კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ გამოიცნობთ

1. ყველამ იცის, რომ წმიდა დღეებში ინდოელები განსაბანად მდინარე განგაში ჩადიან. თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყანაში წყალგაყვანილობის პრობლემაა, მოსახლეობა ყოველდღიურად ჩადის წმიდა მდინარეში საბანაოდ, სუფთა ჰიგიენური თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ეპიდემიის გავრცელების შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ სხვა მდინარეში იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ღია ჭურჭელში ჩასხმული განგის წყალი 40-გრადუსიან სიცხეშიც კი არ ფუჭდება. რატომ?

2. შუა საუკუნეებში მიღებული იყო, რომ სამყარო ოთხი ძირითადი ელემენტისგან შედგებოდა: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. შემდეგ მას ეთერი დაემატა, რომელიც მოგვიანებით, ელემენტებს შორის ძირითადად მიიჩნიეს. მას მეორე სახელიც ჰქონდა. რას უწოდებდნენ ამ მეხუთე ელემენტს?

3. ინგლისის დედოფლის ელიზაბეთ პირველის დროს სასახლის კარზე არსებობდა ბოთლების გამხსნელის თანამდებობა. ის, ვინც მისთვის განკუთვნილ ბოთლს გახსნიდა, საკუთარი თავით აგებდა პასუხს. რის ბოთლებს ხსნიდა ამ თანამდებობაზე მყოფი პირი?

4. ძველი ეგვიპტის პერიოდის შუამდინარეთის არც ერთი ძეგლი არ შემორჩენილა. რატომ?

5. რა განსაზღვრა ანტიკური ფილოსოფიის ფუძემდებელმა თალესმა მზის და ადამიანის, ანუ მისი ჩრდილის დახმარებით?

6. ვის უწოდებდნენ ძველი ბერძნები „გერპენდანაპტაის“, რაც სიტყვა-სიტყვით „თოკის გამჭიმავებს“ ნიშნავს?

7. დაასახელეთ ორი ფრანგულიდან ნასესხები სიტყვა, რომელთა საერთო ფუძე ლათინური ზმნის – „ხედვისგან“ წარმოდგება. თუმცა, ამ სიტყვების თანამედროვე მნიშვნელობა ჩვენ უფრო მგზავრობაზე, სიარულზე მიგვანიშნებს.

8. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში მექსიკის ვიცე-მეფის ბრძანებით, პროგრესული აზროვნების მღვდელი – მიგელ იდალგო საეკლესიო სასამართლოს გადაეცა. ამავე ბრძანებით, აუცილებლად უნდა მოეჭრათ ხეხილი. რატომ?

9. პარიზელი კურტიზანი ქალის მარი დიუპლესის სილამაზე და ჭკუა ბევრ მაშინდელ გამოჩენილ ადამიანს იზიდავდა. დაასახელეთ, რა შედევრების შექმნას უნდა ვუმადლოდეთ მას?

10. საბერძნეთში ფართოდ გავრცელებულ ნაწარმს, რომელსაც შენარჩუნებული აქვს თიხის წითელი ფონი, დაარქვეს სახელი. მასშიც ფერი ფიგურირებს, თუმცა არა წითელი. რას ეძახიან ამ ცნობილ ჭურჭელს?

პასუხები იხილეთ 85-ე გვერდზე


скачать dle 11.3