კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახელად – ევროპა

“უსაქმო კაცი დღესასწაულებს აწესებდაო”
ამ თუ იმ მიზეზით, რომ, მაგალითად, ისეთ შუაგულ ევროპაში, როგორიც საფრანგეთია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუსლიმან ქალბატონებს ჩადრით სიარული აეკრძალათ, „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოვიდა ახალი საერთო-სახალხო დღესასწაულების დაწესების თაობაზე. ამ ახალ ჩამონათვალში მოხვდა: კათოლიკური შობა, სომხური შობა, ებრაელთა ხანუკას პირველი დღე, სსრკ-ის დაშლის თარიღი (თუმცა, რატომღაც, 31 დეკემბერი), ფაშიზმზე გამარჯვების დღე (8 მაისი) და ევროპის დღე (9 მაისი). ამის პარალელურად კი, 3 და 8 მარტის გაუქმებაც მოითხოვეს (ყავლგასული და სსრკ-ს დროინდელიაო, ალბათ, როზა ლუქსემბურგი საფლავში გადატრიალდა, თუმცა ჩვენი დარდიც ეგ იყოს). ინიციატივის შემოქმედნი (ბუნებრივია, იმის პარალელურად, რომ ამ ინიციატივით თითქოს ევროპასთან დაახლოებას ლამობენ) იდეათა მომწიფების ერთ-ერთ მოტივად იმას ასახელებენ, რომ პრეზიდენტის ძალისხმევით, ნოვრუზ ბაირამი უკვე გამოცხადდა სახალხო დღესასწაულად. ბუნებრივია, ამ ლოგიკით, სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებსაც აქვთ სრული უფლება, დაუწესდეთ საკუთარი დღესასწაულები.

მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომლებსაც „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ ორგანიზაციის ინიციატივა თითიდან გამოწოვილად მიაჩნიათ და ამას საერთო სახალხო დღესასწაულების სათამაშოდ ქცევად აფასებენ. ამასთან, დასძენენ, რომ კათოლიკეთა და ებრაელთა რიცხვი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ მათი რელიგიური დღესასწაულები საერთო სახალხოდ გამოცხადდეს.

ასეა თუ ისე, მართალია, ეს ინიციატივა მეტად დიადი სახელწოდების მქონე ორგანიზაციას ეკუთვნის („კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“!), მაგრამ ისიცაა, რომ ევროპასთან დაახლოებისთვის მეტად მარტივი გზა აურჩევიათ (წესითა და რიგით, ევროპის დამსგავსება თავისუფალი სასამართლოს, მედიისა თუ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არ გვაწყენდა). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ინიციატივის ავტორები მათ მიერ საერთო სახალხოდ შერაცხილი დღესასწაულების, მაინცდამაინც, უქმეებად გამოცხადებას არ ითხოვენ, რაკი საქართველოში 80-მდე ეროვნება ცხოვრობს, ვითომ მათ რატომ არ უნდა ჰქონდეთ საერთო სახალხო დღესასწაულები?! ხოლო, თუ ამას ჩვენში უკვე არსებულ დღესასწაულებსაც დავუმატებთ, გამოვა, რომ პოსტრევოლუციურ საქართველოში 365 დღე სადღესასწაულოა (იმიტომ რომ პლანეტის ყველაზე კეთილმოწყობილი და „ბედნიერი ერითაა“ დასახლებული). თუ, რა თქმა უნდა, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც უსაქმო კაცი იჯდა და დღესასწაულებს იგონებდაო.


скачать dle 11.3