კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პეიზაჟის გამფუჭებლები

დევნილების ჭირი – ღობეს ჩხირი
მართალია, სრულიად საქართველოს, უფრო ზუსტად, ძირითადად, ბათუმსა და თბილისს ახალი წლის გრანდიოზულად შესახვედრად ამზადებენ (ამ ამბავს არც საერთო მაუწყებლები ჩამორჩებიან და თავის წილ კეთილდღეობისა და განუზომელი ბედნიერების შეგრძნებას ქმნიან), მაგრამ, სამაგიეროდ, აქეთ – დევნილთა გამოსახლების პროცესი გრძელდება (ჯერჯერობით ტაიმაუტია, 15 იანვრამდეო), იქით – ფოცხო-ეწერში უკვე ჩასახლებული დევნილები უჩივიან ცხოვრების გაუსაძლის პირობებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, თოვლის მოსვლამ მათი ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა (თუმცა ჩვენი საერთო მაუწყებლები, ძირითადად, თოვლითა და ყინვით შეწუხებული ევროპელების პრობლემებს აშუქებენ): ელექტროენერგიის დავალიანებაც დაუგროვდათ, რის გამოც დენის მიწოდება შეუწყვიტეს და საკვებიც შემოაკლდათ (იმ მარტივი მიზეზით, რომ ფოცხოში ზამთარია, შესაბამისად, არც ბალახია, რომ დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის რჩევა საქმედ აქციონ და ბალახი ძოვონ).

მეორე მხრივ, მათ შეშა დაურიგეს, მაგრამ ჯერჯერობით ღუმელები არ მიუწოდებიათ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პირობა დაუდვია, რომ ფოცხო-ეწერში მცხოვრები დევნილების პრობლემებს უახლოეს მომავალში მოაგვარებს (ახალ წელს რომ გადააგორებენ, ალბათ, მერე, აბა, ზეიმს ხომ არ ჩაიშხამებენ?!).

დევნილთა ის ნაწილი, რომლებსაც 15 იანვრიდან გასახლებას უმზადებენ (ფოცხო-ეწერის მსგავს პირობებში), აპირებს, თავშესაფარი აშშ-ის სთხოვოს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ გამოსახლების პროცესი განახლდება (პროცესი კი, რა თქმა უნდა, განახლდება, რადგან, როგორც ჩანს, დევნილები დედაქალაქში კეთილდღეობის პეიზაჟს აფუჭებენ). ამის პარალელურად კი, ჩვენი მთავრობა კვლავაც უარზეა, გაგვაცნოს ახალი წლის ღონისძიებებისთვის დასახარჯი თანხის ოდენობა (თუმცა ისიც ფაქტია, რომ გაფიარებული ზეიმები მრავალნულიანი იქნება). მაგალითად, აჭარელი ოპოზიციონერების თქმით, ახალი წლის ბათუმური ღამე 25 მილიონი დაჯდება (თუნდაც, 5 ან 10 იყოს!). ხოლო, თუ ამის ფონზე ბ-ნი სუბელიანის განმარტებას გავიხსენებთ, „სამინისტრო ვერ იქნება უსამართლო“ და დევნილთა ერთხელ დაკმაყოფილებულ ოჯახს საკომპენსაციო 10 000 აშშ დოლარს მეორედაც არ მისცემსო (იმის მიუხედავად, რამდენსულიანია ეს ოჯახი), აშკარაა, რომ იქ, ზემოთ, სავსებით სამართლიანად მიაჩნიათ რამდენიმე ათეული მილიონის ზეიმებში დახარჯვა და მერე რა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს სცივა და შია?!


скачать dle 11.3