მხოლოდ ფაქტები
* იაპონელები ადრე თავის თავს ბუნგოს უწოდებდნენ, ახლა დედაქალაქური დიალექტით – ხეძიუნგოს, მთელი იაპონელი ხალხისთვის გასაგებ ენაზე კი – ნიხონძინს. ავსტრიელები თავის თავს ესტერრაიხერებს ეძახიან.
* პირველი წყალგამტარი, რეზინაშერეული ქსოვილი ჩარლზ მაკინტოშმა გამოიგონა.
* ფირმა „ფიატმა“, რომელსაც არასდროს გამოუშვია მაღალი კლასის ავტომობილი, 4 მილიარდ დოლარად შეიძინა მოძველებული და ვალებში ჩაფლული „ალფა-რომეო“. უფრო იაფად მას უმაღლესი კლასის ავტომობილების გამოშვება შეეძლო, თუმცა მან „ალფა-რომეოს“ პრესტიჟული სახელი არჩია.
* პირველი ქალი სტიუარდესა 1930 წელს გამოჩნდა – ელენ მარშალი. მის მოვალეობაში შედიოდა საათების მომართვა, ბუზების განადგურება, დასუფთავება, მგზავრებისთვის ყურადღების მიქცევა.
* მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩატარდა სპეციალური კონფერენცია მოხეტიალე ხომალდის წინააღმდეგ საბრძოლველად. სამხედრო გემების ესკადრები ოკეანეებში გაიფანტნენ მის მოსაძებნად და გასანადგურებლად. სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახდა იაპონური თბომავლის დაღუპვის მიზეზი 1918 წელს. სამიზნე ხომალდს ცნობილი და რომანტიკული სახელი „მფრინავი ჰოლანდიელი“ უწოდეს.
* მექსიკელი, ტარახუმარას ტომის ინდიელები ფენომენური ამტანობით გამოირჩევიან. ამ ტომის მონადირეებს შეუძლიათ სამი დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლად სდიონ ირემს. თუმცა 1928 წელს ამსტერდამში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში, მარათონულ სირბილში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.
* 1609 წელს ჰოლანდიელმა პეტერ ანსენმა ნატურალური ზომის „ნოეს კიდობანი“ ააგო და ხანგრძლივ ცურვაშიც გამოსცადა.
* გერმანელი მათემატიკოსი პეტერ გუსტავ დირიხლე ძალიან სიტყვაძუნწი იყო და ვაჟის დაბადების შესახებ შესატყობინებლად ტელეგრამა ასეთი „ტექსტით“ გაგზავნა: „2+1=3“.
* კუნძულ გოტლანდზე ქალაქი ვიბსი დიდი ხნის განმავლობაში იყო მეკობრეთა თავშესაფარი. ზღვის ყაჩაღთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მყუდრო ადგილს, სადაც თავიანთი ხომალდების შეკეთება და ნაძარცვი ქონების შენახვა შეეძლოთ. ადგილობრივი მცხოვრებთათვის მათი სტუმრობა კარგი შემოსავლის წყარო გახლდათ. მათ შეხმატკბილებულ ტანდემზე მეტყველებს ისიც, რომ ქალაქში მეკობრეთა 525 საწყობი იყო.