინდა, რომ კარგი პრინცი მალე მოვიდეს, ახალ წელს ჩავიფიქრებ. ისე, მგონი, უკვე გზაშია, აქვეა, სადღაც და 31 დეკემბრამდე გაიგრძელებს გზას – ახალ წელს მოვა. მეც დავხვდები პრინცს ფერიის ფორმაში და მერე ბევრი ელფი გვეყოლება, ოქროსფერი კულულები ექნებათ.


скачать dle 11.3