კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ევროპელი დეპუტატები „მაფიის“ წინააღმდეგ

ევროპარლამენტის დეპუტატმა სონია ალფანომ კომპიუტერული თამაშის – „მაფიის“ მეორე ნაწილის წინააღმდეგ გაილაშქრა და მისი გაყიდვიდან მოხსნა მოითხოვა. სონია ალფანო იტალიაში მაფიის მსხვერპლთა დახმარების ასოციაციის თავმჯდომარეა, ხოლო მამამისი – ყოფილი ჟურნალისტი, 1993 წელს სიცილიელმა განგსტერებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ალფანოს თქმით, „მაფია“ და სხვა განგსტერული თამაშები, საზოგადოებაში მაფიის წევრების გაკეთილშობილების პოლიტიკას ემსახურება. თამაში „მაფია II“ 2010 წლის აგვისტოში გამოვიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს პლანეტის გეიმერთა შორის.

ბერეზოვსკიმ პუტინს 25 მილიონი დოლარი გაუხსენა

ლონდონში გაქცეულმა სკანდალურმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინს 1999 წელს გადაცემული 25 მილიონი ამერიკული დოლარი გაუხსენა. საქმე ისაა, რომ ამასწინანდელ პირდაპირ ეთერში პუტინმა განაცხადა, 90-იან წლებში ბერეზოვსკიმ, ნემცოვმა და სხვა ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს რუსეთში და ახლა ცდილობენ, ამ ფულით ქვეყნის სათავეში მოვიდნენო. ბერეზოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მან პირადად გადასცა 25 მილიონი დოლარი პუტინის საპრეზიდენტო კამპანიას და თუკი ეს ფული „მაშინ“ მოპარული იყო, გამოდის, რომ მისი გაპრეზიდენტებაც სიყალბით დაიწყო.

პრინცის სტატუსი ობამას ქორწილის გარეშე ტოვებს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე – მიშელი, 2011 წელს დაგეგმილ პრინცი უილიამის ქორწინებას ვერ დაესწრებიან. ეს ფაქტი, იმით არის მოტივირებული, რომ პრინცი უილიამი ჯერჯერობით არ არის ტახტის ოფიციალურ მემკვიდრე, რის გამოც, მისი ქორწინება არ ჩაითვლება სახელმწიფო მასშტაბის ღონისძიებად. თუმცა, პრინცი უილიამი და მისი რჩეული – ქეით მიდლტონი, მოხარულები არიან, რომ მათი ქორწინება მასშტაბურობას დაკარგავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგლამენტით, მათი სტუმრების რიცხვი ორ ათასზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. 1981 წელს, პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ქორწინებას, რეკორდულად ბევრი – 3 500 სტუმარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ გამორიცხული არ არის, მსოფლიო პოლიტიკის ელიტის რამდნეიმე წევრი მაინც დაესწროს ქორწილს. მათ შორის აუცილებლად იქნებიან – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და პირველი ლედი – კარლა ბრუნი.

გაიუს იულიუს ცეზარი

დიდ პოლიტიკაში ბრუნდება

გერმანული ბუნდესთაგის დეპუტატი, არ გაგიკვირდეთ და გაიუს იულიუს ცეზარი გახდა. 60 წლის პოლიტიკოსი, რომლის ნამდვილი გვარია ცეზარი, მმართველ, „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს. საკუთარი სახელის შესახებ, დეპუტატი ამაყად აცხადებს – „გვარს ცეზარი, ყველაზე მეტად უხდება სახელი გაიუს იულიუსი. ამ სახელს ატარებენ – მამაჩემი, ჩემი შვილი და ჩემი შვილიშვილი“. საინტერესოა, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ არ დაიჯერა, რომ მის წინაშე გაიუს იულიუს ცეზარი იდგა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა დეპუტატს.

ოდა პრეზიდენტს

როგორც ჩანს, თურქმენეთში პრეზიდენტის ახალი კულტი ყალიბდება. გარდაცვლილი საპარმურატ ნიაზოვის შემცვლელმა – გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა არ გადაუხვია თავისი წინამორბედის კურსს და საკუთარი თავის გაღმერთების პოლიტიკას ჩაუყარა საფუძველი. თურქმენულ გაზეთში „ნეიტრალნი ტურკმენისტან“ ყოველდღიურად იბეჭდება ოდა, რომელიც თურქმენმა პოეტმა გოზელ შაგულაევმა პრეზიდენტს მიუძღვნა. გარდა ამისა, გასულ წელს ბერდიმუჰამედოვის სახელობის მუზეუმი გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ბერდიმუჰამედოვს მისი ქვეყნის გარეთაც აღმერთებენ. მაგალითად, რუმინეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ინსტიტუტმა თურქმენი ლიდერი 2010 წლის „წლის ადამიანად“ დაასახელა.

სადამ ჰუსეინის „სისხლიანი“ ყურანი

ერაყელ პოლიტიკოსებს ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, თუ რა უყონ სადამ ჰუსეინის სისხლით დაწერილ ყურანს. 90-იანი წლების ბოლოს, ორი წლის განმავლობაში ერაყელი დიქტატორი მუშაობდა წიგნზე მედდასთან და ერაყელ კალიგრაფისტ აბბას შაკირ ჯუდ ალ-ბაღდადთან. საერთო ჯამში, ყურანის გადაწერაზე სადამ ჰუსეინმა 27 ლიტრი სისხლი გაიღო და კალიგრაფიის ოსტატმა ამ სისხლით უნიკალური ქმნილება შექმნა. ყურანი ბაღდადის ერთ-ერთ მეჩეთში ინახება.

ელიზაბეთ მეორე შვილიშვილებს აქორწინებს

პრინცი უილიამის გახმაურებული საქორწინო ისტერიის ფონზე, ელიზაბეთ მეორის უფროსი შვილიშვილი, პრინცესა ანას ქალიშვილი, 29 წლის – ზარა ფილიპსი, როგორც იქნა თხოვდება და მისი ქორწინება არანაკლებ ინტერესს იწვევს ბრიტანეთში. ზარას რჩეული ცნობილი რაგბისტი, ინგლისის ნაკრების წევრი და 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მაიკ ტინდელია. ზარა და მაიკი 2003 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ამ ფაქტის დამალვას ახერხებდნენ. ცნობილია, რომ მაიკი ყველანიარად გვერდში უდგას ზარას და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბრიტანელი პრინცესა პროფესიონალი ჟოკეია.


скачать dle 11.3